in

ყველაფერი უფრო ახლოსაა, ვიდრე გვეგონა! „Silknet“-ისა და „National Geographic Channel“-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო!

National Geographic Channel-ზე 6 სერიანი დოკუმენტური სერიალის „The Story of God”- ის  ჩვენება მიმდინარეობს. ამ საინტერესო მოგზაურობას — ეგვიპტიდან მექსიკამდე – ცნობილი მსახიობი მორგან ფრიმენი უძღვება. ის ჩვენი პლანეტის უნიკალურ ადგილებს სტუმრობს და გვაცნობს, თუ როგორ ვითარდებოდნენ სხვადასხვა რელიგიები, როგორ ყალიბდებოდა კულტურა მის გარშემო, რა როლი ენიჭებოდა ღმერთს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში და როგორ განავითარა რელიგიის შეცნობამ საზოგადოება.

silk„კომპანია სილქნეტი „The Story of God”-ის  საპრემიერო ჩვენებას,  გათამაშებით შეუერთდა. Silk TV-ის მეშვეობით ფილმის ყველა სერიის ყურების შესაძლებლობა აქვს მომხმარებელს.  “ამ სათავგადასავლო,  შემეცნებით თამაშში ჩართვა და რეგისტრაცია სწორედ Silk TV-ის მომხმარებელებს შეეძლებათ“ – განმარტეს სილქნეტში.

დღეიდან, 25 აპრილიდან სპეციალურად შექმნილ საიტზე – www.storyofgod.ge  ვიქტორინა დაიწყება,  რომლის კითხვებიც გადაცემასთან -„The Story of God“ და მის წამყვანთან იქნება დაკავშირებული.  იმისთვის რომ გახდეთ გათამაშების გამარჯვებული, უყურეთ ყოველ ორშაბათს, 22:45 საათზე,  დოკუმენტური ფილმს „The Story of God“ არხზე -National Geographic Channel.  3 ყველაზე აქტიური მონაწილე, რომელიც რეიტინგების მიხედვით გამოვლინდება, დაჯილდოვდება იმ ქვეყნის სამოგზაურო ტურით, რომელსაც პორტალზე რეგისტრაციისას  აირჩევს.

 

„საქართველოს რკინიგზა“ ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება მგზავრებს

შექმენი პრობლემისგან შესაძლებლობა – კეთილმოწყობილი ჭები უსახლკაროთათვის