in

სილქნეტი: დაჭრილი მებრძოლების უხილავი ფრონტი და რეინტეგრაციის გზა

ბრძოლის ველიდან შინ დაბრუნებული მეომრებისთვის ომი იშვიათად მთავრდება ოფიციალური თარიღით. გადარჩენა ხშირად ახალი, უხილავი ბრძოლის დასაწყისია, რომელიც სულ სხვა ფრონტზე, ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაბრუნების მცდელობაში გრძელდება.

სილქნეტი წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც ჩვენი გმირები აფხაზეთში, სამაჩაბლოსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში გადახდენილ ნამდვილ ამბებს გვიზიარებენ. ეს ისტორიები შეხსენებაა, რომ ომი მხოლოდ მიწაზე არ ავლებს „საზღვრებს”, არამედ ადამიანის ცხოვრებასაც ყოფს ორ ნაწილად: ომამდე და ომის შემდეგ. სწორედ რეინტეგრაციაში დახმარების სურვილმა განაპირობა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის შექმნა.

ფონდი სილქნეტმა 2018 წელს დააარსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ასობით მებრძოლს ეხმარება ჯანმრთელობის, ადაპტაციისა და განათლების საკითხებში.

2024 წელს უპრეცედენტო თანხა, 1,097,000 ლარი მოხმარდა დაშავებულ სამხედროებს, ვეტერანებს და მათ ოჯახებს.

თუ გსურთ, თავადაც გახდეთ ამ განსაკუთრებული საქმის თანამონაწილე, შეგიძლიათ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გზა:

  • 0 901 777 771 – დარეკოთ საქველმოქმედო ნომერზე და თქვენი მობილურის ბალანსიდან 1 ლარი გადარიცხოთ დაჭრილი მეომრების დასახმარებლად;
  • ან ნებისმიერი რაოდენობის დონაციისთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ფონდის ანგარიშის ნომერი:
    • სილქ ბანკი, ბანკის კოდი: DISNGEz2
      მიმღები: დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი ა(ა)იპ
    • ანგარიშის ნომერი: GE10BT0360001052300001
    • დამატებითი რეკვიზიტები იხილეთ ბმულზე.

გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის!

[R]

Zappos – 1999 წელს შექმნილი ონლაინმაღაზიიდან დიდ ელკომერციამდე

როგორ ვაქციოთ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა წარმატების წინაპირობად