in

„სილქნეტის“ ლურჯი ნათების ოდისეა – როგორ გავრცელდა 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი, მთელი საქართველოს მასშტაბით

„სილქნეტის“ 7-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი ახლა უკვე მთელს საქართველოშია! ეს არის ის სიახლე, რომლის თქმაც „სილქნეტს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით სურდა. სწორედ ამიტომ, აუდიტორიმდე გზავნილის მისატან მედიუმად ვიდეორგოლი, ხოლო ნამუშევრის ავტორად – სააგენტო JWT Metro აირჩია. 

დღეს, როცა დაახლოებით, 200%-მდე არის გაზრდილი მობილური ინტერნეტის მოხმარება, გიგაბიტ LTE ტექნოლოგიას შეუძლია მომხმარებელი, ქვეყნის მასშტაბით, ხარისხიანი, უწყვეტი და უსწრაფესი ინტერნეტკავშირით უზრუნველყოს.

როგორი აღმოჩნდა ვიდეორგოლის სამუშაო პროცესი? რა შემოქმედებითი თუ ტექნიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ სააგენტოსა და დამკვეთის წარმომადგენლები და როგორ გადაიჭრა ამოცანა – ვიზუალურად გამოეხატათ სათქმელი: „სილქნეტის“ 7-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტი ახლა უკვე მთელს საქართველოშია!“?

ინტერვიუს გთავაზობთ იმ ადამიანების ნაწილთან, რომლებმაც ვიდეორგოლის შექმნაში წვლილი შეიტანეს: სანდრო გოგოლაძე, ნინი ჩიჯავაძე, მაშო თევდორაშვილი, თათა ბადუაშვილი და ბაჩო ჩინჩალაძე – „სილქნეტის“ კომერციული დირექტორი.

M:  გაგვიზიარეთ, იდეიდან ნამუშევრისთვის საბოლოო სახის მიცემამდე, გონება შემოქმედებითად როგორ მომართეთ?
სანდრო გოგოლაძე, JWT Metro: ფიქრი ჯერ იმაზე დავიწყეთ, როგორ გვეჩვენებინა 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტის გავრცელება და მასშტაბების გაზრდა, რომელმაც შემდეგ გადაინაცვლა იმის განსაზღვრაში, თუ როგორ წარმოგვედგინა ვიზუალიზირებული ინტერნეტი, რომელსაც ვერც ვხედავთ და ვერც ხელით ვეხებით. საბოლოოდ, მივედით იმ აზრამდე, რომ აბსტრაქტული ინტერნეტის მზარდი გავრცელებაც არაპირდაპირ და მეტაფორულად უნდა გამოგვეხატა. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო, მაგრამ, როცა კარგი არტ დირექტორი და რეჟისორი გყავს, ეფემერულიც ხილვადი შეიძლება, გახდეს.

ასე მშეიქმნა „სილქნეტის“ ლურჯი ნათების ოდისეამდე.

M: უფრო ზუსტად, რას გულისხმობს „სილქნეტის“ ლურჯი ნათების ოდისეა? ვიდეორგოლს რა კონცეფცია აქვს?
ნინი ჩიჯავაძე, JWT Metro: ვიდეორგოლში ნაჩვენები ნათება, რომელიც ჩვენი სმარტფონებიდან მოდის, ზუსტადაც რომ სილქნეტის 7-ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტის ვიზუალური მეტაფორაა.

ლურჯი ნათება ქალაქის ბინის ერთი ოთახიდან იწყებს მოგზაურობას, ხოლო ბოლოს, ქვემოდან, ასევე, ლურჯად ამონათებული თვითმფრინავის კადრით ვიგებთ, თუ რამხელა მასშტაბი მოიცვა.

ბაჩო ჩინჩალაძე, Silknet: ნამუშევარში კარგად ჩანს მასშტაბი, რომ ყველგან შესაძლებელია „სილქნეტის“ უახლესი ტექნოლოგიით სარგებლობა: ქალაქი იქნება ეს, ავტომაგისტრალი, თუ რეგიონში რომელიმე დასახლებული პუნქტი. მრავალფეროვანია ის სეგმენტიც – ახალგაზრდა თაობა, ტინეიჯერები, საქმიანი ადამიანები, ბებია-ბაბუები – ვისთვისაც კომპანიამ უსწრაფესი ინტერნეტკავშირი დანერგა და შესაბამისად, ვისთვისაც ვიდეორგოლი მომზადდა.M: ბაჩო, შეგვიძლია, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ გიგაბიტ LTE ტექნოლოგიის, ანუ 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტის პროექტის მნიშვნელობა… გვიამბეთ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „სილქნეტმა“ მსოფლიოს გიგანტ ტექნოლოგიურ კომპანიებთან: „ჰუავეისა“ და „ერიქსონთან“ თანამშრომლობით განახორციელა. საქართველოში პირველებმა დავნერგეთ გიგაბიტ LTE ტექნოლოგია, რომელიც 7-ჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე 4G. სისწრაფის გარდა, ხარისხიც განაპირობებს ამ ტექნოლოგიის უპირატესობას. ჩვენი მიზანი იყო, ჩვენი მომხმარებლებისთვის უალტერნატივო არჩევანი გავმხდარიყავით და დაგვენერგა ისეთი ინოვაციები, რაც ერთი მხრივ, სატელეკომუნიკაციო ბაზრისთვის იქნებოდა წინ გადადგმული ნაბიჯი, მეორე მხრივ, თითოეული ჩვენი კლიენტისთვის ხელმისაწვდომს გავხდიდით მაღალხარისხიან, მაღალტექნოლოგიურ სერვისს.

M: რაც შეეხება ამ პროექტის შემოქმედებით, ტექნიკურ თუ ლოჯისტიკურ გადაწყვეტას… მაშო, რამდენად რთული აღმოჩნდა ამოცანის შერულება?
მაშო თევდორაშვილი, Metro Production: ვიდეორგოლის გადაღებას ფროდაქშენის ნაწილში 3 ძირითადი გამოწვევა ჰქონდა:

პირველი და ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ის, რომ გვეჩვენებინა „სილქნეტის“ GB/LTE ინტერნეტის მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელება. საქმეს ართულებდა შეზღუდული დრო – ეს ყველაფერი უნდა გადაგვეღო მხოლოდ 2 დღე-ღამის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო სწორი დაგეგმვა – ლოჯისტიკურად გადასაღები ლოკაციები ისე დაგვეჯგუფებინა, რომ 2 ღამის მანძილზე სრულად მოგვეცვა სხვადასხვა სახის ლოკაციები. ჯერ თბილისში, შემდეგ კი – კახეთში;

მეორე გამოწვევა ვიდეორგოლის მასშტაბს უკავშირდება, რაც უფრო ფროდაქშენის თვალსაზრისით იყო რთული. მაგალითად, სცენები, რომელიც შემოქმედებითმა გუნდმა მოიფიქრა, ტექნიკური თვალსაზრისით, გადასაღებად საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ერთია, რომ მიდიხარ ლოკაციაზე, იღებ მსახიობს და მოდიხარ, მეორეა, როცა 2 დღის მანძილზე უნდა გადაიღო ტრაილერის გვირაბში გავლა, თვითმფრინავის კადრი კახეთის აეროპორტში და ნავის კადრი თბილისის ზღვაზე;

მესამე, თუმცა, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა დაკავშირებულია რგოლის შემოქმედებით გადაჭრასთან – კერძოდ, ტელეფონის ნათებასთან. ვიდეორგოლის მთლიანი ვიზუალური გადაწყვეტა აწყობილია ტელეფონის ნათებების გავრცელებაზე, შესაბამისად, როგორც მხატვრებს, ისე ჩვენს ტექნიკურ ჯგუფს გადაღებამდე უნდა შეემუშავებინა ისეთი ხელსაწყო (ე.წ. ტელეფონის ბუტაფორია), რომლის გადაღების შემდგომაც, გრაფიკოსებს დასჭირდებოდათ მინიმალური დრო და რესურსი ნამუშევრისთვის საბოლოო სახის მისაცემად.

M: საინტერესოა ისიც, რომ მუსიკაც სპეციალურად ამ ვიდეორგოლისთვის შეიქმნა… როგორ მოდის თანხვედრაში ვიდეოს კონცეფციასთან თქვენი აუდიო გადაწყვეტა?
თათა ბადუაშვილი, JWT Metro: მუსიკის როლი ვიდეოსთვის დინამიკური ხასიათის შემოტანა გახლდათ, უფრო ზუსტად, მისი დახმარებით, ხმოვანი საშუალებითაც უნდა გამოგვეხატა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორ ვრცელდება 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი. ასევე, არ უნდა დაგვეკარგა ტექნოლოგიური ხაზიც, რადგან ეს ინტერნეტი სწორედ ტექნოლოგიებშია. შესაბამისად, ამ მოცემულობამ მიგვიყვანა იმ მუსიკალურ სინთეზამდე, რაც საბოლოოდ, მივიღეთ.კიდევ ერთხელ, 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტის შესაძლელობებზე რომ გავამახვილოთ თქვენი ყურადღება: ამ ტექნოლოგიის თეორიული სიჩქარე 1000 მეგაბიტ წამამდეა და სტანდარტულ 4G მობილურ ინტერნეტთან შედარებით, 7-ჯერ სწრაფია. ყველგან, სადაც გიგაბიტ LTE სიგნალი ვრცელდება, მომხმარებელი შეძლებს, ონლაინ რეჟიმში უყუროს HD და 4K ხარისხის ვიდეოებს მაღალი გარჩევადობით, წყვეტის გარეშე ითამაშოს უახლესი ონლაინ თამაშები და ძალიან სწრაფად ჩამოტვირთოს დიდი მოცულობის ფაილები (4K ხარისხის ფილმები და თამაშები). 4G ინტერნეტის პირობებში ფაილის ჩამოსატვირთად, საშუალოდ, 1 წუთია საჭირო. უახლესი ტექნოლოგიით კი – მომხმარებელი ამას 8 წამში შეძლებს.

ამ ტექნოლოგიის ყველა უპირატესობის გასაცნობად, „სილქნეტი“ მომხმარებლებსს მიმდინარე აქციის ფარგლებში არსებულ ინტერნეტ პაკეტებში, ფასის უცვლელად, გაორმაგებულ ინტერნეტმოცულობებს სთავაზობს.

ავტორი: თიკა გეგენავა

Boston Dynamics-ის რობოტები აცეკვდნენ

ჩრდილოეთის ციალის საუკეთესო ფოტოები 2020 წლიდან