in

„სილქნეტმა“, ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო, მსოფლიოში აღიარებული „Ookla“-სგან მიიღო

Ookla – ოკლა მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანიაა

ათასობით მომხმარებლის მიერ, Ookla – „ოკლას“ SpeedtestÒ აპლიკაციის მეშვეობით, ჩატარებული ტესტების საფუძველზე, „სილქნეტის“ მობილური ქსელი გამოვლინდა, როგორც 2020 წლის ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი საქართველოში.

ყველასათვის ცნობილ Speedtest® აპლიკაციას, მომხმარებლებს, სთავაზობს Ookla – „ოკლა“, რომელიც მსოფლიოში აღიარებული მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების და მონაცემთა ანალიზის კომპანიაა. Ookla Speedtest აპლიკაციით, „სილქნეტი“ გამოვლინდა, როგორც 2020 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში, ყველაზე სწრაფი მობილური ქსელის მომწოდებელი, საქართველოში.

ამერიკული კომპანია Ookla, ინტერნეტ სიჩქარის ტესტირებას, სპეციალური აპლიკაციით Speedtest.net აწარმოებს. მას, საქართველოში და მთელს მსოფლიოში, ყოველდღიურად, ათობით მილიონზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. „ოკლას“ მიერ ხდება მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლიც მიხედვითაც დგინდება ქსელის სისწრაფე. მისი მეთოდოლოგია ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით ახდენს მსოფლიოს მაშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ინტერნეტ (ფიქსირებული და მობილური)  ქსელების ხარისხს.

„ოკლას“ მომსახურებით, დღესდღეობით, ძალიან ბევრი სერვის პროვაიდერი და მობილური ოპერატორი სარგებლობს, მისი პროდუქტები 30 ენაზეა ნათარგმნი და იყენებს ათასობით ბიზნეს კომპანია, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, უნივერსიტეტები თუ კომერციული ორგანიზაციები.

საქართველოში, მობილური ინტერნეტ ქსელის ტესტირება კომპანია „ოკლამ“ გასული წლის მეორე ნახევარში განახორციელა. სიჩქარის ტესტირების ჯილდო – Speedtest AwardsÔ ეყრდნობა კონკრეტული პერიოდის ექვსთვიან, ტესტირების შეჯამებულ, ე.წ. ჯილდოს პერიოდის შედეგებს, რომლის დროსაც გენერირდება მონაცემები შემდგომი გადამუშავებისა და ანალიზის მიზნით.

საქართველოში, გასული წლის ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში, „ოკლას“ Speedtest® აპლიკაციით ჩატარებულმა ტესტირებამ გამოავლინა, რომ „სილქნეტს“, ქვეყანაში,  ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი აქვს.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ბოლო პერიოდის ინტენსიურმა მუშაობამ „ჯეოსელის“ ქსელის გასაუმჯობესებლად, დაამტკიცა, რომ საუკეთესო ვართ ხარისხისა და სისწრაფის კუთხით. ჩვენი მიზანია, ვიყოთ მომხმარებლის ნომერ პირველი არჩევანი და სწორედ მომხმარებელზე ზრუნვით არის განპირობებული, რაც აქამდე გავაკეთეთ. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი ანალიტიკური ბრენდის „ოკლას“ მიერ გაცემული ჯილდო: „ყველაზე სწრაფი მობილური ქსელი საქართველოში, 2020“. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ქსელის გაძლიერებას. ეს მუდმივი პროცესია იმისთვის, რომ მსოფლიოს ტექნოლოგიურ წინსვლას ყოველთვის ავუწყოთ ფეხი და მომხმარებელს საუკეთესო ქსელი შევთავაზოთ“ – ამბობს „სილქნეტის“ კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე.

ნახევარ მილიარდზე მეტი მომხმარებელი გამოიყენებს ჩვენს აპლიკაციას, ყოველწლიურად, ინტერნეტის სიჩქარის გასაზომად. Ookla ახდენს ტესტირების შედეგების ანალიზს, რათა მიიღოს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის მონაცემების ობიექტური შეფასება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარულები ვართ, განვაცხადოთ, რომ „სილქნეტის“ მობილური ქსელი – ჯეოსელი ყველაზე სწრაფი მობილური ქსელია საქართველოში. ეს ჯილდო ადასტურებს „სილქნეტის“ ქსელის შეუფერხებელ მუშაობას, რაც გამოსცადეს მისმა მომხმარებლებმა გასული წლის მესამე და მეოთხე კვარტლის განმავლობაში“,- განაცხადა კომპანია Ookla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დაუგ სათლსმა.

* Ookla® of Speedtest Intelligence® Q3–Q4 2020-ის მონაცემების ანალიზის მიხედვით. Ookla – ლიცენზირებული სავაჭრო ნიშანი და უფლებები დაცულია.

 

[R]

უეს ანდერსონის შენობების შთაგონებით შექმნილი ალფაბეტი

Facebook ახალ გასაცნობ აპლიკაციას ჰქმნის!