კომპანიაში ამბობენ, რომ ოთხი ახალი ციფრული პროდუქტის შექმნით, საფუძველი დაუდეს ციფრული სერვისების განვითარებას.
ნათია ხვედელიძე ( მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი) : დღეს Digital სერვისები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მოთხოვნადია მთელს მსოფლიოში. „ სილქნეტი“, ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა ნოვატორი და მომხმარებელს შესთავაზა ოთხი ახალი სერვისი Silk Digital პროდუქტების სახით . კომპანიამ ჩამოსატვირთ აპლიკაციად აქცია ის სატელეკომუნიკაციო სერვისები, რომლითაც სახლში ან ოფისში სარგებლობს მომხმარებელი. ამ ახალი პროექტების საშუალებით მათ ძირეულად ეცვლებათ უნარ–ჩვევები.მთავარია, ინტერნეტზე წვდომა და მსურველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც „სილქნეტის“ სერვისებით ისარგებლებს.
M: რას გულისხმობს თითოეული მათგანი ?
Silk Up არის სილქნეტის ხმოვანი მობილური აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ზარის უფასოდ განხორციელებას ინტერნეტის მეშვეობით Silk Up-დან Silk Up ზე, ასევე Silk Up-დან „სილქნეტი“-ს ფიქსირებულ ტელეფონებზე.
მომსახურება მოსახერხებელია მათთვის, ვინც უცხოეთში იმყოფება, რადგან მიეცემათ საშუალება თბილისში დარეკონ უფასოდ „ სილქნეტი“-ს ფიქსირებულ ტელეფონსა და Silk Up-ის მობილურ აპლიკაციაზე, ხოლო სხვა მობილურ ოპერატორებთან დარეკვისას ისარგებლებენ შესაბამისი დაბალ-ფასიანი ტარიფებით. ამ აპლიკაციის გადმოწერა და გამოყენება შეუძლიათ როგორც IOS, აგრეთვე ანდროიდის ტიპის მობილური ტელეფონის მომხმარებლებს. აპლიკაციის გადმოწერისას მომხმარებელს ენიჭება ქალაქის ტელეფონის ნომერი პრეფიქსით 0322, რაც მობილურ სმარტფონში სახლის ფიქსირებული ტელეფონით სარგებლობას უზრუნველყოფს. აბონენტს ეძლევა საშუალება Silk UP მიაბას „სილქნეტი“-ს სხვა პროდუქტებს და ერთი ანგარიშიდან დაფაროს გადასახადი, ან გამარტივებული გზით შეავსოს ბალანსი.
mysilknet.com – ის მეშვეობით „სილქნეტის“ აბონენტებს აქვთ საშუალება მართონ პირადი ანგარიში, შეამოწმონ აქტიური პაკეტები, მათი სტატუსი, ისარგებლონ დამატებითი სერვისებით, დაიმატონ მომსახურებები, ვთქვათ, „სილქ ტვ“-ის თემატური პაკეტების გააქტიურება, ინტერნეტ სიჩქარის გაზრდა, მიმდინარე ბალანსის კონტროლი, „სილქნეტის“ სხვადასხვა აქციებში ჩართვა. პორტალზე მიმდინარე დავალიანების დაფარვა საკრედიტო ბარათის მეშვეობით ხდება. შესაძლებელია თვალის მიდევნება ტრანზაქციების (გადახდების) ისტორიაზე. დამატებით, „სილქნეტის“ აბონენტს შეუძლია გააგზავნოს sms შეტყობინება პორტალიდან საქართველოს ნებისმიერი მობილური ოპერატორის აბონენტის ნომერზე და ნახოს გზავნილების ისტორიაც.
SilkTV-ის აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უყურონ ტელევიზორს მოსახერხებელ დროსა და ადგილზე, მათთვის ოპტიმალური მოწყობილობის მეშვეობით: პერსონალურ კომპიუტერში ვებ მისამართზე www.silktv.ge; ასევე Android და iOS ოპერაციული სისტემის მობილურ ტელეფონებსა და პლანშეტებზე. მალე აპლიკაცია ხელმისაწვდომი იქნება „ სამსუნგი“-ს სმარტ ტელევიზორებზეც. უცხოეთშიც არის ამ აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელი, უნიკალური ინტერაქციული ფუნქციონალის გამოყენებით, როგორიცაა: გადახვევა, დაპაუზება, არხების რჩეულებში დამატება.
Silkmovies.ge – არის პირველი უფასო ლეგალური ფილმების პორტალი, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას უყუროს 20 000-ზე მეტ ფილმს, სხვადასხვა გადაცემებს, მულტფილმებსა და სერიალებს ონლაინ რეჟიმში. ვებ გვერდი ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ წერტილში, როგორც „სილქნეტის“, ასევე სხვა ქსელის აბონენტებისთვის. silkmovies.ge ექნება განყოფილება ბავშვებისთვის Kids – ი , რომელიც უსაფრთხოების ფუნქციების მატარებელია. შესაძლებლობა გაქვთ ასაკი მიუთითოთ და ვებ გვერდი ავტომატურად შეარჩევს შესაფერის მულტფილმს ან გადაცემას თქვენი პატარასთვის. მნიშვნელოვანია, რომ აქ არ არის განთავსებული რეკლამა, რომელიც ძალიან აღიზიანებს კინომოყვარულს, განსაკუთრებით საეჭვო სახის სარეკლამო პროდუქცია, რომელიც თავისი შინაარსით უსაფრთხო სულაც არ არის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის. ვებ გვერდი სმენადაქვეითებულ მაყურებელს სთავაზობს საგანგებო ვერსიას, როგორც პატარებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. ფილმებს, მულტფილმებს და გადაცემებს სპეციალური თარგმანი ახლავს. მართალია, პორტალზე ქართულენოვანი ფილმები არ არის, იგეგმება ქართული სერიალების და ფილმების დამატება. ასევე, ჩაირთვება სპორტული ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლაციის რეჟიმი. კომპანიას აქამდე არ ჰქონდა მსგავსი სერვისი და საკუთარ აბონენტებს უკვე გამზადებული ლეგალური, საავტორო უფლებებით დაცული ფილმებისა და სერიალების პორტალი – silkmovies.ge-ს სახით შეთავაზა, რაც Megogo.net -ის ქართული ვებ-ვერსიაა.
M: რა არის 4 ახალი პრუდუქტის ერთად შეთავაზების მიზანი?
ეს არის კომპანიის გადაწყვეტილება, Silk Digital სახელით შეექმნა კიდევ ერთი ახალი პროდუქტი და ერთად შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის მასში შემავალი ოთხი სხვადასხვა Digital პროდუქტი. ოთხივე პროდუქტს ერთი მთავარი თვისება აერთიანებს – მათ გამოსაყენებლად ინტერნეტთან მიერთებული გაჯეტია საჭირო. სილქნეტმა ქართველ დეველოპერებთან ერთად შეიმუშავა აპლიკაცია და ერთდროულად შესთავაზა როგორც საკუთარ, ისე სხვა ქსელში ჩართულ აბონენტებს. ქართულ კომპანიებთან Lemondo, Qarva, „ომედიასთან“ თანამშრომლობით Silk Digital პროდუქტები დამატებით მომსახურებას გაუწევს მომხმარებელს.ამ გადაწყვეტილებით, ასე ვთქვათ, საფუძველი დავუდეთ Digital სერვისების განვითარებას საქართველოში.
M: კონკურენცია ბაზარზე ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები ხშირად, უკეთესი პირობების გამო, იცვლიან პროვაიდერებს. მსგავსი შეთავაზებები ( თქვენი 4 ახალი პროდუქტი) უზრუნველყოფს მომხარებლის შენარჩუნებას ან ახალი მომხმარებლების მოზიდვას?
დღევანდელი მომხმარებელი მობილური აპლიკაციებით და ინტერნეტით ცხოვრობს. შესაბამისად, კომპანია აჰყვა ამ ტენდენციას და სერვისების თანამედროვე ვერსიები შეიმუშავა. ყოველი ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებლის გემოვნებასა და სურვილს აკმაყოფილებს, უზრუნველყოფს მათ შენარჩუნებას და აგრეთვე მოიზიდავს ახალ მომხმარებელსაც, რომელიც სწორედ მსგავს პირობებს და სიახლეებს ეძებს პროვაიდერისგან. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებისთვის შექმნას ერთი ეკოსისტემა, სადაც მათთვის საჭირო და საინტერესო ყველა პროდუქტი ციფრული სახით იქნება წარმოდგენილი. ის ინოვაციები, რომელსაც კომპანია ნერგავს, არა მხოლოდ „სილქნეტის“ მომხმარებლებს შეეხება, არამედ მთლიანად ქვეყნის სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოდერნიზებას გამოიწვევს.