in

„სილქნეტის“ ახალი სერვისი ინტერნეტ აბონენტებისთვის

silknet-coverკომპანია „სილქნეტმა“ მომხმარებელს ახალი სერვისი – ანგარიშის ონლაინ მართვა შესთავაზა. კომპანიის განცხადებით ახალი პორტალი www.myaccount.silknet.com მნიშვნელოვნად შეცვლის „სილქნეტის“ ინტერნეტ აბონენტების ცხოვრებას – დაუზოგავს მათ დროს და საშუალებას მისცემს, აკონტროლონ დარიცხული დავალიანება, შეამოწმონ ბალანსი ან თუნდაც, გაიაქტიურონ დამატებითი სერვისი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად.

” სილქნეტის ინტერნეტ მომხმარებელს, რომელიც სარგებლობს სხვადასხვა დამატებითი სერვისით, ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის გარდა, ერიცხება ამ მომსახურების საფასურიც. ეს შესაძლოა იყოს ანტივირუსის ჩამოტვირთვა ან „ტურბო“ ღილაკის გააქტიურება. ტურბო ღილაკი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც „სილქნეტის“ ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  ერთჯერადად, ორი საათით ისარგებლოს 100 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტით “

მარკეტერი დაინტერესდა თუ რატომ გაჩნდა კომპანიაში მსგავსი სერვისის შექმნის იდეა და სილქნეტის პროდუქტების განვითარების მენეჯერს, ეკა ნადირაშვილს ესაუბრა:

Eka Nadirashviliჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი სერვისების მოხმარების გამარტივებაა. იმის გამო, რომ ბევრი პროდუქტი გვაქვს და თითოეულ პროდუქტის რამოდენიმე სახეობა, მომხმარებელთან აქტიური ინტერაქცია გვიწევს, აქამდე ჩვენთან დაკავშირების სამი ძირითადი საშუალება არსებობდა, ცხელი ხაზი, სოციალური ქსელი და ვიზიტი სერვის ცენტრში. მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვცდილობთ  ყველა ეს არხი გამართულად მუშაობდეს და მომხმარებელი მომენტალურად იღებდეს სასურველ ინფორმაციას, ჩავთვალეთ რომ ეს არასაკმარისია. დღეს როდესაც კომპანიების უმრავლესობა ცდილობს მომხმარებელს ონლაინ სერვისიც შესთავაზოს, არ შეიძლებოდა რომ უმსხვილეს სატელეკომუნიკაციო კომპანიას არ ქონოდა ინტერნეტ პორტალი. მსგავსი ტიპის სერვისი მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიას გააჩნია, დღეს ეს ისეთივე აპრობირებული სერვისია როგორიც ინტერნეტ ბანკინგი და ვისაც გაქვთ შეხება მარტივად მიხვდებით რამდენ დროს დაგიზოგავთ და რამდენად გაგიმარტივებთ ცხოვრებას ჩვენ შემთხვევაში ვებ პორტალი. ამ ეტაპზე პორტალის მეშვეობით რიგი მომსახურებების მიღება შეგიძლიათ თუმცა სამომავლოდ ეს ჩამონათვალი გაიზრდება და აბონენტი თავის სილქნეტის ანგარიშის მართვას მთლიანად ონლაინ შეძლებს. ვფიქრობ ეს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლეა ზოგადად სატელეკომუნიკაციო სფეროში ჩვენს ბაზარზე.

Adroll: “ავლესოთ“ კამპანია?

შოკოლადს+ესკალატორი=გენიალური ექსპერიმენტი