in

რას შესთავაზებენ ქართულ ბაზარს „სილქნეტი“ და SAS-ი – მსოფლიო ლიდერი მომხმარებლის მონაცემთა ანალიტიკის სფეროში

ისინი, სტრატეგიული პარტნიორები, ცოტა ხნის წინ გახდნენ

„სილქნეტი“ და SAS საქართველოში მონაცემებზე დაფუძნებულ, თანამედროვე ტექნოლოგიურ  გადაწყვეტილებებს დანერგავენ. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ეს იქნება DATA ანალიზზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია. სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ქართულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასა და ამერიკულ საერთაშორისო ანალიტიკურ პლატფორმას შორის, უკვე გაფორმდა.

Silknet, როგორც SAS-ის სტრატეგიული პარტნიორი საქართველოში, პირველი კომპანია იქნება, რომელიც ყველაზე მოწინავე და დღეისათვის, სრულყოფილ მონაცემთა ანალიტიკურ გადაწყვეტილებებს შესთავაზებს საქართველოს ბაზარს. 

ამ პარტნიორობის ფარგლებში, SAS-ის მონაცემთა ანალიზზე დაფუძნებული სერვისებით კომპანიებს საშუალება მიეცემათ, თავიანთ მომხმარებელს შესთვაზონ მათ სურვილებზე მორგებული, ასეთივე კომფორტული სერვისები.

როგორც SAS-ის მომხმარებელი, სილქნეტი დანერგავს SAS-ის მომსახურებას, კამპანიების მართვის სისტემას, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ახალ საფეხურზე აიყვანს. ეს სისტემა კომპანიას საშუალებას მისცემს, მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული, კიდევ უფრო ინოვაციური და მაღალი ხარისხის სერვისები შესთავაზოს.   გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სილქნეტი, ამ ინოვაციით, შექმნის  მომხმარებლის ლოიალობის  მსოფლიო კლასის ერთ-ერთ საუკეთესო სისტემას. ამის მიზანი იქნება კომპანიის აბონენტებზე ფოკუსირებული მომსახურებისა და სერვისების კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანა.

პანდემიამ მოიტანა, რომ ყველაფერი, რაც მომდევნო წლებში იყო დაგეგმილი, ახლა ხდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ეხება ბიზნესებისა და მომსახურების დიჯიტალიზაციას. ყველა ცდილობს საჭირო მომსახურება ონლაინ მიიღოს. არსებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, საჭიროა კარგად გვესმოდეს, რა სურს მომხმარებელს. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გავაანალიზოთ, რა სურთ მათ და მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით მივაწოდოთ შესაბამისი სერვისი. კომპანიები, რომლებიც სწრაფად ადაპტირდებიან შეცვლილ რეალობაში, თავიანთ სფეროში ლიდერები ხდებიან. სწორედ ამისკენ მივდივართ ჩვენც როგორც კი ინტეგრირების ეტაპი დასრულდება და დასრულდება და სისტემაც კომერციულად გაეშვება, სილქნეტს ექნება ყველაზე მაღალი ხარისხის ლოიალობის პროგრამა საკუთარი მომხმარებლებისთვის ვფიქრობთ, მომავალი წლიდან, უკვე შესაძლებელი იქნება კონკრეტული შედეგების გაზომვა და მომხმარებელი უფრო ნათლად დაინახავს რა სიკეთეებს მოუტანს ეს ცვლილება, ამბობს სილქნეტის კომერციული დირექტორი ბაჩო ჩინჩალაძე.

მხარეები ამბობენ, რომ ამ სტრატეგიული პარტნიორობით  „სილქნეტი“, SAS-თან ერთად, საშუალებას მისცემს ბიზნეს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, დანერგონ მონაცემებზე დაფუძნებული ყველაზე თანამედროვე პროცესები. მათი თქმით, ეს თანამშრომლობა მომხმარებლებს და მთელს საქართველოს, რეალურად, დაეხმარება ტრანსფორმაციაში, მეტი ეკონომიკური განვითარებისა და შესაძლებლობების გაჩენის გზით.

მონაცემებზე დაფუძნებული ტრანსფორმაცია სასარგებლოა როგორც კერძო კომპანიებისთვის, ისე მთავრობებისთვის. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია პირველ რიგში, საჭიროა  სტანდარტიზებული პლატფორმა, რომ ეს მონაცემები შეგროვდეს, სიღრმისეულად გააანალიზდეს და დამუშავდეს. შემდეგ კი შესაძლებელი იქნება მათი განხილვა და ბიზნესის მომავლის განსაზღვრა. მონაცემებზე დაფუძნებული ტრანსფორმაციის მეორე კომპონენტი სწორი პროცესების დანერგვაა, რომელიც ამ მონაცემების გამოყენების საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, მესამე კი ორგანიზაციული გავლენაა, ანუ დაეხმარება კომპანიებს გახდნენ უფრო მდგრადები. სწორედ ამიტომ, არის ეს ინიციატივა ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის, ამბობს SAS-ის სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მმართველი დირექტორი ტეიფუნ  ტოპკოჩი.

პარტნიორობის ფარგლებში, SAS „სილქნეტს“ ყველა საჭირო მექანიზმს აძლევს, რომ ტრანსფორმაცია მაქსიმალურად შედეგიანი იყოს და გახდეს თითოეული მომხმარებლის და საერთოდ, ქვეყნის წარმატების გარანტი.

თუმცა, არის კიდევ ერთი მომენტი, როცა ამ მონაცემების გამოყენებას გლობალურად დაიწყებენ მომხმარებლები, მათ სპეციალური ცოდნა და უნარები დასჭირდებათ. ტაიფუნ ტოპკოჩი ამბობს, რომ „სილქნეტთან“ ერთად, რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობასაც განიხილავენ, რომ სამომავლოდ, ქვეყანაში იყვნენ DATA მეცნიერები, ანალიტიკის ექსპერტები, მონაცემთა მოდელირების სპეციალისტები და ა.შ.

ეს პარტნიორობა იქნება ციფრული ხიდი საქართველოსა და ამერიკას შორის. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ SAS-მა ამ პარტნიორობისთვის ჩვენ აგვირჩია. სილქნეტი, როგორც საქართველოს წამყვანი სატელეკომუნიკაციო პროვაიდერი, SAS-თან ერთად საშუალებას მისცემს, კომპანიებს და ორგანიზაციებს დანერგონ მონაცემებზე დაფუძნებული ყველაზე თანამედროვე პროცესები. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ამ ინფორმაციის გადამუშავება ასეთი სახის კომპანიის მიერ და შემდეგ ამ სერვისების მიწოდება, ახალი სიტყვაა, – ამბობს გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

მხარეები ასევე ამბობენ, რომ ეს პარტნიორობა ხელს შეუწყობს კერძო და საჯარო სექტორის მაქსიმალურად სწრაფ დიჯიტალიზაციას.

თანამედროვე ანალიტიკის და SAS-ის გამოცდილების ერთობლიობა სილქნეტის შესაძლებლობების მეშვეობით, რაც ბაზრის ღრმა ცოდნას მოიცავს, ჩვენ საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ დიჯიტალიზაციის სწრაფი მექანიზმი საჯარო და კერძო სექტორისთვის. არსებული მონაცემების და გამოცდილების გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორებია კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რათა მოიპოვონ კონკურენტული უპირატესობა თავიანთ ბაზარზე,- განაცხადა კომპანია SAS-ის ვიცეპრეზიდენტმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აზიასა და აფრიკაში (CEMEA), შუკრი დაბაღიმ.

როგორც SAS-ის პარტნიორი, სილქნეტი დანერგავს SAS-ის მომსახურებას კომპანიების მართვის სისტემას, რომელიც მომხმარებლის გამოცდილებას ახალ საფეხურზე აიყვანს.

მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. [ამ პარტნიორობით] ფიზიკურ აბონენტებს პირადად მორგებულ პაკეტებს შევთავაზებთ. ეს არ იქნება სტანდარტული პაკეტი, ყველა ადამიანს ექნება საშუალება, ის საკუთარ თავზე მოირგოს ის, SAS-ის პროგრამის საშუალებით. რაც შეეხება ჩვენს კორპორაციულ კლიენტებს, ამ ხელშეკრულებით, თითოეულს საშუალება ეძლევა, მომხმარებელს შესთავაზონ მათ სურვილებზე მორგებული, ასეთივე კომფორტული სერვისები. ამიტომ, SAS-თან გაფორმებული ხელშეკრულება ორმაგად მნიშვნელოვანია. ეს პარტნიორობა შესაძლებლობას მოგვცემს, სათითაოდ ყველას შევთავაზოთ პირადად მათზე მორგებული პაკეტი, რომელიც კომფორტულობის და ხარისხიანობის თვალსაზრისით იქნება ბევრად განსხვავებული, ვიდრე იყო აქამდე ამბობს სილქნეტის აღმასრულებელი დირექტორი დავით მამულაიშვილი.

გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, SAS მომავალშიც გეგმავს ქვეყანაში ინვესტიციების გაზრდას და „სილქნეტთან“ ერთად საქართველოს ბაზრის მხარდაჭერასა და განვითარებაში ხელშეწყობას.

SAS-სა და Silknet-ს შორის პარტნიორობა ორი კომპანიის თანამშრომლობაზე მეტია. აშშ-ს ელჩი საქართველოში კერი დეგნანი ამბობს, რომ ეს საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

„ეს პარტნიორობა აერთიანებს საქართველოს და აშშ-ს, რომ ერთად იმუშაონ ციფრულ  სექტორში. იმედი გაქვს, ეს შესაძლებლობა საფუძველს ჩაუყრის მომდევნო ინიციატივებს.  ამან შეიძლება, ცხოვრება გაუმარტივოს მომხმარებელს, რადგან [სხვადასხვა მიმართულებით] ძალიან ბევრი გამოყენება შეიძლება მოვუძებნოთ DATA ანალიტიკას.  მისასალმებელია, რომ ამერიკულ-ქართული თანამშრომლობა შედგა იმ სფეროში, რომელიც არა მომავლის მიმართულება, არამედ დღევანდელი დღეა“, – ამბობს კელი დეგნანი.

 


SAS 

ანალიტიკურ სფეროში ლიდერი კომპანია SAS, ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების მეშვეობით, მსოფლიოს ყველა წერტილში მყოფ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მონაცემები ინტელექტად აქციოს. SAS gives you THE POWER TO KNOW® – ასეთია კომპანიის გზავნილი. ის  მსოფლიოს მასშტაბით, 500 ყველაზე წარმატებული და მაღალშემოსავლიანი კომპანიების (FORTUNE 500) ტოპ ასეულში შემავალ 91 კომპანიას ემსახურება. მათ შორისაა: Nike, Nestle, Volvo, Levis, Siemens, Carrefour, Vodafone, AT&T, Turkcell და ა.შ. SAS-ის დახმარებით კომპანიებს მონაცემებიდან ღირებული ინფორმაციის მოპოვება და სრული სურათის უკეთ დანახვა შეუძლიათ. როგორც წამყვანი AI (ხელოვნური ინტელექტი) და მოწინავე ანალიტიკური პლატფორმა, SAS მუდმივად აგრძელებს ინოვაციას. SAS- მა საკუთარი კომპანია საერთო მიზნის გარშემო გააერთიანა: დაეხმაროს მომხმარებლებს, გააცნობიერონ თავიანთი AI-სა და ანალიტიკური ინვესტიციების სრული პოტენციალი. SAS – ის სერვისებს 83 000-ზე მეტი ორგანიზაცია ეყრდნობა. SAS, ასევე, ლიდერობს სამთავრობო ციფრული ინიციატივების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სახელმწიფო ფინანსები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სისხლის სამართლის საკითხები, ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი, ჯანდაცვა, ჭკვიანი ქალაქები და სხვ მრავალი, მონაცემებზე დაფუძნებული პროექტი.

Silknet 

„სილქნეტი“ ფიქსირებულ და მობილურ ოპერატორებსა და მულტიმედიური კონტენტის პროვაიდერს აერთიანებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია, ქვეყნის, თითქმის, ყველა ოჯახსა და ორგანიზაციას აწვდის სატელეკომუნიკაციო მომსახურებას. „სილქნეტი“ კავკასიის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფის, „სილქ როუდ ჯგუფის“ ნაწილია და საქართველოში პირველი კერძო კომპანიაა, რომელმაც ევრობონდები გამოუშვა. მისი ევრობონდები „ევრონექსთ დუბლინის“ საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

 

[R]

„პარაშუტი“ – შემეცნებითი გადაცემა, რომელსაც სტუდენტები ახალგაზრდებისთვის ქმნიან

“საღებავების სურნელი არომატია, რომელსაც დაბადებიდან ვსუნთქავ” – მურთაზ შველიძე