in

სესხი სილქნეტის მომხმარებლებისთვის — სასურველი თანხის მოთხოვნას უკვე Mysilknet-ის აპლიკაციიდან შეძლებ

ციფრულ ყოველდღიურობაში ბრენდები მუდმივად ცდილობენ, მომხმარებლებს თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი პროდუქტები შესთავაზონ. სწორედ ამგვარი ხედვის ნაწილია „სილქ ბანკისა“ და „სილქნეტის“ კოლაბორაციით შექმნილი ახალი პროდუქტი — სესხი სილქნეტის მომხმარებლებისთვის. მას ამიერიდან mysilknet აპლიკაციაში იხილავთ და შეძლებთ, სესხი მომენტალურად, სრულად ონლაინრეჟიმში მოითხოვოთ.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, აღნიშნული პროდუქტი შემოსავლების დადასტურების ახალ მეთოდზეა დაფუძნებული; კერძოდ, იგულისხმება უცხოურ ბაზარზე დამკვიდრებული ავტომატიზებული მეთოდი, რომელიც მომხმარებლის გადამხდელუნარიანობას უშუალოდ სილქნეტის აბონენტის ისტორიიდან გამომდინარე ადგენს.

ვისთვისაა შეთავაზება განსაკუთრებით მიმზიდველი?

დღეისათვის ბევრი ჩვენგანი ამჯობინებს ფრილანსერად მუშაობას და თვითდასაქმების პრაქტიკას მიჰყვება.  ჩვენ ირგვლივ იმდენად ბევრი პროფესიაა, რომელიც თვითდასაქმებას ავტომატურად გულისხმობს, რომ ასეთი ადამიანების რაოდენობაც საკმაოდ დიდია; მაგალითად, მათ შორის არიან კერძო რეპეტიტორები, ძიძები, ხელოსნები, კურიერები და ა. შ.  თვითდასაქმებულები შემოსავალს, ძირითადად, ხელზე თუ პირადი ჩარიცხვით იღებენ სწორედ ამიტომ „სილქ ბანკისა“ და „სილქნეტის“ ეს ერთობლივი პროდუქტი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის.

არაოფიციალური ჩარიცხვების გამო, სხვა ბანკებში თვითდასაქმებულებს საბანკო ამონაწერისა თუ სამუშაო გარემოს დამადასტურებელი საბუთების წარდგენა უწევთ, რასაც, თავის მხრივ, ძალიან დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. „სილქ ბანკისა“ და „სილქნეტის“ ახალი პროდუქტის შემთხვევაში კი ალგორითმი ავტომატურად აფიქსირებს ნებისმიერი სახის ჩარიცხვას. შემდეგ კი სწრაფად და მარტივად ადასტურებს საკრედიტო ლიმიტს.

პროგრამას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება ამ ოპერაციის ჩასატარებლად. უფრო ზუსტად კი, სხვა ბანკებში არსებული 5-დღიანი დამღლელი პროცესი 3 წუთამდეა შემცირებული. ამ ყველაფერს ისიც ამარტივებს, რომ სესხის მისაღებად არ გჭირდებათ ამონაწერი ბანკიდან ან რაიმე საბუთი შემოსავლის დასატასტურებლად.

რაც მთავარია, სხვა კონკურენტი ბანკებისგან განსხვავებით, მომხმარებელი სესხს ისეთივე პირობებით მიიღებს, როგორც სტანდარტული სამომხმარებლო სესხის შემთხვევაში. შესაბამისად, სესხიც არ გაძვირდება მხოლოდ იმის გამო, რომ მომხმარებელს არაოფიციალური შემოსავალი უფიქსირდება.

როგორ შეგიძლიათ მოცემული პროდუქტით სარგებლობა?

პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, აუცილებელია, მინიმუმ 6 თვის განმავლობაში იყოთ სილქნეტის ერთერთი პროდუქტის მომხმარებელი მაინც — იქნება ეს ტელევიზია, ინტერნეტი თუ მობილური ქსელი.

სესხის ლიმიტია 5000 ლარი, მაქსიმალური ხანგრძლივობა კი — 4 წელი. სესხის დამტკიცებას კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

როგორ ავიღოთ სესხი სილქნეტის აპლიკაციიდან?

Mysilknet აპლიკაციიდან უმარტივესი ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელს გამოუჩნდება საკრედიტო ლიმიტი. სესხის გააქტიურებას კი სილქ ბანკის აპლიკაციიდან შეძლებს სულ რაღაც 3 წუთში.

პირობების დეტალურად სანახავად ეწვიეთ ბმულს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ დავაღწიოთ თავი მარტოობის განცდას და ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობები

რატომ უნდა დადონ ბრენდებმა ფიცი მომხმარებლების წინაშე?