30
Jul
2019

სილქნეტი და ვია ფლამინიას “ღიმილიანი რალი” საქართველოს გარშემო

30 Jul 2019

“ვია ფლამინია – The Rally with a Smile”, როგორც მისი უცხოელი წევრები უწოდებენ, ღიმილიანი რალია. წლიდან წლამდე, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და ადრიატიკის მხარის ქვეყნებში ავტომობილით მოგზაურობენ. წელს, საქართველოში გადაწყვიტეს ჩამოსვლა და სანამ სვანეთს, რაჭას, იმერეთს, ყაზბეგსა და კახეთს ესტუმრებოდნენ, საკუთარ თავს კიდევ ერთი მეტსახელი, “ოქროს საწმისის მაძიებელნი” მოუფიქრეს. ამ განწყობით მოიარეს ღვინისა და სტუმართმოყვარეობის სამშობლო და წელსაც გადაწყვიტეს აქ ჩამოსვლა. გასული წლის შემდეგ, საქართველოში უკვე მეორედ მოხვდნენ. ასე რომ, ამჯერად კარგად იცოდნენ ჩვენი ქვეყნის ულამაზესი ბუნების და მრავალფეროვანი ლანდშაფტის შესახებ, რაც რალის მოყვარულებისთვის იდეალური პირობებია. რაკი, რალის მონაწილეებისთვის ეგზოტიკურ და ნახევრად ექსტრემალურ პირობებში მოგზაურობისას ერთმანეთთან კავშირი აუცილებელია, შარშანდელის მსგავსად, “ვია ფლამინიას” მეგზურობა სილქნეტმა ითავა და რალის მონაწილე “არგონავტები” რაჭის, სვანეთისა და ყაზბეგის მიუვალ ადგილებში ჯეოსელის შეუფერხებელი კავშირით უზრუნველყო. ასე რომ, ვია ფლამინიელებმა უხარვეზოდ შეძლეს მოგზაურობისას მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტო და ვიდეო მასალის გაზიარება, ნავიგაცია და სწორი ორიენტირება.

Photo Credit: Pieter Postma

უწყვეტი მობილური ინტერნეტის ქსელის მშენებლობა სილქნეტმა გასული წლიდან დაიწყო. კომპანიამ მრავალმილიონიანი ინვესტიციები განახორციელა, რათა რეგიონებში აბონენტებმა ისარგებლონ მაღალი ხარისხის მომსახურებით და უსწრაფესი ინტერნეტით როგორც ბარში, ასევე მთიან ადგილებში. მთელი საქართველოს მასშტაბით, 140-მდე ისეთ დასახლებულ პუნქტში დაინერგა 4.5G ქსელი, სადაც მანამდე ვერ სარგებლობდნენ აბონენტები მეოთხე თაობის ინტერნეტით. 40-მდე ქალაქში, სოფელსა და დასახლებულ პუნქტში კი გაუმჯობესდა მეოთხე თაობის ქსელი. გაძლიერებული ინტერნეტის ქსელის პირობებში, მომხმარებლები დაახლოებით 5-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით შეძლებენ სარგებლობას.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სიახლეა თბილისშიც: სილქნეტმა ივლისის თვის დასაწყისში, საქართველოში და რეგიონში პირველმა ახალი ტექნოლოგია დანერგა – უსწრაფესი ინტერნეტი, გიგაბიტ ელტეი (4.9G), რომლის მეშვეობით 4K ხარისხის სრული ფილმის გადმოწერა მხოლოდ 2 წუთშია შესაძლებელი, FHD ხარისხის ფილმის კი – რამდენიმე წამში. მაღალი გარჩევადობის მქონე

Photo Credit: Pieter Postma

მოკლე YouTube ან Facebook ვიდეოს ატვირთვა და გაზიარება მომხმარებელს პრაქტიკულად თვალის დახამხამებაში შეუძლია. გიგაბიტ ელტეი ტექნოლოგით სარგებლობა ჯეოსელი ქსელში, ამჟამად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში არის შესაძლებელი. ახლო მომავალში, სილქნეტი მთელს თბილისს, ხოლო შემდგომ კი ქვეყნის მთავარ ქალაქებსაც დაფარავს ამ ტექნოლოგიით.

“სილქნეტში” აცხადებენ, რომ რალის მოყვარული ტურისტებისთვის კომპანია ყოველთვის მზად არის, იყოს მობილური გზამკვლევი მთელი საქართველოს მასშტაბით. ემოციებით დატვირთული ტურის ბოლოს შთაბეჭდილებებით სავსე რალის მონაწილეებმა იმ პირობით დატოვეს საქართველო, რომ მალე ისევ დაბრუნდებიან და მათი მობილური მეგზური, ტრადიციისამებრ, სილქნეტი და  ჯეოსელის 4.5G მობილური ინტერნეტი იქნება.

 

 

[R]

განხილვა