in

შეხვდი სასწავლო წელს მომზადებული – სილქნეტის შეთავაზებები მომხმარებელებს

ახალი სასწავლო წელი კვლავ დისტანციურად დაიწყო.ონლაინ სწავლების პროცესის ხელშესაწყობად, სილქნეტს არაერთი ხელმისაწვდომი და მარტივი შეთავაზება აქვს თავისი მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კვლავ ამოქმედდა  „დისტანციური სწავლების“ პაკეტი. სილქნეტის მობილურ ქსელში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. გაიარე რეგისტრაცია https://mobile.emis.ge/ . ავტორიზაციის შემდეგ კი გაიაქტიურე შეთავაზება კოდით *172#

დისტანციური სწავლების“ პაკეტი – 20 GB მობილური ინტერნეტი – 10₾ 

 არასდროს არის გვიან სილქნეტის შეთავაზებებს გადახედოთ! კომპანიამ „სილქ კოსმოში“ გააერთიანა პაკეტების ნაკრები, რომელიც შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს აქტივობებს და დღის რეჟიმს. აირჩიოთ დღიური, ორკვირიანი, 28 დღიანი პირობები.

მომხმარებელთა სურვილის გათვალისწინებით, კომპანიას შეთავაზებებში  აქვს ერთდღიანი ულიმიტო ინტერნეტ პაკეტი 1 ლარად . თუ მეტი დღით გსურთ ინტერნეტის  ულიმიტოდ  გამოყენება, ასეთი პაკეტიც არსებობს: 5 დღით- 4 ლარია,  ღამის საათებში ინტერნეტით შეუზღუდავად სარგებლობა – თვეში 4,9 ლარი.

თვის მანძილზე რამდენჯერმე, კომპანია „სილქფესტის“ აქციებით მინიმალურ ფასად  ულიმიტო ინტერნეტს და უსასრულო სასაუბრო დროს გთავაზობთ. არის  შერეული კომბინაციები, რომელსაც ინტერნეტის გარდა, სასაუბრო პირობები ემატება და მთელი თვით ირთვება.

რადგან შეთავაზებები სისტემატურია, მოგიწევთ თვალი ადევნოთ  კომპანიის  facebook და Instagram გვერდებს და ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც „სილქფესტის“ აქციის შესახებ წინასწარ შეგატყობინებთ კომპანია.

არაფერი მოგანიჭებთ ისეთ სიმშვიდეს, როგორც ერთწლიანი პაკეტის წინასწარ გააქტიურებაა: პირობები ულიმიტოა – 12 თვის განმავლობაში შეუზღუდავად ისარგებლებთ მობილური ზარებით და SMS -ებით,  ავტომატურად ჩაგერთვებათ 1 GB ინტერნეტი.  

ეს შეთავაზება მათ დააინტერესებთ, ვინც ყოველთვიურად იძენდა პაკეტს „მეტი უსასრულო“  და თვეში 25 ლარს იხდიდა.   ერთი წლით გააქტიურების შემთხვევაში, აბონენტი 30%-იან ფასდაკლებას  მიიღებს ულიმიტო მეტის პირობებზე. თქვენ არ დაგჭირდებათ კომბინაციის აკრეფვა ყოველ ჯერზე – 30 დღეში ერთხელ თავისით განახლდება პაკეტი. ერთხელ გადაიხდით მთელი წლის გადასახადს – 300 ლარის ნაცვლად  210 ლარს და ერთჯერადად აკრეფთ კომბინაციას *030# ამ პაკეტის გასააქტიურებლად.  სულ ესაა! – ზოგავთ დროს და ბიუჯეტს!

ფიქრობთ, რადიკალურად შეცვალოთ რაიმე? მაგალითად დაპორტირდეთ სილქნეტის ქსელში:

პორტირება უფასოა; განაცხადი ონლაინ ივსება; თბილისში სასურველ მისამართზე SIM ბარათის მოტანაც – უფასო! მთავარი! თუ დღესვე დაპორტირდებით, ერთი წლის მანძილზე, 2GB ინტერნეტ პაკეტს  მიიღებთ კომპანიისგან საჩუქრად ყოველთვიურად.

სილქნეტმა მობილური ქსელის სიჩქარის და ხარისხის ტესტირება ამერიკულ კომპანია Ookla-სთან გაიარა და OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. უკვე 1 წელია სილქნეტი მილიონზე მეტ მომხმარებელს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება.   მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისის დასანერგად, სილქნეტი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და   ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფით ემსახურება მომხმარებლებს.

წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!

 

[R]

როგორ თანამშრომელს არ აიყვანდა სამსახურში უორენ ბაფეტი, არავითარ შემთხვევაში?

BTU-მ საერთაშორისო კონკურსის ნომინაციაში ,,მომავლის განათლება’’ გაიმარჯვა