in

ამიერიდან, YouTube-ით სარგებლობას SilkTV-ზეც შეძლებთ

SilkTV-ში ვიდეოჰოსტინგი – YouTube ინტეგრირდა, რის შედეგადაც „სილქ +“ ის მაყურებელი YouTube-ს მოხმარებას ტელევიზორიდან შეძლებს. კომპანიის განცხადებით, სერვისი გათვლილია მხოლოდ „სილქ+“ პაკეტის მომხმარებლებისთვის, რომელთაც სპეციალური დეკოდერის მიღება დღეიდან შეუძლიათ. „სილქ+“ „სილქნეტის“ ექსკლუზიური შეთავაზებაა და აერთიანებს ინტერნეტს, ტელევიზიასა და მობილურ მომსახურებას.

 

YouTube-ის ყურება შესაძლებელი იქნება შესაბამისი მოწყობილობის მოთხოვნის შემთხვევაში. აღნიშნული მომსახურება არის უფასო. დეკოდერს გააჩნია 4K რეზოლუციის მხარდაჭერა, რაც სატელევიზიო არხების Ultra HD ხარისხით ჩვენების საშუალებას იძლევა. ის მომხმარებლები, ვინც Google-ს ექაუნთით არიან დარეგისტრირებულნი YouTube -ზე, უფრო კომფორტულად გამოიყენებენ საიტს. აქვთ  შესაძლებლობა კონკრეტული არხის სიახლეები გამოიწერონ, დაახარისხონ და შეინახონ ვიდეორგოლები, გააკეთონ კომენტარი, შექმნან საკუთარი არხი და დაამატონ საკუთარი ვიდეოები და შემდეგ, ეს ყველაფერი SilkTV-ში ნახონ და ანახონ მეგობრებს. თანაც, ძალიან ბევრს ურჩევნია ტელეეკრანი მონიტორს“, – აცხადებს მარკეტერთან საუბრისას თეონა წერეთელი, სილქნეტის უფროსი პიარსპეციალისტი.

კომპანიის განცხადებით, YouTube-ს ინტეგრირებით SilkTv-ის ფუნქციები გაიზრდება და პროდუქტი უფრო მრავალფეროვანი გახდება. სერვისის ჩართვისთვის საჭირო დეკოდერის მოთხოვნა კი „სილქ+“-ის მომხმარებელს ცხელი ხაზის გამოყენებით შეუძლია.

ჯულია რობერტსი თეთრეულის ბრენდ Calzedonia-ს რეკლამაში

ქართული სამზარეულო Bocuse d’Or-ზე გამართულ გამოფენაზე წარსდგება