in

კანის გამარჯვებული – სახელმძღვანელოები სიმ-ბარათებში

ფილიპინებში მოსწავლეებს ძალიან მძიმე ჩანთების ტარება უწევთ. მათი ფინანსური მდგომარეობა არაა იმ დონეზე, რომ ინტერნეტით, კომპიუტერით ან ტაბლეტით ისარგებლონ. სწორედ ამის გამო, ბავშვების უმეტესობას ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

BOG

სააგენტო DM9JaymeSyfu და კომპანია Smart-მა ამ პრობლემის გადაჭრის გზა სიმ–ბარათებში იპოვეს. ჩვეულებრივ სიმ–ბარათში სპეციალური პროგრამის დახმარებით ტექსტი შეყავთ, რის შემდეგაც ტელეფონში მესიჯის სახით სახელმძღვანელო ჩანს.

ისევ და ისევ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ სიმ ბარათის ხმარება ნებისმიერ ტელეფონზეა შესაძლებელი, მთავარია ტელეფონს მესიჯის ფუნქცია გააჩნდეს. სიმის დაპროგრამირებას ერთი თვე მოუნდნენ, შედეგმა კი მოსწავლეების ჩანთების წონა შეამცირა. სამომავლოდ ამ სახის სიმ–ბარათები ყველა იმ საგანში იქნება, რაც სკოლაში ისწავლება.

სარეკლამო კამპანიამ Mobile Lions-ზე მთავარი პრიზი მოიპოვა, როგორც ყველაზე ჰუმანურმა რეკლამამ.

მონალიზამ თვალი ჩაგვიპაჭუნა?!

გაუღიმე კოკა–კოლას და გაგიღიმებს შენც