16
Feb
2016

“NBA All-Stars”-ისთვის “სიმაღლეში გაზრდილი” ბანკომატები

16 Feb 2016

Elit Electronics


“Bank of Montreal”-მა “NBA All-Stars”-ისთვის პატარა სარეკლამო კამპანია “The NBA All-Stars Are Coming” განახორციელა.

სპორტის და  სპორტული თამაშების მხარდამჭერი ბრენდები მეტად წარმატებულ სარეკლამო კამპანიებს ახორციელებენ, ვინაიდან აუდიტორია უფრო ფართო ყავთ, ვიდრე მათი პროდუქტის მომხმარებელი. “Bank of Montreal”-ი თამაშის ოფიციალური სპონსორი გახდა. სარეკლამო კამპანიაც სპონსორობასთან დაკავშირებით განხორციელდა.

კამპანიის ფარგლებში, ტორონტოში ბანკომატები განთავსდა, რომლებიც კალათბურთის ფარის სიმაღლეზე დააყენეს. რა თქმა უნდა, ამ ბანკომატიდან თანხას მხოლოდ “The NBA All-Stars”-ის მოთამაშე თუ გამოიტანს, სამაგიეროდ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის შეხსენება იყო, რომ ვარსკვლავების თამაში მალე დაიწყება.

nba-atm-toronto-2-2016

განხილვა