“სიმართლე ისაა, რომ…” – ამ წინადადებას იმდენნაირი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე. თუმცა, როდესაც საქმე პოლიტიკას, მედიას და გაშუქებას ეხება, აქ საქმე ცოტა რთულად არის ხოლმე. მეოთხე ხელისუფლების ფუნქცია ისაა, რომ საზოგადოებას რეალური, შეულამაზებელი სიმართლე მიაწოდოს, მთავრობის ძირითადი საქმიანობა კი ინფორმაციის თავისებურად შეფუთვა და შემდეგ მედიაზე მოხვევაა. The New York Times–მა სწორედ რომ დროულად გამოუშვა ვიდეორგოლი სახელწოდებით “The Truth Is Hard”, რომლის მთავარი გზავნილი ისაა, რომ დღეს საზოგადოებას სიმართლე და ინფორმაცია ისე სჭირდება, როგორც არასდროს. ვიდეორგოლმა, რომელზეც სააგენტო Droga5–მა იმუშავა და რომელიც ოსაკარის ცერემონიის დროს იქნა ნაჩვენები, უკვე მოახერხა პოლიტიკოსების გაბრაზება და მათგან საკმაოდ ცუდი შეფასებების მიღებაც, მაგრამ აქ მთავარი უკვე საზოგადოების რეაქციააა, რომელიც, რა თქმა უნდა, დადებითი იყო.