in

ვის ანიჭებენ უპირატესობას მშობლები შვილებს შორის, კვლევის თანახმად

დედ-მამას გრძელვადიანი გავლენა აქვს ჩვენზე. მკვლევრებმა გამოავლინეს, თუ რომელ და-ძმას ანიჭებენ ოჯახში უპირატესობას. აღმოაჩინეს, რომ გოგონები, უფროსი შვილები და ისინი, ვინც უფრო კეთილსინდისიერები ან თავაზიანები არიან, უკეთეს დამოკიდებულებას იღებენ მშობლებისგან.

წინა კვლევებმა აჩვენა, რომ და-ძმის მიმართ განსხვავებულ მოპყრობას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი შედეგები ბავშვების განვითარებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. მშობლებმა უნდა იცოდნენ, თუ რომელ ბავშვებს გამოარჩევენ, შესაბამისად, რა არის პოტენციურად დამაზიანებელი ოჯახური ცხოვრებისას.

აშში-ის იანგის უნივერსიტეტისა და კანადის დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორებმა ალექსანდრ ჯენსენმა და მაკკელ იორგენსენ-უელსი ბრიგამ გააანალიზეს მონაცემები სხვადასხვა წყაროდან, რომელიც აერთიანებს 19,469 მონაწილეს აშშ-დან, დასავლეთ ევროპიდან და კანადიდან.

მათ განიხილეს და-ძმის დაბადების რიგითობა, სქესი, ტემპერამენტი და პიროვნული თვისებები – რაც, როგორც წესი, მშობლების მიერ იყო აღწერილი – და შეისწავლეს, იყო თუ არა ეს ფაქტორები დაკავშირებული მშობლების მიკერძოებულობასთან.

უმეტეს შემთხვევაში, წყაროები იყენებდნენ მხოლოდ ბავშვების მოხსენებებს მშობლების მიკერძოების შესახებ, თუმცა ზოგიერთი მოიცავდა მშობლების მოხსენებებსაც.

მკვლევრებმა შენიშნეს, რომ უფროს და-ძმას მშობლები უპირატესობას ანიჭებდნენ, განსაკუთრებით კონტროლის კუთხით. ასეთ შვილებს ჰქონდათ მეტი ავტონომია და ნაკლებად კონტროლდებოდნენ, ვიდრე მათი უმცროსი და-ძმა.

ასეთ განსხვავებებს, მკვლევრების თქმით, შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდეს. საქმე ისაა, რომ გამოწვევა, რომელსაც მშობლები აწყდებიან, არის ის, რომ განსხვავებული კონტროლი, დაკავშირებულია დაბალ თვითშეფასებასთან და მეტ პრობლემურ ქცევასთან ნაკლებად ფავორიტ და-ძმას შორის ბავშვობაშიც და მოზარდობაშიც.

გარდა ამისა, მშობლები უპირატესობას ანიჭებდნენ გოგონებს, თუმცა ეს რესპონდენტების მხრიდან არ აღნიშნულა. მკვლევრების თქმით, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გოგონების აღზრდა უფრო ადვილად მიაჩნიათ.

შედეგები ასევე მიუთითებს, რომ კეთილსინდისიერ ბავშვებს მშობლები ოდნავ მეტ უპირატესობას ანიჭებდნენ. მიკერძოება შეინიშნებოდა უფრო თავაზიანი ბავშვების მიმართაც.

გარდა ამისა, საჭიროა დამატებითი კვლევა იმის გამოსაკვლევად, არის თუ არა კვლევის მიერ შემოთავაზებული ტენდენციები იგივე სხვადასხვა ცხოვრებისეულ ეტაპზე. მკვლევრები ამატებენ, რომ ეფექტი მცირეა. მიზეზები, თუ რატომ ექცევიან მშობლები თავიანთ შვილებს განსხვავებულად, უფრო კომპლექსურია და სცდება ამ კვლევაში შესწავლილ ფაქტორებს. მოცემული კვლევის ანალიზი არ ითვალისწინებს კულტურული ნორმების პოტენციურ ცვლილებებს, ათწლეულების განმავლობაში.

თუმცა, მთავარი აღმოჩენაა ის, რომ თავად ბავშვების მახასიათებლებმა და ქცევებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა მშობლების დამოკიდებულებებზე. ფიქრი იმაზე, რომ ბავშვებს შეუძლიათ მშობლებისთვის აღზრდის პროცესი უფრო მეტად ან ნაკლებად გაადვილონ, მართლაც მნიშვნელოვანია. შემდგომი კვლევის მიზანია დაადგინოს, ახდენს თუ არა მშობლების უპირატესობები გავლენას მათი შვილების ტემპერამენტზეც.

კარლ პილემერი, ადამიანის განვითარების პროფესორი კორნელის უნივერსიტეტში, ამბობს, რომ კვლევა საინტერესო მიგნებებს გვთავაზობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ბავშვს შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს სხვადასხვა რამეში. მშობლები მართლაც განასხვავებენ თავიანთ შვილებს, მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ერთი უფრო მეტად უყვართ ან მოსწონთ, ვიდრე მეორე.

პილემერის კვლევამ აჩვენა, რომ მშობლები ძალიან ცდილობენ არ აჩვენონ ან არ იმოქმედონ თავიანთი უპირატესობების მიხედვით. პრობლემები კი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც შვილებს შორის თითქმის უნივერსალური უპირატესობის გრძნობები მათდამი განსხვავებულ მოპყრობაში გადაიზრდება. ჩვენ არ შეგვიძლია გავაკონტროლოთ, თუ რა გრძნობები გვაქვს, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია გავაკონტროლოთ, თუ როგორ ვიქცევით ჩვენი შვილების მიმართ.

წყარო: theguardian

მალე Threads-ზე პოსტების მუსიკით ატვირთვას შეძლებთ

„რადისონ ბლუ თბილისში,” მე-18 სართულზე, ახალი „ოქსიჯენ ბარი” გაიხსნა