20
Nov
2019

„ჰარმონია შინ და გარეთ“ – პროექტი „სიმეტრია პარკი“  

20 Nov 2019

სიმეტრია პარკი“ ადამიანზე ორიენტირებული უბანია თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარედ, ოქროყანაში, რომელიც 20 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული. ის 39 აპარტამენტს და 31 ინდივიდუალურ სახლს, თაუნჰაუსს, აერთიანებს.

 

 

„იმისათვის, რომ შექმნა რაიმე გამორჩეული, მხოლოდ დაკვირვება საკმარისი არ არის, შენც ამ გარემოს ნაწილი უნდა იყო. პრობლემები, რაც იქ არის, პირადად უნდა გეხებოდეს და უნდა ისწრაფოდე მათ მოსაგვარებლად. „სიმეტრია პარკის“ კონცეფცია „შინ და გარეთ ჰარმონიის“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ისე ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა“, – ამბობენ „სიმეტრიას“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, პროექტზე ფიქრისას, კომპანიისთვის ყველაზე პრინციპული ნაწილი იყოს ლოკაციის სწორად შერჩევა; თავიდანვე იცოდნენ, რომ „სიმეტრია პარკი“ არ უნდა ყოფილიყო მორიგი სააგარაკე დასახლება, ეს უნდა ყოფილიყო ყოველდღიური საცხოვრებელი უბანი, რომელიც თან ქალაქის ნაწილია და ამავდროულად მოშორებულია მისი ხმაურისგან.

„შედეგად შევარჩიეთ ლოკაცია, რომელიც, თბილისის გულიდან, 8 წუთის სავალზეა, ახლოს არის ქალაქის ყველაზე დიდ პარკთან და ქალაქის ყველაზე გამორჩეულ რეკრეაციულ ზონასთან. ამას გარდა, „სიმეტრია პარკის“ მობინადრეებისთვის გათვალისწინებულია დამატებითი ინფრასტრუქტურა და სერვისები, რომლებიც საცხოვრებლად თუ დასასვენებლად უსაფრთხო და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. მათ შორის: სპორტული დარბაზი, სპა ,მრავალფუნქციური საბავშვო მოედანი, სკვერი, ველო-ბილიკი, საფეხმავლო ბილიკები ,საერთო სამუშაო , რეკრეაციული თუ კომერციული სივრცეები“.

კომპანიაში ამბობენ, რომ „სიმეტრია პარკი“, პირველ რიგში, არის იდეა, ცხოვრების წესი. პროექტის მუშაობას საფუძველში კვლევა და გარემოს სწორი ანალიზი უდევს.

„ჩვენი აზრით, „სიმეტრია პარკის“ უპირატესობა ის არის, რომ ყველა დეტალზე ნაფიქრია და არის დაბალანსებული გარემო ცხოვრებისთვის. აქ ყველა პირობაა შექმნილი, რომ თანამედროვე ადამიანმა, რომელიც დღის განმავლობაში საქმიანი, აჩქარებული ქალაქის ნაწილია, შეძლოს უფრო მშვიდ გარემოში გადასვლა, თანაც ისე, რომ არ მოუწიოს ქალაქიდან გასვლა, – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ტარიელ გაბუნია.

„სიმეტრია პარკი“ უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიას“ პროექტია, რომელიც 2006 წელს შექმნილი, საინვესტიციო ჯგუფ „კაპიტოლის“ წევრია და სხვადასხვა ბიზნეს სექტორს აერთიანებს. ჯგუფი ძირითადად ინვესტიციების მოზიდვასა და მათი მართვის მიმართულებით ოპერირებს. „სიმეტრია“ მუშაობს როგორც საცხოვრებელი კომპლექსების, ისე სასტუმროების, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრების მიმართულებით.

მათი საქმიანობა პროექტის იდეიდან მის საბოლოოდ დასრულებამდე მენეჯმენტსა და მასზე პასუხისმგებლობის აღებას მოიაზრებს. თითოეულის შემთხვევაში “სიმეტრიას” გუნდი ქმნის კარგად ნაფიქრ ბიზნესგეგმას, კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს საინვესტიციო პროექტს და შემდგომ უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას და პროექტის განხორციელებას.

[R]

განხილვა