in

“სიმეტრია ლისი” – ახალი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კორპუსი თბილისში

დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ წარმოგიდგენთ ახალ საცხოვრებელ კორპუსს „სიმეტრია ლისი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისის სწრაფად განვითარებად უბანში, კერძოდ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ნუცუბიძის ფერდობის ლისთან დამაკავშრებელ გზაზე. აღსანიშნავია, რომ კორპუსამდე გზა მიდის როგორც საბურთალოს, ასევე დიღმის მხრიდან.

გარდა იმისა, რომ კორპუსი მდებარეობს სუფთა და ჯანსაღ გარემოში,”სიმეტრია ლისი” გამოირჩევა თბილისის პანორამული ხედებით, ბუნებასთან სიახლოვით. აქ განსაკუთრებით სასიამოვნო გარემოა ჯანსაღი ცხოვრებისა და დასვენებისთვის.

 

„სიმეტრია ლისი“ 19-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია 800 კვ.მ.-ის კომერციული ფართობი, მე-2 და მე-3 სართულებზე კი _ დუპლექსის ტიპის  საცხოვრებელი ბინები ვიტრაჟული ფასადებით. მე-18 და მე-19 სართულებზე მოწყობილ დუპლექსის ტიპის პენტჰაუსებს გაშლილი  ტერასები ამშვენებს. ბინების რაციონალური განლაგების  და მოქნილი დაგეგმარების გარდა, აქ სივრცის შეგრძნებაც  განსაკუთრებულია, რადგან ყველა ბინიდან ქალაქის ხედი იშლება. საცხოვრებელი ბინის მინიმალური ფართობი შეადგენს 51 კვ.მ.-ს.

აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელ კორპუსს აქვს ორდონიანი ავტოსადგომი, რომელიც გათვლილია 74 ავტომობილზე და ასევე მოიცავს სათავსოებს. კომპლექსში განთავსებული დახურული ეზო, „დორფონები“  შესასვლელ კართან, ავტოსადგომის დისტანციური მართვის პულტები,ბავშვთა სათამაშო მოედანი და მულტიფუნქციური სტადიონი  დამატებით კომფორტს შეგიქმნით. კორპუსს  მოემსახურება „ოტისის“ 2 ლიფტი – სამგზავრო და სატვირთო. „სიმეტრია ლისი“ უზრუნველყოფილია სრული სახანძრო დაცვით – ლიფტის დაწნული შახტებიდან დაწყებული, სპრინკლერების სისტემით, ავარიული კარებითა და ცეცხლმაქრებით დამთავრებული. ბუნებრივი აირის ქვაბების, რომელთა მეშვეობითაც აპარტამენტები თბება, გამწოვი მილების მონტაჟი ხორციელდება აივნებზე, სპეციალურად დახურულ სივრცეში. აქედან გამომდინარე, შენობის ფასადს ხელს არ უშლის არც ერთი ზედმეტი მილი და არც ერთი მაცხოვრებელი არ შეწუხდება მეზობლის გამათბობელი სისტემის ნამწვით. აღსანიშნავია, რომ ამ მიდგომით  „სიმეტრია ლისი“  გამორჩეულია ბაზარზე.


„სიმეტრიის ლისზე“ არქიტექტურული  და საინჟინრო პროექტი ეკუთვნის კომპანია „დემარკს“, რომლის მრავალწლიანი გამოცდილება საიმედოობითა და ხარისხით გამოირჩევა. კორპუსი შენდება  იზობლოკით, რომელიც არის ხმის საუკეთესო იზოლატორი და 60%-ით ამცირებს გათბობა-კონდიცირების ხარჯებს. განსხვავებული არქიტექტურული იერსახე შექმნილია ფასადის მოსაპირკეთებელი კომპიზუტური, ფოლადის პანელებით, რომლებიც ქარის მჭრელის ფუნქციასაც ასრულებს.

მშენებლობას ახორციელებს კომპანია „კაპიტოლ კონსტრაქშენი“, რომლის მთავარი პრიორიტეტიც შესრულებული სამუშაოების ხარისხია. სამშენებლო პროცესი დადგენილი სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მუდმივი მონიტორინგი, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე მეთოდოლოგია და  ტექნოლოგია მშენებლობის საიმედოობის გარანტია. სეისმომედეგობის, დრენაჟის, გამძლე მასალებისა და სხვა ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ხაზგასასმელია შენობის ფასადის ვიზუალიც. მშენებლობისა და მოპირკეთებისას ყოველ დეტალს უდიდესი ყურადღება ექცევა. შედეგად, „სიმეტრია ლისი“  პასუხობს თანამედროვე საცხოვრებელი სახლის ყველა   სტანდარტს – ტექნიკურად უზადო შენობა ქალაქის იერსახეს მიმზიდველი ექსტერიერითაც ამრავალფეროვნებს.

„სიმეტრია ლისი“ -ს მშენებლობა სრულდება 2017 წლის დეკემბერში.

ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში.

გამოყენებული მასალები:

  • ჰაიდელბერგის ცემენტი
  • ბედეგის იზობლოკი
  • რეჰაუს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა
  • ფასადის მოსაპირკეთებელი კომპოზიტური,ფოლადის პანელები
  • „ოტისი“-ს ლიფტები
  • „დორფონი“ ყველა ბინისათვის

[R]

მე რომ რეკრუტერი ვიყო – მედეა ტაბატაძე

სამაშველო ჟილეტებზე დატანილი ისტორიები – კამპანია სირიელ ლტოლვილთა მხარდასაჭერად