in

“ჰარმონია შინ და გარეთ” – “სიმეტრია პარკის” ბრენდინგი

ბრენდინგ სააგენტო ZigZag-მა,  საცხოვრებელი კომპლექსის “სიმეტრია პარკის” ბრენდინგზე იმუშავა. ZigZag ქართულ ბაზარზე, დაახლოებით, ერთი წლის წინ გამოჩნდა. გუნდი საკუთარ თავს ბრენდინგის ლაბორატორიას უწოდებს:

“გვჯერა, რომ ყველა დიდებული ბრენდის უკან ადამიანები დგანან, რომლებიც ამ ბრენდის შენების პროცესში ყოველდღიურად არიან ჩართულები. ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ბრენდინის შექმნის დროს, აქციონერები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულები, თავად შეიგრძნონ და საბოლოო ჯამში შეიყვარონ ის ბრენდი, რომელსაც ქმნიან. ამისათვის, შემუშავებული გვაქვს ვორქშოპების სერია, სადაც სრულად გვყავს ინტეგრირებული ბრენდის მომავალი მფლობელები,” – გვიამბო სააგენტოს მმართველმა პარტნიორმა ნათია გოგიამ.

ბრენდის პლატფორმასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე სააგენტო “ზიგზაგმა” იმუშავა, ვიზუალური იდენტობა კი, ნანკა ბაღათურიამ და ლევან მამსიკაშვილმა შექმნეს

რაც შეეხება ბრიფს, ZigZag-ის ამოცანას ბრენდის სწორი კონცეფციის ფორმირება და გამოხატვა წარმოადგენდა. დავალების გადაწყვეტა სააგენტომ ბუნებისა და არქიტექტურის იდეური გაერთიანებით გადაწყვიტა – “სიმეტრია პარკის” ლოგო ერთდროულად წარმოადგენს მცენარე მონსტერასაც და პროექტის არქიტექტურულ გადაწყვეტასაც: “დავალება იყო ბრენდის სწორი კონცეფციის ჩამოყალიბება და შემდგომ ამის ვიზუალურ იდენტობაში სწორი გამოხატვა. საქმე ისაა, რომ სიმეტრია პარკი სიმეტრია დეველოპმენტის პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც “ჰარმონია შინ და გარეთ” კონცეფციას ეფუძნება. აქ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სახლის შიგნით შექმნილი კომფორტი, ასევე გარე კეთილმოწყობა, რადგან გვჯერა, რომ სახლი კედლებს შიგნით არ მთავრდება. კომპლექსი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში მდებარეობს და თაუნჰაუსებისა და საცხოვრებელი ბინებისგან შედგება. ბრენდის ვიზუალური იდენტობა, იდეურად, გამოხატავს ბუნებასთან სიახლოვეს და თაუნჰაუსების რიგს, რომელიც ტერასულად არის ჩალაგებული.”

ასე ზუგდიდს ხოლო, GLOVO ირფელს არძაშ უმოს მალას მოიღანს!

ხილით ფეტიში FoodPorn კამპანიაში