in

„ვცდილობთ, ადამიანებს შევუქმნათ საკუთარი იდეების და პირადი განვითარებისთვის საჭირო სივრცეები“ – უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“

თანამედროვე საცხოვრებელი უბნის კონცეფცია, დღეს, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც თუნდაც, 10-15 წლის წინ იყო. ახლა დიდი არჩევანია ცენტრში, გარეუბანში ან საერთოდ, ქალაქის მიმდებარედ შეიძინოთ ბინა ან სახლი, სადაც ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა თუ ობიექტია და მაგალითად, პროდუქტების შესაძენად, სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, განტვირთვისა და დასვენებისთვის კომპლექსიდან გასვლაც კი არ გჭირდებათ. ახლა ერთ-ერთ ასეთ კომპანია „სიმეტრიაზე“ უნდა გიამბოთ, რომელიც მათი წარმომადგენლების თქმით, ცხოვრების ახლებურ სტანდარტებს გთავაზობთ,  რა იგულისხმება ბრენდის ამ ფილოსოფიაში და რას პირდება მომხმარებლებს  „სიმეტრია“, კომპანიის გენერალურ დირექტორს ტარიელ გაბუნიას ვესაუბრეთ.

უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრია“ „კაპიტოლ ჯგუფის“ წევრია. „კაპიტოლ ჯგუფი“ 2006 წელს დაარსდა და ყაზახური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, რამდენიმე კომპანია გააერთიანა. მისი ძირითადი საქმიანობა ინვესტიციების მოზიდვა და მართვაა. „სიმეტრია“ კი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. ამჟამად კომპანიის საქმიანობა უძრავი ქონების განვითარების მიმართულების ფართო არეალს მოიცავს. მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრები. კომპანიის შეთავაზებები სერვისების სრულ სპექტრს აერთიანებს, რაც პროექტის კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და მომხმარებლებისთვის მის შეთავაზებას გულისხმობს. „სიმეტრიას“ სტაბილური განვითარება ინვესტიციების ეფექტიან მართვასა და დეველოპერული პროექტების დათქმულ ვადებში, მაღალი ხარისხით განხორციელებას ეფუძნება.

თქვენი ერთ-ერთი პროექტია „სიმეტრია პარკი“. მის შესახებ რომ გვიამბოთ . . . 

ტარიელ გაბუნია

ტარიელ გაბუნია: „სიმეტრია პარკის“ კონცეფცია „ჰარმონია შინ და გარეთ“ იდეას ეფუძნება. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, სწორად დაგვენახა თანამედროვე ადამიანის სურვილები და მისწრაფებები. გაგვეგო, როგორ ვუკავშირდებით გარემოს, რისი გაზიარება გვჭირდება, რა გვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში. ამ კითხვებზე პასუხად შევქმენით საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ადამიანს განვითარების, ურთიერთობის, საკუთარ ცხოვრებასთან ჰარმონიის სივრცეს შეუქმნის.

ამ პროექტზე მუშაობისას ჩვენ ვიფიქრეთ ყველა დეტალზე: როგორი იქნება ეს უბანი წელიწადის სხვადასხვა დროს, როგორი ხედი ექნება ფანჯრიდან თითოეულ ჩვენს მობინადრეს, როგორ შევძლოთ ქალაქის ნაწილი ვიყოთ და თან, უარი ვთქვათ ქალაქის სტრესზე. ახალი უბნის მრავალფეროვანი გამწვანება, კოჯრის ტყის გამორჩეული ჰაერი და დაბალანსებული კლიმატი ქმნის უნიკალურ გარემოს ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

რას გულისხმობს კონცეფცია „ჰარმონია შინ და გარეთ“? 

სიმეტრია პარკი“ არა უბრალოდ მორიგი საცხოვრებელი უბანი, არამედ ცხოვრების ახლებური სტანდარტია. როგორც უკვე აღვნიშნე, მისი კონცეფცია „ჰარმონია შინ და გარეთ“ იდეას ეფუძნება, რაც გულისხმობს თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანს. აქ სიმეტრიულად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა.

„სიმეტრია პარკის“ სეგმენტი მოიცავსდასაქმებულ ადამიანებს, რომელთაც სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა და მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სახლში განტვირთა შეეძლოთ. ჩვენი ხედვით, სახლი არ არის მხოლოდ 4 კედელი, არამედ ის გარემოც, რომელიც სახლიდან გასვლისას გვხდება.

სწორედ ამ ხედვის გათვალისწინებით, ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შედეგად, არქიტექტორების ჯგუფთან ერთად, ვეცადეთ, შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა მომხმარებლებზე მორგებული.

ქალაქში და ამავდროულად, მოწყვეტილი ქალაქის ხმაურს, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, დაბალი განაშენიანება, საერთო სივრცეები – ფიტნეს დარბაზი, საერთო სამუშაო სივრცე (ე.წ. co-working space), სპა, საბავშვო ოთახი, რეცეფცია, ცენტრალური პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – სოციალიზაციის იდეა, რომელიც დღეს ნაკლებად შესაძლებელია კორპუსში ცხოვრებისას  – ეს ყველა დეტალი ქმნის ჰარმონიას „სიმეტრია პარკში“. 

ანუ ამ ყველაფერს ერთიანობაში გულისხმობს „ჰარმონია შინ და გარეთ“? 

ზუსტად ასეა – „სიმეტრია პარკის“ მაცხოვრებელი იქნება სახლში, დაისვენებს და ამავდროულად, იქნება იმ სოციალურ წრეში, რომელიც შეიქმნება აქ დასახლებული ადამიანებით. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის პერიოდში, როდესაც ადამიანებს მოუწიათ საკუთარ სახლებში დიდი ხნით ყოფნა.

„სიმეტრია პარკი“, ეს არის უბანი, სადაც იქნებამოწესრიგებული ქუჩები და ეზოები, მრავალფეროვანი გამწვანება, ცენტრალური პარკი, ანტიალერგიული მცენარეები და სხვადასხვა  სერვისები: 24 საათიანი უსაფრთხოება, კონსიერჟი, ვიდეო-დაკვირვების სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეების მოვლა-პატრონობა. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, მაცხოვრებლების დამატებითი კომფორტისა და სიმშვიდისთვის არის შექმნილი.

ახლა რა ეტაპზეა პროექტი?

პროექტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპი, რომელიც მოიცავდა 21 ინდივიდუალი სახლის მშენებლობას დასრულებულია და გადავედით მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს არსებული სახლების მოპირკეთებასა და Park View-ს აპარტამენტების მშენებლობას. ბოლო ეტაპზე კი დასრულდება Panorama View აპარტამენტების და დარჩენილი 10 ინდივიდუალური სახლის მშენებლობა.

ასევე აღსანიშნავია, რომ პროექტის განვითარების ფაზები  ისეა დაგეგმილი, რომ თითოეული ეტაპის დასრულებისთანავე  მომხმარებელს საშუალება ეძლევა გადავიდეს საცხოვრებლად  შეძენილ სახლში და არ შეექმნას დისკომფორტი მშენებლობისგან.

მთლიანი პროექტი – 31 ინდივიდუალური სახლი  ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი – Park View და Panorama View, გარე ინფრასტრუქტურა, საერთო სივრცეებით და პარკებით, 2022 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

სიმეტრია პარკში“ 31 ინდივიდუალური სახლი/თაუნჰაუსი და 39 აპარტამენტი იქნება. რას სთავაზობთ მომავალ მაცხოვრებლებს ამ სახლებსა და ბინებში, რითი იქნება გამორჩეული?

ჯანსაღი გარემო, დაბალი განაშენიანება, დახვეწილი არქიტექტურა, ოთხი სეზონის გამწვანება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ადამიანების ჰარმონიული ცხოვრებისთვის გათვალისწინებული ყველა სერვისი არის ის რაც ჩვენს მაცხოვრებლებს დახვდებათ სიმეტრია პარკში.

ამ ეტაპზე გვაქვს სპეციალური, ზამთრის შეთავაზება – ყველა, ვინც შეიძენს ინდივიდუალურ სახლს „სიმეტრია პარკში“, საჩუქრად მიიღებს ექსკლუზიურად მათთვის შექმნილი დიზაინით სრულ რემონტს, მაღალი ხარისხის მასალების გამოყენებით.

კომპანიის სხვა პროექტებზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ? 

მრავალწლიანი გამოცდილება და მუდმივად განახლებადი ცოდნა შესაძლებლობას გვაძლევს, ბაზარზე განსხვავებული, საკუთარი ნიშა დავიმკვიდროთ და მომხმარებელს ორიგინალური, საინტერესო შეთავაზებები წარვუდგინოთ. „სიმეტრია“ სანდო პარტნიორის რეპუტაციით სარგებლობს, რაც სტაბილურობაზე, განვითარებასა და მოლოდინების გამართლებაზეა დაფუძნებული. 221 მილიონი ლარის ინვესტიცია, 10 მიმდინარე და დასრულებული ობიექტი და 500-ზე მეტი დასაქმებული – ეს „სიმეტრიას“ მიერ 2011 წლიდან დღემდე შესრულებული სამუშაოს ძირითადი საზომი რიცხვებია.

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია სასტუმროების რეგიონული ქსელი -„12 სასტუმრო 12 რეგიონში”. ამ პროექტის ნაწილია Best Western Kutaisi, რომელიც 2017 წელს გაიხსნა და ქუთაისში პირველი ბრენდული სასტუმრო იყო.  მიმდინარე პროექტებს შორისაა ძველ თბილისში Holiday Inn Express. საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროში 122 ნომერი განთავსდება  და სასტუმრო ფუნქციონირებას 2021 წლიდან დაიწყებს. პროექტის ჯამური ინვესტიცია  12 მლნ აშშ დოლარია და მის მართვას საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International განახორციელებს

კომპანიის მორიგი რეგიონალური სასტუმრო ბაკურიანში გაიხსნება. Four Points by Sheraton-ის  სასტუმრო 116 ნომერს გააერთიანებს, და მისი დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება. პროექტის ჯამური ინვესტიცია  10  მლნ აშშ დოლარია და მის მართვას ასევე  საერთაშორისო კომპანია Hotel Collection International განახორციელებს.

„სიმეტრიას“ ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი რაჭაში შოვის კურორტის განვითარებაა.  ჩვენი მიზანი არ არის შოვში უბრალოდ სასტუმროს აშენება. ჩვენი მიზანია, შოვი იყოს საქართველოში გამორჩეული საკურორტო ზონა. ამისთვის შევიმუშავეთ მისი განვითარების გენერალური გეგმა, რაც არის წინაპირობა, რომ შოვი გახდეს ევროპული დონის, მაღალი კლასის გამაჯანსაღებელი კურორტი. გერმანელი კონსულტანტების ჩართულობით მიმდინარეობს შოვის ბალნეოლოგიური პოტენციალის შესწავლაც. კვლევების ეტაპზე კომპანიამ უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. რაჭა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალშემოსავლიანი რეგიონია და პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. საინვესტიციო პროექტი, ჯამში, 60 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ითვალისწინებს.

ყველა პროექტის გათვალისწინებით რომ ვისაუბროთ, რა არის „სიმეტრიას““ მთავარი მიზანი? 

კომპანია „სიმეტრია“ საცხოვრებელი კომპლექსების პარალელურად, სასტუმროებისა და ბიზნეს ცენტრების მიმართულებითაც მუშაობს. თითოეული პროექტისთვის „სიმეტრიას“ გუნდი ქმნის კარგად ნაფიქრ ბიზნესგეგმას, კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს საინვესტიციო პროექტს და შემდგომ უზრუნველყოფს ინვესტიციების მოზიდვას და პროექტის განხორციელებას.

სიმეტრია“ არის დეველოპერული კომპანია, რომელსაც აქვს ღირებულებები. ვცდილობთ, ჩვენი პროექტებით – იქნება ეს საცხოვრებელი უბანი, საკურორტო ზონა, სასტუმრო თუ ბიზნეს ცენტრი – გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი, შევუქმნათ მათ საკუთარი იდეების, პროექტების თუ პირადი განვითარებისთვის საჭირო სივრცეები დღეს და აქ.

www.simetriapark.com

032 2 240 230

 

[პარტნიორის კონტენტი]

წელს საჩუქრებს Wolt მოგიტანთ!

რომელმა ქვეყნებმა აჩვენეს ყველაზე დიდი ციფრული პროგრესი 2020 წელს?