რუტინისგან ქანცგაწყვეტილი ადამიანი პასუხს აღარაფერზე აგებს.. ხშირად ამ მდგომარეობას სრულიად სხვა ადამიანად შეუძლია, გაქციოს. სწორედ ამის დამტკიცება სურდა ტურისტულ კომპანია Thomson-ს, რომლის ვიდეორგოლმაც დაღლილი საიმონის ისტორია მოგვითხრო. ოგრად ქცეული ადამიანი გადაწყვეტს, რომ შვებულება აიღოს და დასასვენებლად წავიდეს. სარეკლამო სააგენტო BMB-ის მიერ შექმნილი ვიდეო კარგად ასახავს დაღლილი ადამიანის ტრანსფორმაციას დასვენების შემდეგ. საიმონი ადამიანურ ცხოვრებას უბრუნდება, მისი რქები და დამახინჯებული სახე კი წარსულში რჩება..