in

ვინ არის, სინამდვილეში, ანტრეპრენუარი და რა უნდა გააკეთოს წარმატებისთვის?!

Simon Sinek at TED2014, The Next Chapter, Session 11 - Unstressed, March 17-21, 2014, Vancouver Convention Center, Vancouver, Canada. Photo: James Duncan Davidson

„მგონია, რომ ხალხს სიტყვა „ანტრეპრენუარის” მნიშვნელობა ზუსტად არ ესმის. ეს არ ნიშნავს, იცოდე, როგორ დაიწყო ბიზნესი ან შექმნა კომპანიის სტრუქტურა“, – ამბობს ბრიტანელ – ამერიკელი ავტორი საიმონ სინეკი. ის, ამავდროულად, კორპორაციული კონსულტანტი და სპიკერია. არის 5 წიგნის, მათ შორის, ცნობილი “Start With Why“-ის ავტორი.

pasha-statiebi
pasha-statiebi
საიმონ სინეკი, TED2014, “The Next Chapter“, სესია 11

მისი თქმით, ანტრეპრენუარი არის ადამიანი, ვინც განსხვავებულად აღიქვამს მოვლენებს.

„უფრო ფილოსოფიურად უყურებს კონკრეტულ საკითხებს. ოდესღაც მეც დიდ კორპორაციაში ვმუშაობდი და მუდმივად წინააღმდეგობებს ვაწყდებოდი. ყველას ვეკითხებოდი, „კანონს და წესებს ვარკვევ“? მპასუხობდნენ – „არა“, „რაიმეს არასწორად ვაკეთებ“? – „არა“. „კარგად ვმუშაობ“? – „კი“. და აბა რა პრობლემაა, რატომ მიწევს ბრძოლა გადარჩენისთვის? თუმცა, მაინც ვთვლი, რომ იღბლიანი ვარ. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგი ხელმძღვანელები მყავდა, მათგან ძალიან ბევრი ვისწავლე. თუ ახლა რამეს წარმოვადგენ და როგორც ლიდერი, შევდექი, დიდწილად, სწორედ მათი დამსახურებაა.

სამუელ სინეკის კიდევ ერთი სფერო აკადემიური საქმიანობაა. ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორია. გარდა იმისა, ვინ არიან, სინამდვილეში, ანტრეპრენუარები, საჯარო გამოსვლებსა თუ ლექციებზე, ხშირად საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე და დამწყებ მეწარმეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

არსებობს რამდენიმე გაკვეთილი, რაც, მისი აზრით, ანტრეპრენუარებმა კარგად უნდა ისწავლონ და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენონ.

„ როდესაც ბაზარზე შედიხართ, ყველაფერს წინასწარ ნუ იტყვით. სჯობს, ჯერ გამოჩნდეთ, სიტუაცია შეისწავლოთ, გააანალიზოთ და ყოველი მომდევნო ნაბიჯი ეტაპობრივად აცნობოთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას. გარდა ამისა, აუცილებელია, მომხმარებელთან ძალიან ფრთხილად მოიქცეთ. ჯერ მიყიდეთ პროდუქტი, შემდეგ კი ასწავლეთ რაიმე უნიკალური და ღირებული, რომ თქვენ მიმართ ინტერესი არ დაკარგონ. ამისთვის კი მუდმივად გადაუხადეთ მადლობა, აგრძნობინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი დამოკიდებულება. და კიდევ: ერთ დღეს, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ საქმისადმი თქვენი ვნება სადღაც გაქრა. ეს ბუნებრივად ხდება, ანტრეპრენუარის ცხოვრებაში, შესაძლოა, მსგავსი მომენტიც დადგეს. ამიტომ, ყოველთვის ეცადეთ, შეინარჩუნოთ მოტივაცია და ინსპირაცია. ეძებეთ შთაგონების წყარო და არ დაკარგოთ მიზანსწრაფულობა“.

წყარო: Inc. com; Theelpodcast.com



საქართველოს მთის კვირეული ექნება

„დიზაინში ყოველი მილიმეტრი მნიშვნელოვანია“ – 11 ეტიკეტის დიზაინი „გიუაანის“ მეღვინეობისთვის