in

როგორ შედგა თანამშრომლობა Simple Steps-სა და ალექსანდრე ჩომახიძეს შორის

ონლაინ კომუნიკაციების ეპოქაში, როდესაც კომპანიებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული არხების ეფექტური განვითარება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ ამ სფეროს პროფესიონალებს. ყველაფერი ორი სრულიად უცხო ადამიანის გასაუბრებაზე შეხვედრით დაიწყო, რაც პარტნიორულ ურთიერთობასა და ბაზრისთვის ციფრული სერვისების მარტივი ნაბიჯებით მიწოდებაში გარდაიქმნა. სახელიც სწორედ აქედან მოდის – Simple Steps. კომპანია ორგანიზაციებს ციფრულ სივრცეში ეფექტურად პოზიციონირებაში ეხმარება. ამით დამკვეთს საშუალებას აძლევს პროდუქტის/მომსახურების წარმოებას მეტად მიაქციოს ყურადღება, ხოლო საკუთარ თავზე ვებდეველოპმენტს, პროდუქტის რეკლამირებას, შედეგების ანალიზს, კრეატიულ კონტენტზე მუშაობასა და ციფრული არხების გამართვას იღებს. კომპანიის შექმნიდან ორი წელი გავიდა. Simple Steps გაიზარდა, განვითარდა და ამჯერად, უფრო ფართო სპექტრის სერვისების მიწოდებაზე ორიენტირდა. ამ მიზნით კი, ციფრული მარკეტინგის პროფესიონალთან, ალექსანდრე ჩომახიძესთან დაიწყო თანამშრომლობა. სანამ თანამშრომლობის დეტალებზე Simple Steps-ის დირექტორთან, მანიკა თავდგირიძესთან ერთად გიამბობთ, კომპანიის ზრდის დინამიკას გაგაცნობთ.

M: მარკეტერის ინტერვიუდან ერთი წლის შემდეგ, როგორ აფასებთ კომპანიის ზრდას?

2023 წელი კომპანიის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ გაიზარდა, როგორც სერვისები, ისე გუნდის წევრების რაოდენობა, უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი პორტფოლიო. ადგილობრივ პროექტებთან ერთად, მივიღეთ მსხვილი ამერიკული პროექტებიც და წარმატებით გავართვით თავი. აღსანიშნავია ისიც, რომ  ჩვენს სერვისებს დავამატეთ ახალი მიმართულება ვებდეველოპმენტის სახით, სადაც უნიკალური ფუქნციონალის მქონე, ინოვაციურ პროექტებზე ვმუშაობთ. გუნდმა არაერთ პროექტს უკვე წარმატებით გაართვა თავი.

M: განვითარების როგორმა ორიენტირმა გადაგაწყვეტინათ ალექსანდრე ჩომახიძესთან თანამშრომლობა და რას მოიცავს ის?

მომხმარებლისთვის მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად და აუთსორს კომპანიებთან გამოცდილების მისაღებად, ასევე, ტექნიკურ ნაწილში სიახლეების მუდმივად გასაცნობად, დავუკავშირდით ბატონ ალექსანდრე ჩომახიძეს და მასთან ერთად დავატრენინგეთ თანამშრომლები. აღნიშნულ პროცესში ალექსანდრესთან ჩამოგვიყალიბდა ძალიან მეგობრული ურთიერთობა. ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ ყველაფრისთვის გრძელვადიანი პარტნიორობის სახე მიგვეცა და ერთობლივად უფრო მეტი პროექტი განგვეხორციელებინა.

თანამშრომლობა გულისხმობს იმას, რომ კომპანია Simple Steps-მა და ალექსანდრემ ერთობლივად იმუშაონ პროექტის ისეთ ტექნიკურ ნაწილებზე, როგორებიცაა: Google-ის მიმართულება, საიტების ტექნიკური მხარე, სოციალური მედიაქსელები და სხვა.

M: როგორი იქნება Simple Steps-ის პოზიცინიონირება და მთლიანობაში, როგორია კომპანიის განვითარების გეგმები?

Simple Steps-ის კონცეფცია გულისხმობს მარტივ კომუნიკაციას და პროფესიონალურ მომსახურებას. დამკვეთსა და კომპანიას შორის თანამშრომლობა უნდა იყოს ორივე მხარისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მისაღები. ჩვენი კომპანია ძირითად აქცენტს 3 მიმართულებაზე აკეთებს. ესენია:

1. ვებდეველოპმენტი;

2. სოციალური ქსელების მართვა;

3. კრეატიული მიმართულება.

ჩვენი მიზანია განვითარების მოცემული ტემპი შევინარჩუნოთ, უფრო მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი განვახორციელოთ და ამ ყველაფრისგან მივიღოთ საინტერესო გამოცდილება. რაც შეეხება სერვისებს, მუდმივად ვაახლებთ სერვისებს. ბაზრის მოთხოვნებისა თუ დამკვეთი კომპანიების საჭიროებებიდან გამომდინარე, ვამატებთ ახალს ან უკვე არსებულების ხარისხს ვაუმჯობესებთ.

[R]

„მუდმივად ვცდილობ, საკუთარ თავში ახალი ჰობების, ინტერესების აღმოჩენას და სიამოვნებით ვიღებ იმ თავგადასავლებს, რომლებსაც ცხოვრება სხვადასხვა ეტაპზე მთავაზობს“ – გაიცანი Upgaming-ის Senior Software დეველოპერი

Audi R8-ის ლიმიტირებული კოლექცია მხოლოდ 8 ერთეულითაა წარმოდგენილი