სიმფსონებს ალბათ ყველა იცნობს, მისი პერსონაჟები კი, რომლებიც უკვე წლებია ძალიან საინტერესო სანახაობას სთავაზობენ მაყურებელს, ბევრისთვის ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილადაც კი იქცნენ. 1989 წელს შექმნილი მხიარული ოჯახი და მათი სამეგობრო არაერთი ნიჭიერი და წარმატებული ხელოვანის შემოქმედების ნაწილიც კი გამხდარან. ერთ-ერთი მათგანია ფოტოხელოვანი ფრანკოს დოურლენი, რომელმაც თავის ახალ პროექტში ანიმაციის პერსონაჟები თანამედროვე რეალობას მოარგო და ძალიან საინტერესო სურათებიც გაგვიზიარა.