თოვლის ბაბუასთვის მიწერილ წერილებში ყველაზე ხშირად შინაურ ცხოველებს შეხვდებით, ამიტომაც სწორედ ახლა გადაწყვიტა ახალმა ზელანდიამ ძაღლის ერთ-ერთი ჯიშის გრეიჰაუნდების აყვანის აქციის გამართვა. საკმაოდ მოულოდნელად, ცნობილი სახეებიდანაც მიიღო მხარდაჭერა და ამ ამბავს სიმფსონებიც შეუერთდნენ — სანტას ასისტენტების როლი მოირგეს, რათა 2026 წლის დადგომამდე 2000-ზე მეტ ძაღლს დაეხმარონ სახლის პოვნაში.

მოკლედ, Special-ის სარეკლამო სააგენტო საკულტო პერსონაჟების გამოყენებით გვესაუბრა და ბილბორდებზე სიმფსონების ცნობილ სცენებში გრეიჰაუნდები შემოგვთავაზა — მათი ერთგულება გვაჩვენა და ოჯახებს ძაღლების აყვანისკენ მოუწოდა:













