in

„სიმშვიდე „უნდას“ მიღმა“ — ანა დედაბრიშვილის გამოფენა კუბი კონტექსტში

2 თებერვალს კუბი კონტექსტში გაიმართება ანა დედაბრიშვილის პერსონალური გამოფენა „სიმშვიდე „უნდას“ მიღმა“. ანა დედაბრიშვილი სხვადასხვა მედიუმში მომუშავე თანამედროვე ხელოვანია, შესაბამისად, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერა, ისე შერეული ტექნიკის ნამუშევრები და ვიდეო არტი.

კუბი კონტექსტი მდებარეობს მზიურის პარკში და გამოფენა გაგრძელდება 6 თებერვლის ჩათვლით.

ჩვენს გონებაში არსებობს უამრავი სტერეოტიპი, არაპროდუქტიული წინასწარ განსაზღვრული აზრები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ მოქცევაა უხერხული.

სწორედ ამ ჩარჩოებისგან გათავისუფლებულ გონებას, ჩვენს შინაგან ბავშვს, ჩვენ თავს უნდა ვკითხოთ ჩვენი რეალური სურვილების შესახებ.

გამოფენაზე ეს ორგვარი არსებობა იქნება შეპირისპირებული — ერთი საზოგადოების, დაბადების ადგილის და ოჯახის მიერ მოწებებული არაბუნებრივი ძალდატანებითი ცხოვრება; და, მეორე მხრივ, ნამდვილი არსებობა — პირველსაწყისთან, საკუთარ ნამდვილ მესთან ახლოს. ეს ორი არსებობის მოდელი გამოხატულია კონტრასტული მასალების საშუალებით, ხოლო საბოლოოდ ანა დედაბრიშვილი თავის ვიდეო არტში ჩამოთვლის და გაანადგურებს, სიმბოლურად დაწვავს, ყველა ამ არაპროდუქტიულ აზრს.

ხელოვანი ბუნების წიაღში ეპატიჟება დამთვალიერებელს, რათა შევაჩეროთ სამყარო ერთი წამით და ვკითხოთ საკუთარ რეალურ მეს, თუ რა სურს მას.

[R]

როგორი იყო სტარტაპების პრე-აქსელერაციის 2024 წლის პროგრამა, ტრენინგები ტალინში და დემო დღე

რა ხდება ჩვენს სხეულში, როცა სტრესს განვიცდით?