in

მეცნიერებმა სიმსივნის ნაწილობრივ განადგურება ხმით შეძლეს

მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი ირწმუნება, რომ ვირთხებში ღვიძლის სიმსივნე არაინვაზიური ულტრაბგერითი ტალღების გამოყენებით გაანადგურეს. ადრეულ ტესტებში ხმის ტალღებმა ღვიძლის სიმსივნეების 75 პროცენტამდე განადგურება შეძლო, რაც ცხოველის იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევდა, დარჩენილ ქსოვილებს შეჰბრძოლებოდა და თავიდან აეცილებინა მათი ხელახლა წარმოქმნა.

M2
M2

„მაშინაც კი, თუ მთელ სიმსივნეს ვერ გავანადგურებთ, მაინც შევძლებთ მისი რეგრესიის გამოწვევას და მომავალი მეტასტაზების რისკის შემცირებას“, — განმარტა ჟენ ქსუმ, UM-ში ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროფესორმა და ახალი კვლევის ავტორმა.

მის ყველაზე საბაზისო დონეზე, ეს არის ულტრაბგერითი გამოსახულების მოწყობილობა სტეროიდებზე. ტექნიკას, რომელსაც ჰისტოტრიფსია ჰქვია, ულტრაბგერითი ტალღების ვიწრო სხივების ფოკუსირება მიზანმიმართულ ობიექტებზე შეუძლია. გადამყვანი, რომელიც ასხივებს მართვად ულტრაბგერით ტალღებს, დაზიანებულ ქსოვილებში მიკრობუშტუკებს ქმნის. ეს კი მათ სწრაფ გაფართოებას და კოლაფსს იწვევს. საბოლოოდ კი სრულად იშლება.

აღნიშნულ მეთოდს ბევრი სარგებელი აქვს და უკვე მიმდინარეობს მისი ადამიანებზე ტესტირება. თანაც, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ მეთოდს არ გააჩნია ისეთივე გვერდითი ეფექტები, როგორც კიბოს მკურნალობის სხვა მიდგომებს, როგორიცაა რადიაცია და ქიმიოთერაპია.

მიუხედავად წარმატებული შედეგებისა, ჯერ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჰისტოტრიფსია ეფექტური და უსაფრთხოა ადამიანის ღვიძლის კიბოს მქონე პაციენტებისთვის.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ კვლევის შედეგად მიღებული აღმოჩენები მოტივაციას გაუწევს ჰისტოტრიფსიის მომავალ პრეკლინიკურ და კლინიკურ კვლევებს, რათა მკურნალობის საბოლოო მიზანს მიაღწიონ ღვიძლის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში“, — ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი თეჯასვი ვორლიკარი.

Burger King-ის დამაბნეველი კამპანია და ქათმის ნაგეთსი ქათმის გარეშე

„მაგნიტის“ ახალი ფორმატის კიდევ ერთი ფილიალი – „მაგნიტი მაქსი“ ნატახტარში გაიხსნა