in

მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურეს

ვიბრაციული მოლეკულების მეთოდი

მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების განადგურების ახალ გზას მიაგნეს: ინფრაწითელი შუქით ამინოციანინის მოლეკულების სტიმულირება უჯრედების სინქრონულ ვიბრაციას იწვევს, რაც საკმარისია მათი მემბრანების დასაშლელად. მსგავსი მიდგომა ძველი მეთოდის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენს, რომელსაც ფერინგას ტიპის ამძრავის სახელით ვიცნობთ. ამ უკანასკნელსაც შეუძლია სტრუქტურების, პრობლემური უჯრედების განადგურება…

M2
M2

„ესაა მოლეკულური მანქანების სრულიად ახალი თაობა, რომელსაც მოლეკულურ სატეხს ვუწოდებთ. ისინი ფერინგას ტიპის ამძრავების მექანიკურ მოძრაობაზე მილიონჯერ სწრაფია და ახლო ინფრაწითელი სხივებით აქტიურდება, ნაცვლად ხილული სინათლისა“, — განმარტავენ მკვლევრები.

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, ახლო ინფრაწითელი სპექტრის სინათლის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს სხეულში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს — იქ, სადაც სიმსივნის უჯრედებია მიმოფანტული. შესაბამისად, სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად შეიძლება ქირურგიული ჩარევაც აღარ გახდეს საჭირო. ეს განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება ძვლის კიბოს შემთხვევაში.

მთლიანობაში, აღნიშნული ექსპერიმენტის ფარგლებში ვიბრაციულმა მოლეკულებმა ლაბორატორიულად გაზრდილი სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურა. კვლევის საიმედოობას ისიც ზრდის, რომ მეთოდი მელანომის მქონე თაგვებზეც გამოცადეს — მათ ნახევარს კიბო გაუქრა.

ციფრული სააგენტო ,,სმარტ ვების’’ 2023 წლის გამორჩეული პროექტები

მენეჯმენტის რჩევები 2023 წლის მიწურულს