in

მეცნიერებმა სიმსივნური უჯრედების 99% მოლეკულების ვიბრაციით გაანადგურეს!

ეს ახალი გზაა კიბოს უჯრედებთან გასამკლავებლად — ამინოციანინის მოლეკულების ინფრაწითელი შუქით სტიმულირებამ სინქრონული ვიბრაცია გამოიწვია, რაც საკმარისი აღმოჩნდა კიბოს უჯრედების მემბრანების დასაშლელად. თუ Rice University-ის, Texas A&M University-ისა და University of Texas-ის მკვლევრებს დავუჯერებთ, ახალი მიდგომა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვერსიაა ადრე შემუშავებული სხვა ტიპის კიბოს გამანადგურებელი მოლეკულური მექანიზმისა, რომელსაც Feringa-type Motors ეწოდება. მას ასევე აქვს პრობლემატური უჯრედების სტრუქტურების დარღვევის უნარი… 

M2
M2

ეს მოლეკულური მექანიზმების სრულიად ახალი თაობაა, რომელსაც მოლეკულურ ბურღს ვუწოდებთ. თავისსავე მექანიკურ მოძრაობაში ერთ მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მანამდე არსებული Feringa-type-ები. შესაძლოა, ინფრაწითელი სინათლით გააქტიურდეს და არა, ხილული სინათლით, — აცხადებს ჯეიმს ტური, ქიმიკოსი. 

ინფრაწითელი შუქების გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან მეცნიერებს საშუალებას აძლევს, სხეულის სიღრმეში შეაღწიონ. ეს იმას ნიშნავს, რომ ძვლებსა და სხვა ორგანოებში არსებული კიბო პოტენციურად, შესაძლოა, ისე განიკუნოს, რომ აღარც ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. მეტიც, ლაბორატორიაში განვითარებულ კიბოს უჯრედებზე ჩატარებულმა კვლევამ უჯრედების განადგურებისას მოლეკულური ბურღის მეთოდის 99%-იანი შედეგი აჩვენა. ეს მიდგომა მელანომას უჯრედების მქონე თაგვებზეც გამოცადეს, რომელთა ნახევარი განიკურნა!

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მოლეკულები აქამდე მცირე დოზით გამოიყენებოდა კიბოს უჯრედების გამოსავლენად… ამინოციანინის მოლეკულების სტრუქტურა და ქიმიური მახასიათებლები საშუალებას აძლევს მას, სწორ სტიმულთან დარჩეს სინქრონში, ამ შემთხვევაში კი ინფრაწითელ შუქთან. მოძრაობისას მოლეკულებში არსებულ ელექტრონები იმას აყალიბებს, რაც პლაზმონების სახელითაა ცნობილი. კოლექტიურად იწვევს ერთეულების ვიბრაციას, რასაც მთლიან მოლეკულაში მოძრაობამდე მივყავართ.

ხაზგასმა სჭირდება იმას, რომ ჩვენ მივაგენით მოლეკულების მუშაობის კიდევ ერთ განმარტებას. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მოლეკულური პლაზმონი მთლიანი მოლეკულის გასააქტიურებლად გამოვიყენეთ, რაც რეალურად წარმოქმნის მექანიკურ მოქმედებას, რომელსაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად ვიყენებთ, ამ შემთხვევაში კიბოს უჯრედების მემბრანის დასაშლელად, — აცხადებენ მკვლევრები. 

პირდაპირ რაღაცების თქმა ჯერ ადრე შეიძლება იყოს, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებით ამბობენ, რომ მიღებული შედეგები იმედისმომცემია. სწორედ ამიტომ, მკვლევრები უკვე სხვა ტიპის მოლეკულებსაც ეძებენ, რომლებსაც მსგავსად გამოიყენებენ… 

Facebook ვიდეო პლეირს ანახლებს — მორიგი კონკურენცია TikTok-თან

როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია? – ინტერვიუ Pellenc-ის წარმომადგენელთან