in

შეიძლება თუ არა სინათლეში ძილი?

ძილის წინ აუცილებლად ჩამოაფარეთ ფარდები, გამორთეთ შუქი და არ დატოვოთ ტელევიზორი ჩართული –  ეს არის ახალი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ ნებისმიერი სახის სინათლის დატოვებამ საძინებელ ოთახში შეიძლება გულის დაავადებები და ინსულინისადმი რეზისტენციალობა გამოიწვიოს. 

ჩრდილო-დასავლეთის კვლევამ აჩვენა, რომ როცა ოთახში განათებულ ოთახში გძინავთ, გული ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. ეს ნიშნავს, რომ თქვენი სხეული ვერ ისვენებს სათანადოდ, რაც თავის მხრივ აზიანებს თქვენი გულის მუშაობას და ზრდის სისხლში შაქარს. თვითონ ადამიანი ძილის დროს შეიძლება ვერ გრძნობდეს რაიმე დისკომფორტს, თუმცა მკვლევრები გვეუბნებიან, რომ ღამით გულისცემა აჩქარებული ჰქონდათ იმ ცდისპირებს, რომლებსაც თუნდაც მკრთალ სინათლეში ეძინათ. 

თუ თქვენ იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვინც მიუხედავად ამ სტატიის წაკითხვისა, უარს ვერ იტყვის ძილის დროს შუქის დატოვებაზე, მაშინ ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ პატარა სანათი დადოთ იატაკზე, რომელიც ძალიან არ გაანათებს მთლიან ოთახს. ამასთან, არსებობს სენსორული სანათები, რომლებიც მხოლოდ მოძრაობისას ირთვება. მისი დახმარებით, თქვენს საძინებელში სიბნელე იქნება, მაგრამ თუ ფეხზე წამოდგებით, განათება ჩაირთვება. სპეციალისტები ყველაზე მეტად ლურჯ და თეთრ შუქს ეწინააღმდეგებიან, ამიტომ წითელი განათება გამოიყენეთ, თუ მაინცდამაინც გსურთ.

ზემოთ მოყვანილი მაგალითების გარდა, შეგიძლიათ სპეციალური საძილე ნიღბის გამოყენებაც. ამ მეთოდით, ოთახში სინათლე დარჩება, მაგრამ ის თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად არ აისახება.

ჰარვარდის მეცნიერი „უცხოპლანეტური ტექნოლოგიის“ შესწავლას აპირებს

მითია, რომ ყველა სტარტაპს თანადამფუძნებელი სჭირდება?