in

სინერჯი კაპიტალი, კორონა ვირუსით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიებს საკუთარ საშტაბო მართვის მოდელს უზიარებს

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც მართვის მოდელის გადახედვას ითხოვს, გარემოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ცვლილებებია. ის, რამაც კომპანიის სტრატეგიაზეც შეიძლება იქონიოს გავლენა და შეცვალოს იმ ამოცანების პრიორიტეტულობა, რომელზეც მუშაობს აქტიურად.

 

ის, რაც დღეს მსოფლიოში კორონა ვირუსთან დაკავშირებით ხდება და რა ეფექტებიც შეიძლება ამან გამოიწვიოს, ასევე ითხოვს ცვლილებას თითქმის ყველა ტიპის კომპანიის საქმიანობაში. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც სურს, რომ არათუ გადარჩნენ, არამედ ამ სიტუაციაში შეინარჩუნონ საზოგადოებისთვის ღირებული ფუნქცია და წარმატებით დაძლიონ მათთან ერთად ეს სირთულე.

სინერჯი კაპიტალი იმ ცვლილებებს გიზიარებთ, რომლებიც მან ზემოხსენებული მდგომარეობის გათვალისწინებით საკუთარ მართვის მოდელში შეიტანა. ამ ცვლილებებს კომპანია საპილოტე რეჟიმში ნერგავს და მზად არის, დაინტერესებულ ორგანიზაციებს მისი შედეგებიც გაუზიაროს.

სინერჯი კაპიტალის რჩევით, მართვის მოდელში დროებითი ცვლილება, ერთი მხრივ, ახალ რეალობაში იმ სტრატეგიული ამოცანების გამოკვეთას ითხოვს, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებს და, მეორე მხრივ, მექანიზმის შექმნას, რომ ეს ამოცანები სწრაფად განიხილოს და წყდებოდეს კომპანიაში.

“პირველ ეტაპზე, სწორედ ის სტრატეგიული ამოცანები გამოვყავით, რომლებმაც ამ რეალობაში სინერჯი კაპიტალისთვის მეტი აქტუალობა შეიძინეს, მეტ ყურადღებას ან გადაწყვეტის მიდგომაში ცვლილებას ითხოვენ ჩვენი მხრიდან.

ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ვემუშავებით ჩვენს პორტფელურ კომპანიებს, რომ ამ სიტუაციაში მათ შეძლონ, დარჩნენ საზოგადოებისთვის ღირებული, ასევე, როგორ უნდა იმოქმედონ, რომ საჭირო ცვლილებები განახორციელონ პროდუქტში, მომსახურებასა თუ მიწოდების ამოცანებში. სტრატეგიულ ამოცანად გამოვყავით გაყიდვების ამოცანაც, რაც კრიტიკულია ახლა, რათა არ შეფერხდეს და ამით ჩვენივე პორტფელურ კომპანიებს ზიანი არ მივაყენოთ. ასეთივე მნიშვნელოვან ამოცანად გამოვყავით თანამშრომლების უსაფრთხოების, სინერჯის სოციალური პასუხისმგებლობის ზრდის და ამ რეალობაში ფინანსების სწორი პრიორიტეტებით განკარგვის ამოცანები.

ყველა კომპანიას, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქვს ასეთი პრიორიტეტული ჩამონათვალი. შეიძლება, ვთქვათ, რომ წარმოების კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარ პროდუქციას საცალო ქსელების მეშვეობით ყიდიან, პრიორიტეტული გახდეს ის, რომ მიწოდების ამოცანა გადაწყვიტონ სხვანაირად, დამოკიდებულება ქსელებზე შეამცირონ და უსაფრთხო მიტანის სერვისები განავითარონ. ან სერვისების მიმწოდებელმა კომპანიებმა ამ რეალობიდან გამომდინარე, თანამშრომლებისთვის და მომხმარებლებისთვის უფრო უსაფრთხო, დისტანციური, მოხერხებული გახადონ მათი სერვისები.

მექანიზმის სახით კი, საშტაბო მართვის მოდელი შემოვიტანეთ, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილებების უფრო ოპერატიულად მიღებას, კომუნიკაციას და კოორდინაციას აუმჯობესებს გუნდის წევრებს შორის, რათა თანმიმდევრულად და შეთანხმებულად ვიმოქმედოთ.

შევქმენით “მთავარი შტაბი”, რომელიც კომპანიის პარტნიორებს / მმართველ პირებს აერთიანებს და ყოველ დილით 1 საათს ვუთმობთ ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის მიდგომების განხილვას, ნაწილს უშუალოდ ამ ფორმატში ვიხილავთ, ნაწილზე სხვა ფორმატებში მიღებული გადაწყვეტილებების follow up-ს ვაკეთებთ. ამ შტაბის ფორმატში ვიხილავთ, მათ შორის, თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სინერჯის სოციალური პასუხისმგებლობის, ფინანსების ეფექტიანი მართვის საკითხებს და ყოველდღიური განხილვებით ვაკვირდებით შეთანხმებული გადაწყვეტილებების განხორციელებასაც.

სინერჯის საქმიანობიდან გამომდინარე, გამოვყავით ქვე-შტაბებიც უფრო ფოკუსირებულ ამოცანებზე. მაგალითად ერთი ასეთია “მხარდაჭერის შტაბი”, რომელიც ამზადებს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რისი გატარებაც საჭიროა ჩვენს პორტფელურ კომპანიებში, რათა მათ შეძლონ საზოგადოებისთვის მაქსიმალური ღირებულების შექმნა ამ სიტუაციაში და არათუ გადაიტანონ ეს სირთულე, არამედ ძალიან წარმატებით დაძლიონ.

ცალკე გვყავს “გაყიდვების შტაბი”, რომელიც ამ სიტუაციაში ეძებს გზებს, რა შეცვალოს შეთავაზებებში, გაყიდვების ფორმატებში, რომ ტემპი არ დააგდოს და პირიქით, ამ პირობებში საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები მისცეს ჩვენს პოტენციურ ინვესტორებს.

მოაზრებული გვაქვს, რომ ცალკე შეიძლება გამოვყოთ “პროდუქტების და მომსახურების ადაპტირების” სამუშაო ჯგუფიც, რათა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო დაჩქარდეს და მიზანმიმართული გახდეს პროდუქტებსა და მომსახურებაში შესატანი ცვლილებები.

ყველა ამ შტაბს განსაზღვრული შემადგენლობა ჰყავს და განხილვის რეგულარობა აქვს.

ამ ცვლილებების დანერგვისთვის მნიშვნელოვანი საკითხია ასევე კომუნიკაცია თანამშრომლებთან და პარტნიორებთან შეცვლილ მართვის მოდელთან დაკავშირებით. ვეცადეთ გამოგვეყენებინა ამ პირობებში მაქსიმალურად ყველა მისაწვდომი არხი, როგორც ინდივიდუალური პირადად, ასევე სოციალური არხები თუ მასიური საშუალებები, რომ კარგად აგვეხსნა ყველა მხარისთვის, რას ვცვლით მართვის მოდელში და რატომ არის ეს ცვლილება საჭირო.”

ამ მოდელით დაიწყო მუშაობა სინერჯი კაპიტალმა იმის პარალელურად, რომ დისტანციური მუშაობის უფლება მისცა ყველა თანამშრომელს, ვინც ამის სურვილი დააფიქსირა. მათ კი, ვინც ოფისში მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, გაცემული რეკომენდაციების მიხედვით მოწყობილი სივრცეები დახვდებათ და სახლიდან ოფისში მათ ინდივიდუალურ ტრანსპორტირებაზე კომპანია იზრუნებს.

[პარტნიორის კონტენტი]

პრევენცია

ყველაფერი 1 საიტზე – ციფრული სოლიდარობის პლატფორმა გაეშვა! Prevencia.ge

12 ცნობილი მუზეუმი, რომელსაც ვირტუალურად შეგიძლიათ, ესტუმროთ