in

Sing For the Bold! — დორიტოსის ახალი კამპანია თქვენს ნოტაზე ასამღერებლად გიწვევთ

ყველაზე მაგარი ტიპების საყვარელმა სასუსნაომ საქართველო თავისი მუსიკალური კამპანიით აახმაურა. დორიტოსის ახალი წამოწყება ერთ მარტივ იდეაზეა აგებული — მუსიკაც და დორიტოსის არომატებიც ყველასთვისაა, ვისაც თავის ნოტაზე გართობა სურს!

მესიჯის ყველაზე ცხადად გადმოსაცემად, კამპანიის ფარგლებში 4D Monster Lobsters-თან თანამშრომლობით, ახალი მუსიკალური კომპოზიცია შეიქმნა და მთელი ქვეყნის ასამღერებლად ახალი სიმღერაც დაიწერა, რომლის დასრულებაშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მიეცა დორიტოსის სოციალური ქსელების თითოეულ მიმდევარს, საუკეთესო რითმები კი საბოლოო კომპოზიციაში დარჩა.

„შენს ნოტაზე მღერი, სხვის სიტყვებს არ ითხოვ“, — სწორედ ასე ჟღერს საკუთარ რიტმს აყოლილი ინდივიდებისთვის შექმნილი ახალი ჰიმნის მთავარი მესიჯი, რომელიც ერთი მოსმენით აგეკვიატებათ და გაიძულებთ იღიღინოთ ყოველთვის და ყველგან!

ამასთან, Saatchi & Saatchi Tbilisi-სთან თანამშრომლობით შექმნილი კამპანია მიზნად ისახავს, ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. სწორედ ამიტომ, 4D Monster Lobsters-ის კომპოზიციის ვიდეოკლიპს თან გასდევს ლაივ თარგმანი ნიშნების ენაზე. კამპანიის ფარგლებში დორიტოსი უკვე გახდა რამდენიმე მუსიკალური ფესტივალის სპონსორი, რომელთა მსვლელობისასაც ბრენდის წარმომადგენლები დამსწრეებსაც ასწავლიდნენ ნიშნების ენას და ერთად აგემოვნებდნენ ყველაზე მაგარი ტიპებისთვის შექმნილ ყველაზე ხრაშუნა გემოებს.

პროექტის მიზნებსა და დორიტოსის ზოგად ფილოსოფიაზე კიდევ უფრო დეტალურად ბრენდის წარმომადგენელი გვესაუბრა:

დორიტოსის, როგორც ბრენდის, მთავარი მესიჯი ყოველთვის თამამი თვითგამოხატვაა. ჩვენ მუდმივად ვეძებთ მხიარულებას, ინდივიდუალიზმსა და მრავალფეროვნებას, ჩვენი აუდიტორია კი ტექნოლოგიასთან დამეგობრებული, ოპტიმიზმით სავსე და გლობალიზაციისკენ მიდრეკილია. მათ არ აკლიათ თავდაჯერებულობა და საკუთარ გემოვნებას ყოველთვის ენდობიან. შესაბამისად, მუსიკა მათთვის საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი გზაა.

დორიტოსისთვის შექმნილმა მუსიკალურმა კამპანიამ ჩვენს ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ეს იყო მსგავსი მასშტაბის პირველი წამოწყება, თუმცა იმდენად ცოცხალი, ლამაზი და წარმატებული გამოვიდა, რომ უკანასკნელი ნამდვილად არ იქნება!“

სამუშაო პროცესს და კამპანიის ძირითად მიზნებს დიდი სიამაყითა და ენთუზიაზმით იხსენებს პროექტის ექაუნთ მენეჯერი, ქეთი გორგოძეც Saatchi & Saatchi Tbilisi-დან:

ბრიფის მიღების მომენტიდან კამპანია ერთ დიდ და საინტერესო გამოწვევად დავისახეთ. სააჩის გუნდის მთავარი მიზანი იყო, შეგვექმნა მაქსიმალურად მრავალფეროვანი, გამორჩეული და ყველასთვის ხელმისაწვდომი კამპანია, ვინაიდან საქმე ეხებოდა მუსიკას და ჩვენთვის სწორედ მუსიკაა ხელოვნების ყველაზე ფერადი და გამომხატველობითი ფორმა. შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, დავიწყეთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეგვექმნა რაღაც განსაკუთრებული და რა სახით გაგვეშალა საწყისი იდეა ისე, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი და, ამავდროულად, დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

ყველაფერი წამოვიდა თაგლაინიდან — შენს ნოტაზე! — რაც გულისხმობს მუსიკის მეშვეობით საკუთარი თავის გამოხატვასა და აღმოჩენას. სწორედ ამიტომ, ON YOUR NOTES ჩვენი მთავარი დევიზი გახდა კომუნიკაციის თითოეულ ნაბიჯზე.

ყველაფრის სისრულეში მოყვანა მარტივი არ ყოფილა. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, ვინაიდან გვიწევდა არაერთი მიმართულებით ფიქრი. მთავარ სირთულედ მაინც გამოვყოფდი როგორც მექანიკების განსაზღვრის ფაზას, ისე ბენდის შერჩევის პროცესს, რომელსაც უნდა შეექმნა ისეთი მუსიკა ყველასთვის სასიამოვნო და, ამავდროულად, ინდივიდუალური მნიშვნელობის მატარებელი რომ იქნებოდა. თუმცა, სირთულეების მიუხედავად, საბოლოო ჯამში, დასახულ მიზანს ზედმიწევნით მივაღწიეთ და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ Saatchi & Saatchi Tbilisi-ს გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია!“

ინდივიდუალიზმისა და მრავალფეროვნების ზეიმი Tbilisi Open Air-ზეც გაგრძელდა დორიტოსის ფოტოჯიხურის სახით, სადაც დამსწრეებს შეეძლოთ საყვარელი მუსიკალური მიმდინარეობის შესაბამისი იმიჯი მოერგოთ და გამხდარიყვნენ საერთაშორისო ვარსკვლავები — თუნდაც მხოლოდ ერთი დღით!

დორიტოსის კამპანიისთვის ჩვენი ძირითადი სტრატეგია ერთგვარ „Bold for Bold“ იდეას ემყარებოდა. გვინდოდა, მაქსიმალურად გვეჩვენებინა ის ფაქტი, რომ დორიტოსი ნამდვილად ყველაზე მაგარი ტიპების რჩეული საჭმელია, რაშიც ქართულ მუსიკალურ ფესტივალებთან პარტნიორობაც დაგვეხმარა.

დორიტოსი მუსიკის, გართობის, მეგობრობისა და მრავალფეროვნების ბრენდია, რაც ფესტივალებზე ყოველთვის ყველაზე კარგად ჩანს. ჩვენ უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ დორიტოსის გემოებმა და მხიარულმა აქტივობებმა შეძლო მომხმარებლის გართობა, გათამამება და მათთვის საკუთარი ნოტების პოვნაში დახმარება! “, — სწორედ ასე აფასებს კამპანიას თავად დორიტოსი.

თქვენ კი, თუ თავად ვერ გადაწყვიტეთ, რომელი მუსიკალური ერა გაითავისოთ, არჩევანის გაკეთებაში დორიტოსის ფოტოსერიებიც დაგეხმარებათ — კლასიკური მუსიკიდან კლასიკურ როკამდე და დისკოდან ჰიპ-ჰოპამდე — ბრენდის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ახალი ფოტოსერიები მიზნად ისახავს, ყველას დაუმტკიცოს, რომ ადამიანები მრავალფეროვანი ქმნილებები ვართ და თითოეულ ჩვენგანში ერთდოულად შეიძლება სახლობდეს ფრანც ლისტიცა და ფრენკ ზაპპაც!

ასე რომ, საითაც არ უნდა უბერავდე, დორიტოსი შენ გვერდითაა! აჰყევი ლობსტერების რიტმებს, ახრაშუნე შენი რჩეული გემოები და გაერთე — შენს ნოტაზე!

[პარტნიორის კონტენტი]

Spotify-ის ახალი ხელსაწყო თქვენი მუსიკალური გემოვნების ვიზუალიზაციას გთავაზობთ

რა ხდება, როცა Macbook-ს გპარავენ? — Apple-ის თრილერი