MET A Space Pod ჰოსტელების ქსელია სინგაპურში, რომელიც მთლიანად კოსმოსის თემატიკას ეძღვნება. აქ საწოლები კოსმოსურ ხომალდს ჰგავს. უფრო ზუსტად კი, ჰოსტელში საწოლი-კაფსულებია, სპეციალური ეფექტებით და როგორც კი დაწვებით, ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს, ღია კოსმოსში გაფრინდით.










