26
აპრ
2018

„გეიმინგ“ ტექნოლოგიების კომპანია „სინგულარი“ EGR Awards-ის 5 ნომინაციაში მოხვდა

26 აპრ 2018

საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო „გეიმინგ“ ტექნოლოგიების კომპანია Singular-ი EGR Awards-ის 5 ნომინაციაში, საუკეთესო კომპანიების შორის მოხვდა. „EGR B2B Awards“, ყოველწლიურად, ლონდონში იმართება და აზარტული თამაშების ინდუსტრიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებს აჯილდოებს.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

 

„მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი კომპანია აგზავნის აპლიკაციას, რომ საკუთარი ტექნოლოგიური მიღწევები ყველას გააცნოს. თუმცა,  „შორთ ლისტში“ ძალიან ცოტა მათგანი ხვდება. წელს, უკვე მეოთხედ, Singular-ის პროდუქტები, ინდუსტრიის ყველაზე დიდ ბრენდებთან ერთად, საუკეთესოთა შორის დასახელდა. დაჯილდოების ცერემონიალი 20 ივნისს, ლონდონში, Hurlingham Club-ში გაიმართება“.

კომპანია „სინგულარი“ წარდგენილია შემდეგ ნომინაციებში: „პოკერის საუკეთესო ტექნოლოგია“, „ინოვაცია სპორტ ბეთინგში“, „ინოვაცია კაზინოს პროდუქტებში“, „თამაშების (დომინო, „ბურა“, ნარდი, „სეკა“) საუკეთესო ტექნოლოგია“, „საუკეთესო ონლაინ ტოტალიზატორის ტექნოლოგია“.

კომპანია Singular 2010 წელს, თბილისში დაარსდა. დღეს კიდევ სამ ქვეყანაში აქვს ოფისი და როგორც თავად ამბობენ, მათი ასზე მეტი დეველოპერი ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ პროდუქტებზე მუშაობს. საქართველოში, Singular-ის ექსკლუზიური პარტნიორია „აჭარაბეთი”. კომპანიას კლიენტები ჰყავს სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, აზიისა და ევროპის კონტინენტზე.

„ჩვენი კომპანიის მიზანი ყოველთვის იყო ინოვაციური პროდუქტების შექმნა. უკვე მეოთხედ EGR B2B Awards-ისშორთ ლისთში“ მოხვედრა დიდი სტიმულია დეველოპერებისა და პროექტ მენეჯერებისთვის, რადგან მათი ნამუშევრით არა მარტო კლიენტები, არამედ საერთაშორისო ჟიურიც აღფრთოვანებულია. ჩვენი გუნდის წევრების მოტივაცია და კომპანიის კულტურაზე ზრუნვა, როგორც ადამიანური რესურსების, ისე მარკეტინგის დეპარტამენტის დიდი პრიორიტეტია და ვცდილობთ, მათი შრომა საერთაშორისო არენაზეც დაფასდეს. თუმცა, ნომინაციების მიღება „სინგულარის“, როგორც ტექნოლოგიების ქართული ექსპორტიორის, არანაკლები წარმატებაა, რადგან ბრენდის ცნობადობა კიდევ უფრო იზრდება და თავს წამყვანი ინოვატორების გვერდით ვიმკვიდრებთ.”

[R]

განხილვა