Singular-მა, 2020 წელს, ტალინში (ესტონეთი) გამართულ, ბალტიისპირა და სკანდინავიის ქვეყნების iGaming სფეროს (BSG) კონკურსში გაიმარჯვა. კომპანიამ ამ წარმატებას ნომინაციაში „სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი“ მიაღწია.
BSG Awards-ის საზეიმო ცერემონიალი, ტრადიციულად, MARE ბალტიის ქვეყნების iGaming სამიტის ფარგლებში იმართება. წელს, ღონისძიება „ონლაინ“ რეჟიმში ჩატარდა. ნომინაციაში „სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი“ წარდგენილი იყო 50-მდე საერთაშორისო კომპანია, რომელთა შორის ფინალში მხოლოდ 6 მათგანი მოხვდა. გამარჯვება კი „სინგულარმა“ მოიპოვა.
ღონისძიებაში მონაწილე კანდიდატების შეფასებისას, აქცენტი გაკეთდა მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამული უზრუნველყოფის ინოვაციურობასა და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიის მოქნილობაზე.
“2019 წელს Singular-მა მისი სპორტსბეთინგ პლატფორმის მეოთხე თაობის რელიზი გააკეთა, რომელსაც ანალოგებისაგან გამოარჩევს უნიკალური ფუნქციონალი მოთამაშეების UX-ის პერსონალიზაციისათვის. პლატფორმაში, ასევე, დანერგილია რისკების მართვის უპრეცედენტოდ მძლავრი სისტემა, რომელმაც Singular-ს, ინდუსტრიაში, ლიდერის პოზიცია მოუტანა. ახალმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ კი კომპანიას ხელი შეუწყო ლიდერის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებაში. შედეგად, „სინგულარი“, წლის ბოლომდე, კიდევ 3 ახალ საერთაშორისო ბაზარზე შედის“.
Singular-ის CEO გიორგი შამუგია ამბობს, რომ მათი მიზანია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის ძალისხმევითა და უახლესი ტექნოლოგიით, მომხმარებლებს მოქნილი და სტაბილური iGaming პლატფორმა მიაწოდონ.
„Singular, მისი ხედვით, წარმოადგენს ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციებზე. ჩვენი მიზანია, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის ძალისხმევითა და უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, მომხმარებლებს მივაწოდოთ მოქნილი და სტაბილური iGaming პლატფორმა. BSG AWARDS-ზე გამარჯვება, ნომინაციაში “სპორტსბეთინგ ტექნოლოგიების ამომავალი ვარსკვლავი“, ადასტურებს იმას, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, – ამბობს გიორგი შამუგია.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს არის კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო 2019 წელს, მალტაზე გამართული, მსოფლიოში უმსხვილესი iGaming კონკურსის SiGMA-ს ფარგლებში, ნომინაციაში „წლის Omni-channel პროვაიდერი“ გამარჯვების შემდეგ.
ის, რაც 10 წლის წინ, თბილისის ერთ პატარა ოფისში, 6-კაციანი გუნდით დაიწყო, საერთაშორისო წარმატებად იქცა – დღეს, Singular-ს საქართველოში, მალტასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, 3 ოფისი და კლიენტების გლობალური პორტფელი აქვს 4 კონტინენტის 10-ზე მეტ ქვეყანაში.
[R]