11
Jun
2019

ამბავი შენს სკოლელებზე, ოლიმპიადებზე რომ იმარჯვებდნენ ხოლმე და მერე სად წავიდნენ, აღარ იცი

11 Jun 2019

Startauperi
Startauperi


რას აკეთებენ დღეს ისინი, ყველას რომ გვყავს ბავშვობის მოგონებაში?!
რთულ ამოცანებს რომ ხსნიდნენ, ოლიმპიადებზე რომ იმარჯვებდნენ?
მასწავლებლების ფავორიტები – „ბრწყინვალე გონების“ ბავშვები „დიდი მომავლით“?!

  • ბანკში კარგ პოზიციაზე მუშაობენ;
  • სამინისტროში დივიზიას ხელმძღვანელობენ;
  • ლექტორები გახდნენ;
  • ან – არ ვიცი.

 სწორია. ეს არის ის „დიდი მომავალი“, რომლისთვისაც გვამზადებდნენ.

ამ სტატიას ორი სავარაუდო დასაწყისი ჰქონდა (მკითხველმა აირჩიოს და სასურველი ვერსიით დაიწყოს):

პირველი – გიყვებით იმ ორ ბიჭზე (ამ შემთხვევაში აკაკისა და გიორგიზე) დემირელის სკოლიდან თითქმის ყველა საერთაშორისო ინფორმატიკის კონკურსი რომ მოიგეს. უმაღლესი საგანმანათლებლო გზაც, ბუნებრივია, ამ მიმართულებით აირჩიეს და დღეს საკუთარ საერთაშორისო კომპანიას ხელმძღვანელობენ. მათი სტარტაპის წარმატებულობის საზომად კი ის ბოლო სიახლეც საკმარისია, რომ სულ ახლახან, კომპანიის 20% ვენჩერულმა ფონდმა 5 მილიონ ევროდ შეიძინა.

მეორე ვერსიით, ჩემი რესპონდენტები 30 და 31 წლის აკაკი და გიორგი არიან, რომლებიც ინტერვიუს ჩაწერამდე საუბრის დასაწყისში ერთ ძალიან საინტერესო ფრაზას აჟღერებენ. თურმე, ეს ინტერვიუ ან ნებისმიერი სახის გაშუქება მათ პიარისთვის არ სჭირდებათ. ერთადერთი მოტივაცია ის არის, რომ ხმა ძალიან კარგ კადრებამდე მივიდეს და „რეკრუტმენტის“ საკითხები გაუადვილდეთ. დღეს ისინი საკუთარ საერთაშორისო კომპანიას ხელმძღვანელობენ. მათი სტარტაპის წარმატებულობის საზომად კი, ის ბოლო სიახლეც საკმარისია, რომ სულ ახლახან, კომპანიის 20% ვენჩერულმა ფონდმა 5 მილიონ ევროდ შეიძინა.

ორივე ვერსიას საერთო ფინალი და საერთო გმირები ჰყავს. მხოლოდ დრო და ვითარებაა განსხვავებული. აკაკი მელაძე და გიორგი შამუგია დღეს ისეთ „ბრწყინვალე თავებს“ ეძებენ,  დემირელის სკოლაში თავად რომ იყვნენ. ეძებენ თვითონ, უკვე როგორც დამსაქმებლები „სინგულარში“, რადგან საქართველოში შემოთავაზებულ „დიდ მომავალსა“ და ყველა საუკეთესო პირობაზე, თავის დროზე, უარი თქვეს და საკუთარი „მომავალი“ თავად შექმნეს.

როგორია „მომავალი“ აწმყოში?

საქართველოში, რეალურად, ყველაზე დიდი IT კომპანია ვართ, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე.

„პირველი ოფისი 2010 წელს, თბილისში გავხსენით. ეს იყო ბინა, რეალურად, ძმები ზუბალაშვილების ქუჩაზე, რომელიც დედაჩემმა დაგვითმო. ახლა კი ოფისები გვაქვს საქართველოში, მალტაზე, მაკედონიაში და ესტონეთში. დიდი პოტენციალი აქვს აფრიკის ქვეყნებსაც და ჩვენთვის ეს ბაზარი გაცილებით საინტერესოა.მომხმარებლების შემდეგი ტალღა ( Next 1 Billion Users- ასე მოიხსენიებენ ხოლმე) სწორედ აფრიკიდან და მსგავსი, ახლად განვითარებადი ქვეყნებიდან წამოვლენ. დღეს ვისაც ხელი მიუწვდება ინტერნეტზე, სმარტფონზე და კომპიუტერზე , ყველა ეს ბაზარი თუ მომხმარებელი უკვე გადანაწილებულია და მეტ-ნაკლებად ათვისებულია. ახალი მომხმარებლები და შესაძლებლობები სწორედ ახალი ტერიტორიებიდან წამოვა. ვინც ახლა, წინასწარ დაიწყებს მომზადებას და შესვლას ამ ბაზრებზე, ლიდერიც ის გახდება, როცა market mature გახდება. 

ყველაზე ბოლოს ოფისი ესტონეთში გავხსენით. რეალურად, კადრების აყვანა ახლა დავიწყეთ და წლის ბოლომდე იქ 50 ადამიანი იმუშავებს. ესენი ყველანი ქროსფუნქციური გუნდები არიან, რომლებიც ერთად მუშაობენ პროფილის მიხედვით. სხვადასხვა ქვეყნის ოფისში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა რაღაცას აკეთებენ.დღევანდელი გადმოსახედიდან, უკვე არც ეს გვაკმაყოფილებს, კიდევ უფრო მეტი გვინდა. დღეს მომხმარებლები გვყავს როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ლათინო ამერიკაში და აფრიკის კონტინენტზე. ბევრი კლიენტია და მოთხოვნაც დიდია ჩვენს სერვისზე.  ჯერჯერობით, ყველაფერს ჩვენი ჩართულობა სჭირდება, „მიდლ მენეჯმენტი“ ყველაზე დიდი პრობლემაა. ისევე როგორც საქართველოში არ არსებობს პროდუქტის კეთების გამოცდილება –   არ არსებობს ადამიანი, რომელსაც გააზრებული აქვს, როგორ უნდა იმუშაოს. შესაძლოა, ტექნიკურად ძალიან კარგად იცოდეს საკითხი, მაგრამ გუნდი რომ შეკრას, დაელაპარაკოს, განსაზღვროს, საით წაიყვანოს და როგორ განვითარდეს, ეს არ შეუძლია.

„სინგულარის“ ბოლო ყველაზე დიდი სიახლე ინვესტიციის მოზიდვაა. ეს იყო შემდეგ საფეხურზე გადასვლა, ეს იყო გაზრდა.

სტარტაპის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა რაღაც ნიშნულამდე მიდიხარ და მერე შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდე. ფინანსური მოტივაცია არ იყო, აქ კავშირებისა და „ნეთვორქის“ მოტივაცია გვქონდა. ამით ჩვენთვის გაიხსნა ახალი – აზიის ბაზარი. ევროპაში ვართ, კავშირები გვაქვს, მაგრამ აზიის ბაზარი უკვე სხვა ზომის ბაზარია. ხალხი ვერ აგვყავს, რომელსაც შენს ბიზნესს ჩააბარებ. იმავე პრობლემასთან ვბრუნდებით,  რასაც სხვა ბაზარზეც ვაწყდებით. პირობითად, თუ წახვალ ახალ ბაზარზე და აიყვან კადრებს, მათ სჭირდებათ „ონბორდინგი“, ნახევარი წელი მაინც ერთად მუშაობა, გზაზე დაყენება და მერე უკვე იცი, რომ მიხედავენ საქმეს. ის ნახევარი წელი რომ წახვიდე, აქ ყველგან ყველაფერი აირევა ისე, რომ ის ახალაყვანილი ხალხი, საერთოდ აღარ დაგჭირდება.ამ პრობლემიდან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნა იყო ის, რომ პარტნიორისგან არ უნდა მიგვეღო მხოლოდ ფინანსური სარგებელი. გვინდოდა, ახალი კომპანია შემოსულიყო ჩვენთან კონტაქტებით, „ნეთვორქინგითა“ და იმ ცოდნით, რომელიც თუნდაც, ჩვენ გვაკლია ახალი ბაზრების, ბიზნეს დეველოპმენტის ან სერვისის განხრით.

აქამდე იყო playtech – Playtech.com, რომელსაც 100%-ის ყიდვა უნდოდა, 2014 წელს გველაპარაკებოდა. 12 მილიონ ევროს იხდიდნენ, თუმცა მათ უარი ვუთხარით.

Software-სა და ბრენდს მთლიანად ყიდულობდნენ. რადგან მაშინ ამდენს გვთავაზობდნენ, მივხვდით, რომ სწორ გზაზე ვიდექით. დღეს მივედით იქამდე, რომ უნდა გავიდეთ კიდევ უფრო დიდ ბაზარზე და დიდი კლიენტები ავიყვანოთ.

რეალურად, 20%-იანი წილი ვენჩერულ ფონდზე 5 მილიონ ევროდ ინვესტიციის სანაცვლოდ დავთმეთ. ევროპაში ფორმულა ასეთია: თუ შემოსავალი აქვს კომპანიას და დამტკიცებული მუშა ბიზნეს მოდელი, დებენ ფულს, თუ  არ აქვს – არა. 5 მილიონი იყო ebitda წელიწადში, გაამრავლეს ხუთზე და გამოვიდა ჩვენი ღირებულება 25 მილიონი ევრო. აქედან გამომდინარე, ამ შეთანხმებისგან სხვას, უფრო მეტს უნდა ელოდე, ვიდრე ფულია.

ცხადია, ფული თუ გაქვს, ფული აღარ გჭირდება.

ეს „ვენჩერ კაპიტალ“ კომპანია ფულს დებს გემბლინგში, ფინტეკში ბლოკჩეინ და კრიპტოს მიმართულებით. სადაც ფული აქვს ჩადებული კაზინო ოპერატორში, თავის პარტნიორ კომპანიასთან უშვებს – ანუ ჩვენთან გამოუშვებს დამკვეთს. და ამის სარგებელი უკვე ვნახეთ. აზიის ბაზარზე უკვე ახალი 3-4 მომხმარებელია.

თუ დღეს ჩვენს კომპანიაში ინვესტიცია გააკეთეს და კომპანიის ღირებულება იყო 25 მილიონი ევრო, მიზანი აქვთ, რომ 2 წელიწადში სინგულარის ღირებულება 50 მილიონი ევრო იყოს.როგორები იყვნენ „მომავლამდე“?
ჩვენი ცხოვრების სტილში არაფერი შეცვლილა. უნივერსიტეტში რომ ვიყავით, მაშინაც ასე იყო და დღესაც ასეა: ჯერ ლექციები, მერე Part time job-ები, მერე  პროექტებზე მუშაობა. ჩვენი საკუთარი საქმე დავიწყეთ და მაინც იგივეა  – 24/7-ზე ვმუშაობთ.

ყოველთვის ძალიან მიხაროდა, როცა ოლიმპიადებსა და საერთაშორისო კონკურსებზე დავყავდით სკოლიდან და ინფორმატიკის წრიდან. სკოლა ფარავდა ყველა ხარჯს რომ წავსულიყავით საერთაშორისო ოლიმპიადებზე რუმინეთში, ყაზახეთში, თურქმენეთში. დემირელის სკოლაში, მე-7 კლასიდან, გამოცდით იღებდნენ მოსწავლეებს.  გიორგი ჩემზე 2 წლით ადრე გადავიდა ამ სკოლაში. უფრო სწორად, იყო კონკურსი მე-7 კლასელებს შორის, ვინც ყველაზე კარგად დაწერდა, ფულად პრემიას აძლევდნენ, Head Hunting-ს ატარებდნენ.

მათ შორის, რამდენიმე საუკეთესოს სკოლაში ფასდაკლებას სთავაზობდნენ ან უფასო სწავლას. მე პირველ ადგილზე გავედი ამ კონკურში და უფასოდ ვსწავლობდი.

ინფორმატიკის შიდა წრეზე გავიცანით ერთმანეთი
ჩვენი მასწავლებელი იყო – გოჩა მანდარია. რამდენჯერმე გამოვედით სხვადასხვა ინფორმატიკაზე, მაგალითად, IBM-ის ოლიმპიადაზე. წყვილების ოლიმპიადაცაა, სამკაციანი გუნდიც გამოდის. მერე რეგიონალური ტურებია და შემდეგ ფინალში რომელიღაც ქვეყანაში ხვდები. დავალება შეიძლება იყოს სოციალური, ტექნიკური პრობლემა. ამ ოლიმპიადებზე სკოლა აფინანსებდა ბავშვებს.

ეს ძალიან დიდი ფუფუნება იყო. მე რომ მახსოვს, ამან რამხელა შესაძლებლობა მოგვცა და რამდენი გზა გაგვიხსნა, ძალიან ვაფასებთ ამას და როდესაც გრძნობ, რამხელა შესაძლებლობა მოგვეცა – ვცდილობთ, ჩვენც დავაფინანსოთ ოლიმპიადები. ჩვენც ვაფინანსებთ  სანაკრებო ოლიმპიადასა და კერძო ოლიმპიადას, რომელსაც ასევე გოჩა მანდარია ატარებს და გათვლილია  სკოლის მოსწავლეებზე. სკოლა რომ დავამთავრეთ, სასწავლებლად ლონდონში წავედით University of east London-ში. ერთ წელიწადში აკაკი ჩამოვიდა. მე კომპიუტერულ მეცნიერებებზე ვსწავლობდი, აკაკი – ბიზნეს ადმინისტრირებაზე კარდიფის უნივერსიტეტში.

სანამ წავიდოდით, რამდენიმე ინფორმატიკის ოლიმპიადაშიც მივიღეთ მონაწილეობა, სადაც არის Applied project ოლიმპიადა ანუ გამოყენებითი პროგრამირების ოლიმპიადები. რამდენიმეჯერ პირველი ადგილი ავიღეთ. Microsoft-ის იყო ის კონკურსი, სადაც მივხვდით, რომ ვართ გუნდი და ერთად ვაკეთებთ პროექტებს. კიდევ რამდენიმე მსგავსი კონკურსი და ოლიმპიადა იყო და თითქმის ყველაფერს ვიგებდით.აღმოვაჩინეთ, რომ მობაილ დეველოპმენტი იყო ძალიან აქტიური და ბევრი კონკურსი ცხადდებოდა Vodafon, Nokia, Sony Ericson, Samsung. სადაც კარგი პრიზები იყო, ყველა საერთაშორისო კონკურსი იყო. გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მიგვეღო.

Samsung, Vodafone და სხვა კომპანიები აცხადებდნენ თემას, იდეას თვითონ გეუბნებოდნენ. შემდეგ 1000-1500-ზე მეტი მონაწილე წერდა აპლიკაციას და ავლენდნენ ერთ ან ორ გამარჯვებულს. Nokia-ს შემთხვევაშიც იგივე იყო. Vodafone-ით დავიწყეთ და თითქმის ყველა კონკურსს ვიგებდით.

კარგად განვვითარდით. როცა იმარჯვებდი, ახალი ტელეფონების პრერელიზ ვერსიას გიგზავნიდნენ, რომელიც ჯერ გამოსული არც იყო, რათა გვქონოდა უპირატესობა, რომ წინასწარ გვენახა ახალი პლატფრორმა და დაგვეხვეწა ჩვენი აპლიკაციები. როდესაც უკვე ბაზარზე გამოვიდოდა ახალი პლატფორმა, ჩვენ უკვე მზად გვქონდა აპლიკაცია. Edge-ს გვაძლევდნენ ამით, რომ სხვებთან შედარებით ჩვენი აპლიკაციები ყოფილიყო პირველი ბაზარზე ახალი პლატფორმებისთვის. ჩვენი შესრულებული საქმეებიდან გამომდინარე გავხდით MVP Vodafone-ის developer community-ში, რის შემდეგაც მათ ახალ პლატფორმაზე Vodagone 360 სამუშაოდ დაგვიძახეს. პირველი სმარტფონი რაზეც ეს ახალი პლაფტორმა გაეშვა იყო Samsung-ის სმარტფონი. 

აკაკი: ჩემთვის ვოდაფონი იყო პირველი სამსახური, გიორგისთვის კი viewmy.tv  – UK-ს პირველი ინტერნეტ ტელევიზია, რომელიც აგრეგატორიც იყო და თავისი კონტენტიც ჰქონდა.

გიორგი: „ვოდაფონში“, მაქსიმუმ, წელიწად-ნახევარი ვიმუშავეთ. ამასობაში, მე მაგისტრატურა დავამთავრე, აკაკიმ ბაკალავრი და წამოვედით. ერთადერთი, რაც ამ წლების მანძილზე ვისწავლეთ ისაა, რომ Work and Life balance არ არსებობს.

ყველაფერი ისე უნდა მოიწყო, რომ სიამოვნება მიიღო. თუ იმას აკეთებ, რისგანაც მართლა რეალურად სიამოვნებას იღებ, სახლში რომ მიხვალ და დაჯდები, იქაც ამ საქმის კეთებას იწყებ. დასასვენებლადაც რომ მიდიხარ და ეს შეიძლება წელიწადში იყოს, მაქსიმუმ, 10 დღე, იქაც გიწევს საქმის კეთება. თავიდან სტრესი იყო. მერე იაზრებ, რომ კი მუშაობ, მაგრამ 80% მაინც ისვენებ.

არა მხოლოდ კონკურსებს ვიგებდით, არამედ წარმატებებსაც ვაღწევდით. ჩვენმა აპლიკაციებმა ძალიან დიდი „თრექშენ“ აკრიფა. აპლიკაცია HealthyLife -ზე 150 000 აქტიური იუზერი გვყავდა, ნახევარ მილიონზე მეტი Download გვქონდა. მონეტიზირება ვცადეთ, მაგრამ UK-ის ბაზარი საკმაოდ კონსერვატორული აღმოჩნდა და გვითხრეს, რომ ადამიანის Data-ზე მონეტიზირება არაეთიკურია და არ გამოგვყვნენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, ჩვენი საქმე უნდა დაგვეწყო.UK-ში დარჩენა იმიტომ არ გადავწყვიტეთ, რომ იქ კომპანიის დასაწყებად საკმარისი თანხები არ გვქონდა. 2009 წლის ზაფხულში ვიყავით ჩამოსული ბაზრის მოსასინჯად და მაშინ მივხვდით, რომ ცოტა უხეში, ხისტი, მოუქნელი ბაზარი იყო და მეტი შემართება გვჭირდებოდა. 2009 წლის ბოლოს დავიწყეთ ფიქრი ბრენდინგზე, სახელზე – „სინგულარი“ და ყველაფერი იქ გავაკეთეთ. ბრენდინგი შალვა ბუკიამ გაგვიკეთა, რომელიც რაღაც დროის განმავლობაში წილს ფლობდა სინგულარში, ხოლო სპარტაპ კაპიტალით დაგვეხმარა მამუკა თოდუა, რომელიც ასევე რამოდენიმე წლის განმავლობაში სინგულარში ფლობდა წილს.

ამ პერიოდში გვქონდა პროექტი SMS Cloud. სადღაც ქალაქში, ნათდება პროექტორი, აქვს მოკლე ნომერი, აგზავნი sms-ს და გამოგზავნილი ტექსტი, ვიზუალურად გაფორმებული, ანიმირებული ჩანდა ეკრანზე.  რადგან ზაფხული იყო, ლოგიკურად, ბათუმში უნდა გაგვეკეთებინა. პირველად რომ ჩამოვედით, მაშინ გავიცანით მობილური ოპერატორები, აღმოჩნდა, რომ მათთან კომუნიკაცია, შეხვედრა, შეთანხმება, ინტეგრაცია ძალიან რთული იყო.

იმის მიუხედავად, რომ პროექტი მზად იყო, ინფრასტრუქტურულად, ეკრანი, „ჰარდვეარი“ და „სოფთვეარი“ დაწერილი გვქონდა, მაგრამ ამ „ბრძოლაში“ არდადეგებიც დასრულდა, ეს პროექტი „რისერჩ“ პროექტად დარჩა და ასე წავედით ისევ UK-ში.

ამის გარდა, არაერთი კარგი პროექტი გავაკეთეთ, ოღონდ ბაზარზე, სადაც ეს არ სჭირდებოდათ. ვფიქრობდით, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით, მაგრამ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებში ვცდებოდით.რა აზარტი აქვთ სამუშაოში?

Social Gaming ვაკეთებდით 2010 წლის ბოლოდან დან 2012-ის წლამდე. შემდეგ, Facebook-ზე განხორციელებული ცვლილებები და ლიმიტები აშკარა მინიშნება იყო იმისა, რომ მალე Facebook-ზე თამაშების პლატფორმა მოკვდებოდა. რის გამოც კვლავ გადავწყვიტეთ Pivot გაგვეკეთებინა. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორის ნათელი მაგალითია Zynga. ის პრობლემები, რაც მათ შეექმნათ, როგორც მოუწიათ თანამშრომლების შემცირება და თამაშების ტიპების შეცვლაც. ამჯამად, მათი წარმატებული თამაშების უმრავლესობა სწორედ social casino თამაშებია, მაგალითად : პოკერი, სლოტები, ბანქოთი თამაში და ა.შ 

გამოცდილება გვქონდა. პირველად, 2007 წელს გავაკეთეთ ფეისბუკის აპლიკაცია, როცა პლატფორმამ პირველად გამოუშვა ინტერნეტ ტელევიზია viewmy.tv -სთვის ცალკე და ვიფიქრეთ, რატომაც არა?! თან ეს ბევრად მარტივი საკეთებელი იყო, ვიდრე ის რთული პროექტები, რასაც მანამდე ვეჭიდებოდით,ამაში საკმაოდ მისაღებ თანხებს იხდიდნენ.

პირველი კამპანია გვქონდა საქართველოს ბანკთან, იყო ასეთი Love Card, რომელიც კვირა-ნახევარში იდეა-დახატვა-აწყობიანად გავუშვით. ლავ ქარდის დიზაინები შევქმენით და მისალოც ბარათს ამზადებდა მომხმარებელი ამ ჩვენი დიზაინის მიხედვით. სწრაფი მიწოდება იყო, ხარისხი კარგი იყო, პროექტმაც გაამართლა. შემდეგ შევთანხმდით, რომ მთელი წლის განმავლობაში გამოყოფდნენ გარკვეული ოდენობის თანხას და გავაკეთებდით კამპანიებს.

თვეში, მინიმუმ, ორ პროექტს ვუშვებდით, მერე იყო სააღდგომო კვერცხებიც. საღამოს 6 საათზე გავუშვით და გვიან 54 00 იუზერი გვყავდა. ერთ-ერთ საიტზე გავუშვით, იმ ღამით საიტის ყველა ბაზა გაიჭედა ჩვენი ტრაფიკის გამო. კი იყო ეს დაკვეთით გაკეთებული პროექტი, მაგრამ კეთდებოდა, როგორც ჩვენი პროექტი.

ეს სტარტაპში მიღებული პრაქტიკაა, პროექტების მიმართულებას ცვლი მანამ, სანამ ის არ გამოგივა, რაც ჩაიფიქრე.საქართველოს ბანკისთვის გაკეთებულ აპლიკაციებს „სინგულარი“ რომ ეწერა, მერე იქიდან ხალხი ჩვენთან გადმოდიოდა, Apps.ge-ზე. ეს იყო გამომწერებზე დაფუძნებული სერვისი, marketing/promotional Facebook აპლიკაციების კომპანიებისთვის. 2011 წელს გავუშვით პირველად, სულ ორი ექაუნთ მენეჯერი უძღვებოდა გაყიდვებს და ბიზნესის განვითარებას. 2012 წელს კი ვცადეთ ცალკე კომპანიად ჩამოგვეყალიბებინა, თანამრომლები აგვეყვანა და კომპანიის მენეჯმენტი სხვებისთვის მიგვეცა. აგრეთვე, ინვესტიციის სახით ჩავდეთ 250 ათასი ლარი. სამწუხაროდ, კრახით დასრულდა, რადგან ჩვენ მთლიანად ჩართულები ვერ ვიყავით. საქართველოს ბანკთან დაწყებული გვქონდა დიდი პროექტი – მობაილ ბანკი – პირველი მობაილ ბანკი. ბევრჯერ ყოფილა ისეთი მომენტი, რაღაც გაგვიკეთებია და პროცესშიც კი გვეეჭვებოდა, გაურკვეველი იყო, იქნებოდა, თუ არა წარმატებული, მაგრამ რატომ უნდა თქვა უარი?! – ორივე ასე ვართ.

ჩვენმა გამოციდლებამ და თუნდაც, ზინგას მაგალითმაც აჩვენა, რომელსაც პრობლემები 2012 წელს დაეწყო, რომ Facebook რაღაცას აპირებდა და დაბლოკავდა ამ თამაშებს და ეს დიდხანს არ გაგრძლედბოდა. ამ დროს გადავერთეთ გემბლინგზე.

პირველი დამკვეთი „აჭარაბეთი“ იყო
თავიდან გაგვაკეთებინეს Facebook თამაშები – Dice Poker და Fantasy Fooball. დღეს social კაზინოს რასაც ეძახიან, მაშინ პირველად „აჭარაბეთმა“ დაიწყო.

გემბლინგში კარგად მოვერგეთ. თუნდაც, იმიტომ, რომ გემბლინგში ყველაზე მეტად რაც იყო საჭირო და არც ბაზარზე არსებობდა მაშინ, ეს იყო large scale systems, ამაში ჩვენ გამოცდილება გვქონდა. თვითონ გეიმინგში კი, სტუდენტობის დროიდან გვქონდა გამოცდილება, ახალი ტრენდებიც, რაც შემოდიოდა, ყველაფერი ვიცოდით.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ რაც საჭირო იყო, ყველაფერი შეგვეძლო. ვინც ამ თამაშს აწყობს, იდეაში, ბიზნეს ანალიტიკოსია, იმიტომ, რომ ბიზნეს ანალიზს აკეთებს. R&D-ის ვაკეთებთ ჩვენ, შემდეგ თუ ნიშა ვიპოვეთ, იდეას ვაკეთებთ, პროექტის სახეს ვაძლევთ. კონკრეტულ პროექტზე ჯერ ვაკეთებთ პილოტს, ვამტკიცებთ, რომ მართლა სწორია, მერე იკვრება გუნდი, უფრო დეტალური ბიზნეს ანალიზი ხდება, მერე აწყობა მიმდინარეობს. რაც შეეხება გეიმებს, R&D არის, გეიმ მექანიკას ვიფიქრებთ, მერე ვტესტავთ, ტესტირებას დიდი ხანი სჭირდება. დიდ დატაზე გჭირდება დატესტვა, ამის მიხედვით ხვდები, კარგი მექანიკაა, თუ არა. ჩამთრევია, თუ არა – მაგას იუზერებზე ვტესტავთ. ვეძახით გარკვეულ მცირე ჯგუფს, მეტრიკებს ვუყურებთ, რამდენი ადამიანი გაჩერდა, მერე ფოკუს ჯგუფს ვაკეთებთ, ვინც არ გაჩერდა, რატომ არ გაჩერდა და რაც არ ვარგა, მერე იმის მიხედვით „ედჯასთმენს“ ვაკეთებთ. ჩვენ ვაკეთებთ და ისინი გვეუბნებიან მერე, უნდათ, თუ არა ეს პროდუქტი. ადაპტაციას ვუკეთებთ კომპანიისთვის (ფერები, ლოგო). მაგალითად, poker – ესკლიენტის საკუთრება არ არის, ეს არის „სინგულარის“ თამაში, რომელიც უბრალოდ ქირაობს სერვისს. 

მიდგომა გვაქვს ასეთი, თუ მარკეტზე შევდივართ, გვირჩევნია, ერთ და დიდ კომპანიასთან ვიმუშაოთ. ძირითადად, ხალხს, ვინც ამ ბაზარზე ოპერირებს, შენგან „ინფუთი“ სჭირდება, რომ სწორ გზაზე დააყენო ან დაეხმარო. გირჩევნია, ერთი დიდი გყავდეს. ისეთ „ემერჯინგ მარკეტებზე“, სადაც არ ვიცით, ვინ იქნება დიდი, ბევრ პატრას ვაძლევთ და თუ დიდი გაჩნდა, მასთან ვთანამშრომლობთ.

თან აღმოჩნდა, რომ ეს სფერო ჩამორჩენილია, მხოლოდ გიგანტები ოპერირებენ, კომფორტის ზონაში არიან და რეალურად, ხარისხიანი პროდუქტი არ იქმნება.ის ინოვაცია, რაც სოუშალ გეიმინგში ხდება, ამ გიგანტ კომპანიებს არ ჰქონდათ. სწორედ აქ დავინახეთ დიდი გეფი, რომლის შევსებაც შეგვეძლებოდა და დღესაც, რა პროდუქტებსაც ვქმნით, მსოფლიო დონეზე მიიჩნევა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ხარისხისაა. ზუსტად იმიტომ, რომ პრემიუმ სეგმენტის მომსამხურებაა. მოთხოვნაც შესაბამისად, იმაზე დიდია ვიდრე, თუნდაც, მიწოდება შეგვიძლია, სწორედ ამიტომ, სულ სქეილინგის მოთხოვნაა, სულ პრობლემაა ადამიანური რესურსი, გვჭირდება მეტი და მეტი, რა მოთხოვნაცაა, რომ დააკმაყოფილო.

რეალურად, ამ სფეროში, სრულყოფილი, ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქტის მომწოდებელი სულ რამოდენიმეა ბაზარზე. 

ჩვენი მთავარი გამოწვევაა – აზარტი. მაგალითად, აფრიკის ბაზარი, სადაც ყველამ სცადა და ფეხი ვერავინ მოიკიდა. განსაკუთრებით, ნიგერიაში, ჩვენ არ შეგვეშინდა, შევედითმარცხი ჩვენც განვიცადეთ, მაგრამ ლოკალური მოთხოვნების კარგად შესწავლის და რამოდენიმე იტერაქციის შემდეგ საბოლოოდ შევქმენით პროდუქტი, რომელიც ამ მარკეტის ყველა მოთხოვნას და მოცემულობას სრულად აკმაყოფილებს. ვინაიდანაც ამ მარკეტზე, მობილური რადიკალურად უფრო მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე კომპიუტერი და დემოგრაფის 90% ზე მეტისთვის მათი პირველი computing device იყო სმარტფონი, კომპიუტერის ნაცვლად. მიდგომაც გვაქვს შესაბამისი: Mobile Only, როდესაც სხვა ბაზრებისთვის გვაქვს Mobile First მიდგომა ანუ ჯერ მობილური პლატფორმისთვის ვუშვებთ განახლებას და ახალ ფუნქციონალს და შემდგომ Desktop-ისთვის. განვითარებულ ქვეყნებშიც, თითქმის ყველგან, ნელ-ნელა მობილური მოწყობილობების გამოყენება ასწრებს კომპიუტერის გამოყენებას. ყოველ დღიურობაში, ტაბლეტებზე და სმარტფონებზე უფრო მეტ დროს ვატარებთ, ვიდრე კომპიუტერთან. აფრიკის ბევრ ქვეყნებში და მსგავს ქვეყნებში, კი , თითქმის ყველა თავისი დროის 100%-ს ატარებს ტაბლეტებზე და სმარტფონებზე.

ამ წუთს, მარტო ჩვენ ვართ, ვისაც ნიგერიისთვის მზა პროდუქტი აქვსევროპის ბაზარზე ჩვენს ბრენდს იცნობენ, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო და ხარისხიანი Enterprise solution პროვაიდერად. ახლად გახსნილ ბაზარზე კი ახლა შევდივართ, აქამდე უკვე მოვასწარით რამოდენიმე კლიენტის გაშვება.

ყოველთვის გვაინტერესებდაგეიმინგი“ და ყოველთვის, 2004-დან ვთვლიდით, რომ მომავალი იყო mobile და ერთ დღეს ყველაფერი mobile-ზე გადავიდოდა და კომპიუტერი გახდებოდა მეორე ხარისხოვანი ან ეტაპობრივად საერთოდ გაქრებოდა ჩვენი ყოველდღიურობიდან. ახლა, კვლევას ვაკეთებთ და არ გამოვრიცხავთ, Social Casino Gaming-ში, B2C მოდელში გავაგრძელოთ საქმიანობა. თუ ვნახეთ, რომთრექშენი“ იქნა, ალბათ, ცალკე ვერტიკალად გამოვდგამთ.ბევრჯერ გვქონია ეგეთი მომენტი, სახლში ხომ არ წავიდეთ?
დასაწყისში განსაკუთრებით. როდესაც ნაკლები ფინანსები გვქონდა, როდესაც რაღაცას აკეთებ, ხალხი უყურებს მოსწონს და აქებს, მაგრამ ფულს ვერ აკეთებ. აი, ეს გკლავს. შემდეგ ნელნელა წინ წავედით. მერე უკვე ჩვენმა შემოსავლებმაც მოიმატა და უკვე ზრდის ტენდენცია დავინახეთ, social gamigng-ში,  გაცილებით მარტივი გახდა ყველაფერი.

სტატიაზე იმუშავა : ნუკა ჩოხელი ბარბარე, ლილე ხმალაძე, აკო ახალაია

განხილვა

1 Response

  1. 12/06/2019

    […] the latest publication of Marketer.ge, our CEO, George Shamugia tells the #SingularStory from its earliest beginnings till […]