in

#თაობა: Sinoptik Music-ის ახალი ალბომი “Slow Breathing”


12 ნოემბერს, ლეიბლზე “Timelapse Of A Dream“, ქართველი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერის,  Sinoptik Music-ის ალბომი “Slow Breathing” გამოვიდა. “Timelapse Of A Dream“ მუსიკოსის მიერვე შექმნილი ონლაინ ლეიბლია, რომელზეც იგი მეორე სასცენო სახელით, BREATHDUB-ითაც არელიზებს საკუთარ შემოქმედებას. ამავე ლეიბლზეა მეორე ქართველი არტისტის,  Tade-ს რამდენიმე სინგლიც.

ალბომი 10 ტრეკისგან შედგება და მათი ხანგრძლივობა ძირითადად 7 წუთს სცდება, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ემოციური ტალღით სავსე ერთიან ალბომს ქმნის.

კომპოზიცია „Where It All Begins“ საწყისია. ცივი და პირქუში ტრეკი საწყის ატმოსფეროს აყალიბებს მსმენელისთვის და 1 საათიანი მუსიკალური ვოიაჟის შესახებ პირველ წარმოდგენებს გვიქმნის. „Slow Breathing“ პირველი შთაბეჭდილების შემდეგი ემოციური და ცნობიერების მდგომარეობის ამსახველია. ალბომის შემდეგი რამდენიმე კომპოზიცია Dub-Techno მუხტითაა გაჟღენთილი და Monolake-ისეულ ზამთრის სუსხიანი დღის მშვენიერი კომპანიონი იქნება. შემდეგი გამოცდილების მოლოდინში, „Phases“ უხეში ტექსტურისა და მექანიკური რიტმის ერთობლიობაა.

 

„Ruins“ ალბომის იდეალური დასასრულია, აქ სონიკური სტრუქტურა უერთდება დასაწყისს და ერთი მთლიან ციკლს ქმნის მსმენელის მუსიკალური ექსკურსიისთვის.

„ეს მდგომარეობა გარკვეულწილად მედიტაციას ჰგავს, როცა შეგიძლია ერთდროულად შეიგრძნო წარსული, აწყმო და მომავალი, როგორც ერთი მოცემულობა, რომელიც ერთ რეალობაში ერთად არსებობს, დრო კი როგორც ილუზია, სხვადასხვა ალტერნატიულ რეალობაში გადაადგილების საშუალებას გაძლევს“ – დასძენს მუსიკოსი ალბომის შესახებ საუბრისას.

ალბომის ონლაინ შეძენა უკვე Beatport-ზე შეგიძლიათ.


PR სპეციალისტი სალომე სიხარულიძე TS Holding-ის გუნდს შეუერთდა

“Tbilisi School of Communication“ მიღებას იწყებს