in

„სიო“ – ერთჯერადი პირბადე, რომელიც მაღაზიაში, კაფეში, სალონში ან ბანკში უფასოდ დაგხვდებათ

სიო“ ერთჯერადი პირბადეა, რომელიც მაღაზიაში, კაფეში, სილამაზის სალონში ან ბანკში შეიძლება უფასოდ დაგხვდეთ. ანუ აღარ მოგიწევთ ობიექტიდან გაბრუნება, თუ ჯიბეში, ან ჩანთაში პირბადე არ აღმოგაჩნდებათ. მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შექმნით, ბიზნესი ასე ბევრად უკეთეს შედეგს ღებულობს და თან,  უსაფრთხოების ზომებს სრულად იცავს. გიორგი გოგეშვილი ამბობს, რომ სწორედ ამიტომ გაუჩნდა ერთჯერადი პირბადის შექმნის იდეა. 

„იდეა, დაახლოებით, 2 თვის წინ გამიჩნდა. როცა მეგობრებთან ერთად ვიყავი და ერთჯერადი ხელსახოცი რომ ამოვიღე პარკიდან, ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ასევე იყოს პირბადეც?! მაგალითად, შედიხარ მაღაზიაში ან ბარში და გხვდება პირბადე უფასოდ. პირადად მეც ბევრჯერ აღმოვჩენილვარ სიტუაციაში, როცა პირბადე არ მქონია და ან კონსულტანტისთვის მითხოვნია გამოწოდება ან წავსულვარ პირბადის მოსატანად, თუმცა უკან აღარ მივბრუნებულვარ. ზოგადად, უარით გასტუმრებული მომხმარებლის 90% ან უკან არ ბრუნდება, ან კარგავს ბიზნესის მიმართ ლოიალობას. ყოველ დღე ვხედავდი, რომ სხვებსაც იგივე პრობლემები ჰქონდათ. ჩვენთვისაც (მომხმარებლებისთვის) დისკომფორტი იყო პირბადის არქონა, ობიექტი კი, თავის მხრივ კარგავდა მომხმარებელს. ამიტომ, დავიწყე ერთჯერადი პირბადეების შექმნაზე ფიქრი. მიხვდი, რომ ისეთი კონცეფციის პროდუქტი უნდა ყოფილიყო, რომელიც კაფეში, მაღაზიასა თუ სხვა ობიექტებზე უფასოდ დაგვხვდებოდა. მაგალითად, ანტისეპტიკური საშუალება ხომ არის ყველა ობიექტზე? ზუსტად ასეთივე უნდა ყოფილიყო „სიო“. ეს მომხმარებლებისთვისაც კარგია და ბიზნესისთვისაც. „სიოს“ ერთი კოლოფით ბიზნესს შეუძლია, 160-ით მეტ ადამიანს მოემსახუროს და არ გააბრუნოს, მხოლოდ იმიტომ, რომ პირბადე არ აქვს“. 

რაც შეეხება „სიოს“ სახელს და კონცეფციას . . . 

გიორგი გოგეშვილი: თავიდანვე ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო მარტივი, იაფი და დაფარვის მზარდი არეალით. ასევე გვინდოდა, ყოფილიყო უნივერსალური და მოსახლეობის უმეტესობისთვის ადვილად მოსარგები. მაშინ, როცა სათვალეს ყველა პირბადე ორთქლავს, „სიოს“ ეს ნაკლიც კი არ აქვს, რადგან სწორად მორგებისას, ჰაერის მცირე ნაკადსაც არ ატარებს ცხვირის მხრიდან. იდეა რომ გაგვიჩნდა და დიზაინი გავაკეთეთ, შემდეგ მისი ნახაზი ჯერ ადგილობრივად დავარეგისტრირეთ, მერე – საერთაშორისო სისტემით, რომ მიმბაძველობისაგან დაცულები ვყოფილიყავით. შემდეგ შევქმენით „ბრენდ ბუქი“. მარტივი დიზაინის გარდა, „სიოს“ შეფუთვაც ისეთია, რომ ნებისმიერი ობიექტის ინტერიერს უხდება. რაც შეეხება ფერებს, პარტნიორ კომპანიას ვაძლევთ საშუალებას, თავიანთი კომპანიის კორპორატიული ან მასთან მიახლოებული ფერის პირბადე დაახვედროს მომხმარებელს, გარკვეულ მოცულობაზე კი ვთავაზობთ კოლოფის ბრენდირებასაც, შესაძლებელია, კოლოფის დიზაინიც შეიცვალოს. ამით ვცდილობთ, „სიოს“ შეფუთვა თუ ვიზუალი, მაქსიმალურად მოვარგოთ კომპანიის კორპორატიულ სტილს. რაც შეეხება სახელს, ამაზე ბევრს ვფიქრობდით. იმდენნაირი „პირბადე“ არსებობს, გადავწყვიტეთ, პროდუქტის დასახელებაში ეს სიტყვა საერთოდ არ გვეხსენებინა. დავარქვით „სიო“ – ადვილი დასამახსოვრებელია და თან, მხოლოდ პოზიტიურ მნიშვნელობას ატარებს, ნაზი სიოსავით მსუბუქი და კარგი არის.

ერთჯერადი პირბადეები ხომ უკვე არსებობს, მათ შორის სამედიცინო. თუ ბიზნესს სურვილი ექნება, შეუძლია ისიც დაახვედროს ობიექტზე მომხმარებელს?

იმის გამო, რომ ყველა სამედიცინო პირბადეს აქვს რეზინი, ან რკინა, ხოლო „სიოს“ არც რკინა აქვს და არც რეზინი, ვერცერთი პირბადე ვერ იქნება მასსავით იაფი და ხელმისაწვდომი. მაშინ როცა სხვა ერთჯერადი პირბადის ღირებულება 35 თეთრიდან 2 ლარამდეა, სიო-ს ერთი კოლოფი, რომელშიც 160 პირბადეა, 25 ლარი ღირს, ანუ ყველაზე ხელმისაწვდომი 15 თეთრი. ნორმალურ კომპანიას კი თავისი მომხმარებლის კომფორტი, ბევრად მეტი უღირს


სიმარტივისა და ფასის გარდა, კიდევ რითია გამორჩეული „სიო“?

ფუნქციით. ჩვენ ზუსტად იგივე მასალას ვიყენებთ, რითიც სამედიცინო პირბადეა დამზადებული. მეტიც, თუ სამედიცინო პირბადის დამცავი შრე არის 15-გრამიანი, „სიოს“ შემთხვევაში არის 25-30-გრამიანი, ანუ უფრო სქელია. გარდა ამისა, როცა რკინა და რეზინი ამოვიღეთ დიზაინიდან, 100%-ით ეკომეგობრული პროდუქტი მივიღეთ. დღეს, ბაზარზე 100%-ით ბიოდეგრადირებადი პირბადე, „სიოს“ გარდა, არ არსებობს, თუნდაც მარტივი მიზეზით – რკინის ფიქსატორისა და რეზინის სამაგრების გამო.

მართალია, ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა „სიო“ და სტატისტიკაზე რთული იქნება საუბარი, მაგრამ ინტერესი და მოთხოვნა არის?

მგონი, ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც, თითქმის, 100%-ით დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მით უმეტეს, რომ სარეკლამო ბიუჯეტი დიდი არ გვქონია. დღეს „სიო“ აქტიურად არის წარმოდგენილი ჰორეკა სექტორში – სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში. ასევე – სილამაზის სალონებში, მაღაზიებში, საბანკო სექტორიდან „პროკრედიტში“, სტომატოლოგიურ და ჩვეულებრივ კლინიკაში. მოთხოვნა არის კერძო პირებისგანაც და ესეც რეალობიდან გამომდინარეა – ბევრი სამედიცინო პირბადესაც კი მრავალჯერადად იყენებს. ზოგისთვის პირბადეს უფრო საშვის ფუნქცია აქვს, ვიდრე დაცვის. „სიოკი მას რეალურ დანიშნულებას უნარჩუნებსგამოხვალ ობიექტიდან და გადააგდებ, რადგან იცი, რომ სხვაგანაც დაგხვდება, არ არის საჭირო მისი ჯიბით ტარება.

სამომავლო გეგმებზე რას იტყვით?  

„სიოს“ გამოჩენისთანავე დავიწყეთ ფიქრი, რა შეიძლებოდა გაგვეუმჯობესებინა და დღესაც ეს პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გარდა, დაინტერესება უცხოეთიდანაც წამოვიდა. ნიმუშები უკვე გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ქვეყანაში და ველოდებით მათგან დასტურს.

საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ, მოთხოვნა რომ გაიზარდოს, შესაბამისი რესურსი გაქვთ?

მთავარია მოთხონა იყოს, მიწოდების გაზრდა სირთულეს არ წარმოადგენს.

სად შეიძლება „სიო“ შეხვდეს მომხმარებელს? რა სეგმენტის ათვისებას ფიქრობთ?

დიდი სურვილი გვაქვს, საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე იქნება უფასო. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს და ძალიან გვინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს პირველი. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია, თუმცა როგორც გითხარით, ამის დიდი სურვილი და მზაობა გვაქვს. დღესდღეობით, ვისაც აქვს სურვილი მის ობიექტზე მისული მომხმარებელი უკან არ გააბრუნოს და დაახვედროს უფასო პირბადე, შეგვიძლია მივაწოდოთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში.

 

[R]

3D პრინტერით დაბეჭდილი, ეკოლოგიურად სუფთა სახლი

ოჯახთან ერთად გატარებული დრო ბიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ