in

როგორ იქცა ენტონი ჰოპკინსი წითელ დრაკონად? — STok-ის რეკლამა Super Bowl-ზე

ენტონი ჰოპკინსი ერთ-ერთი გამორჩეული, საუკეთესო მსახიობია კინემატოგრაფიის ისტორიაში. ახლა კი უელსელი მსახიობი Super Bowl-ისთვის უელსის საფეხბურთო გუნდის რეკლამის სახედ იქცა. უფრო დეტალურად, ცივი სასმელების ბრენდ STok-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თამაშის დროს გავიდა ეთერში. აქ ჰოპკინსი გვიჩვენებს, რა სჭირდება წარმატებულ მსახიობს, შემდეგ კი გუნდის წითელ დრაკონად იქცა.

BOG

ჰოპკინსის თქმით, მსახიობობა ერთგვარი მოტყუებაა, ვინაიდან ამ დროს საკუთარი თავი უნდა დავივიწყოთ. ამასთან, ყოველი მეტამორფოზა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ იმისთვის, რომ „მხეცი“ გახდე, ცოტა მეტია საჭირო — ამ სიტყვების თქმას თემატურად მოჰყვება ენტონის ღრიალიც…

„Super Bowl ერთ-ერთი საკულტო სპორტული ღონისძიებაა საერთაშორისო კალენდარში. სერ ენტონი ჰოპკინსის დრაკონად გარდასახვა ბევრს სასაცილოდ მიაჩნდა, მაგრამ ასე ეფექტური სიუჟეტი შევქმენით“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები. თან, ალბათ, ამ რეკლამის ხილვის შემდეგ, ყველას იმის განცდა ექნებოდა, რომ წითელი დრაკონის მიღმა მართლა ცნობილი მსახიობი იმალებოდა.

საგულისხმოა, რომ რეკლამაზე რაიან რეინოლდსის სარეკლამო სააგენტომ, Maximum Effort-მა იმუშავა.

მარტინ სკორსეზე Super Bowl-ის რეკლამაში — მოკლემეტრაჟიან ფილმად ქცეული სიუჟეტი

დეფიბრილაციის ახალი მეთოდი გადარჩენის შანსს აორმაგებს — კვლევა