in

“სირცხვილის დერეფნის თამაშები” – სეპტის ქალბატონის რისხვა მას, ვინც პლასტმასის ბოთლს შეიძენს

Sodastream-ი მინერალური სასმელის ჩამოსასხამ აპარატებს აწარმოებს და მთელი შემართებით იბრძვის პლასტმასის ბოთლების წინააღმდეგ. კომპანიას საკმაოდ ძლიერი საბრძოლო სტრატეგია აქვს არჩეული და რაც მთავარია, მის მხარეს იბრძვის პლანეტაზე ყველაზე ძლიერ მამაკაცად აღიარებული Thor Björnsson, ანუ იგივე “მთა”, როგორც მას ცნობილ სერიალ “სამეფო კარის თამაშებში” უწოდებენ. რამდენიმე თვის წინ, ბრენდმა მსახიობის მონაწილეობით პირველი ვიდეორგოლი, “F**k plastic bottles”, გაავრცელა. ახლა კი მეორე რეკლამაც გამოუშვა, რომელშიც არამხოლოდ სერიალის ცნობილი მსახიობი მონაწილეობს, არამედ თავად სიუჟეტიც ძალიან წააგავს ნაცნობ სცენებს სერიალიდან.

ფრთხილად იყავით, თუ მაღაზიაში პლასტმასის ბოთლს მოკიდებთ ხელს, შესაძლოა, მოულოდნელად სეპტის ქალბატონი გამოჩნდეს თავისი ზარით და სალარომდე “სირცხვილის” ძახილით მიგაცილოთ. შემდეგ ქუჩაშიც აგედევნოთ და გამვლელების დახმარებით, სერსეი ლანისტერის მსგავსად, “სირცხვილის დერეფანში” გაგატაროთ. სწორედ, ასეთი უცნაურობა შეემთხვა მაღაზიაში წყლის საყიდლად შესულ გულბრყვილო მომხმარებელს, რომელმაც პლასტმასის ბოთლების მთელი შეკვრის შეძენა გადაწყვიტა. სეპტის ქალბატონმაც არ დააყოვნა და თავისი “მოქალაქეობრივი ვალის” შესრულებას შეუდგა. საბოლოოდ, გულუბრყვილო მომხმარებელი “მთასთან” მიდის, რომელიც მომხდარი “ინციდენტის” მიზეზს უხსნის.

https://www.youtube.com/watch?time_continue=171&v=S_EuNmQOpbw

ყურადღებით მოუსმინეთ მსახიობს და გაითვალისწინეთ მისი რჩევები. Sodastream-ი არაჩვეულებრივი და რაც მთავარია, უსაფრთხო საშუალებაა მინერალური წყლის მისაღებად.

როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტ რესურსები ეფექტურად?! – გაიგეთ 26 ნოემბერს Internet Forum Tbilisi 2016-ზე

შეეხე მარკეტინგს! TOUCH – ციფრული მარკეტინგის პირველი კონფერენცია საქართველოში, 19 ნოემბერს გაიმართება!