დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ ორი გულანთებული შეყვარებული ერთმანეთს სამუდამოდ დავუკავშიროთ… როგორც ჩანს, ხმოვან ასისტენტებსაც შეძლებიათ სიყვარული. მაშ ასე, Siri + Alexa = Love. “ეფლისა” და “ამაზონის” ხმოვანი ასისტენტების სიმბოლური ქორწილისთვის სტუმრები ქალაქ ვენაში, ბელვედერის სასახლეში შეიკრიბნენ.
ხელოვნური ინტელექტის ამ ორი წარმომადგენლის ქორწილისთვის ვებგვერდიც შეიქმნა, სადაც მათი გაცნობისა და მთლიანად, კამპანიის შესახებ ინფორმაციას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ. ამგვარად, ვენის ტურისტულ საბჭოს, სააგენტო Servisplan-სა და ჟურნალმა Varngardist ლგბტქ თემის მხარდაჭერა გამოხატეს და ვენის ტურისტულ მიმზიდველობას გაუსვეს ხაზი.