წლევანდელი WWDC-დან ბევრი სიახლე გავიგეთ, თუმცა მათგან არცერთი შეეხება Siri-ს… მართალია, გასული წლის კონფერენციაზე მეტად პერსონალიზებული, AI-ით გაძლიერებული Siri შესთავაზეს მომხმარებლებს, მაგრამ შემდეგ აღარაფერი უთქვამთ ამ ფრაზის გარდა — „როგორც ადრე გითხარით, ვაგრძელებთ იმ ფუნქციებზე მუშაობას, რომლებიც Siri-ის მეტად პერსონალურს გახდის. ჩვენი მაღალი მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოს, ამას მეტი დრო სჭირდება და იმედი გვაქვს, რომ ამ ამბის შესახებ უფრო მეტს მომდევნო წელს გაგიზიარებთ“.
გამოდის, 2026 წლამდე ეფლი არაფერს გვეტყვის, ეს კი AI ეპოქაში მნიშვნელოვანი შეფერხებაა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ახალ მოდელებსა და განახლებებს თითქმის ყოველდღიურად ვეცნობით. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეფლმა OpenAI-სთან დაიწყო პარტნიორობა ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად — როცა მომხმარებლები Siri-ის კითხვებს დაუსვამენ და იგი ვერ უპასუხებს, ChatGPT-სთან გადაამისამართებს.
iOS 26-ში კი Apple AI სურათების გენერირების აპლიკაცია Image Playground-საც შესთავაზებს მომხმარებლებს…
რაც შეეხება მეტად პერსონალიზებული Siri-ის იდეას, ამბობენ, რომ მომავალში იგი უკეთ გაიაზრებს თქვენს პერსონალურ კონტექსტს, რაშიც ურთიერთობები, კომუნიკაციები, რუტინა და სხვა მსგავსი საკითხები მოიაზრება. თუმცა, როგორც ჩანს, მოცდა მოგვიწევს…