in

შესაძლოა, Siri-ს ChatGPT-ის სისტემა დაემატოს

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციით, Apple თავისი ხმოვანი ასისტენტის გაუმჯობესებას ChatGPT-ის ინტეგრაციით გეგმავს. მსგავსი გადაწყვეტილებით, Siri უფრო კონკურენტულ სისტემად მოგვევლინება და ვირტუალური ასისტენტების სივრცეში მოწინავე პოზიციას დაიკავებს.

როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ტექნოლოგიური გიგანტი პოტენციურ გარიგებას მალე დადებს OpenAI-სთან. შესაბამისად, პოპულარული ენის მოდელი ChatGPT მომავალ iPhone-ებში იქნება ინტეგრირებული — iOS 18-ის განახლებით.

ამავდროულად, თუკი ეს შეთანხმება საბოლოო შედეგამდე არ მივიდა, ეფლი მაინც აპირებს ხმოვანი ასისტენტის გაუმჯობესებას. მიზეზი კი მარტივია — კომპანია ცდილობს, მაქსიმალურად აუწყოს ფეხი ხელოვნური ინტელექტის სამყაროს და ამისთვის წამყვან AI პროფესიონალებსაც ასაქმებს. ყურადღების უმეტესი ნაწილი კი გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტზეა კონცენტრირებული. შედეგად, Siri უკეთ შეძლებს მომხმარებლებთან კონტაქტს, რაც უფრო ბუნებრივ გამოცდილებასაც შეუწყობს ხელს.

ცოტა უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, Apple-OpenAI ალიანსი რამდენიმე დამაინტრიგებელ შესაძლებლობას შემოგვთავაზებს. ChatGPT-ის უნარმა, შექმნას ადამიანის მსგავსი ტექსტი, შეიძლება რევოლუცია მოახდინოს მომხმარებლებთან ურთიერთქმედების გზაზე. Siri-ს შეეძლება როგორც ლაპარაკი, ისე სხვადასხვა საჭირო ქმედების სათანადოდ შესრულება.

A’ Design Award & Competition-ის 2023-2024 წლის გამარჯვებულები ცნობილია!

„მწარე შაქარი” – ქართული ფილმი კანის ფესტივალის კინომარკეტზე