ცნობილი AI ასისტენტის, Siri-ს თანადამფუძნებელი, ადამ ჩეიერი თვლის, რომ ტექნოლოგიის მაგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის განწყობაზე და ამას დიდი კომერციული შედეგი აქვს. მან პროდუქტები ჯადოსნურ შოუწარმოდგენებს შეადარა და დასძინა, რომ შეიძლება კომპანიამ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადოს ტექნოლოგიაში, მაგრამ თუ მან მომხმარებელს ემოცია არ გაუჩინა, ეს უბრალოდ ფულის ფლანგვაა.
Siri-ს პირველი ვერსია შეიქმნა 1993 წელს და 17 წელი დასჭირდა სახელის მოსახვეჭად იქამდე, სანამ მას Apple იყიდდა და iPhone 4S-ზე დააინსტალირა. ჩეიერი იხსენებს, რომ Siri-ს გუნდს თავად სტივ ჯობსი ურეკავდა 30 დღის განმავლობაში და სხოვდა მას, მიეყიდა კომპანია. „მან შეძლო, დავერწმუნებინეთ, რომ სამყაროს შეცვლა უფრო მეტად შეგვეძლო Apple-თან ერთად, ვიდრე მისგარეშე“, – ამბობს ჩეიერი.
ჩეიერი იმასაც იხსენებს, როგორ დაიწყო Siri-ს პერსონალობაზე ფიქრი: კაცი იყო თუ ქალი? ადამიანი თუ AI? როგორი ურთიერთობა ჰქონდა Apple-თან, თანამშრომელი იყო მისი თუ პროდუქტი?
მას მოჰყავს მაგალითი, თუ როგორ ჰკითხა ერთხელ Siri-ს, როგორი ამინდია და მან მშრალად უპასუხა: „წვიმიანი”. ჩეიერი ამბობს, რომ ამ დროს პერსონალური ასისტენტი უპასუხებდა: „კალოშები არ დაგავიწყდეს”.
როგორც ჩეიერი ამბობს, პერსონალობის, ემოციისა და გრძნობების შეტანა აპლიკაციაში იყო გასაღები იმისა, თუ რატომ გახდა Siri ასეთი პოპულარული. ის ასევე გვასწავლის, რომ ნებისმიერი ახალი პროდუქტის გამოწვევაა, შეცვალოს მომხმარებლის ჩვევა.
ამ გზით, ის ამტკიცებს, რომ ეს არის ერთგვარი ტექნოლოგიების მაგია, რომელსაც შეუძლია შექმნას რეალური, ხელშესახები გავლენა. მისმა სწორად მიღებამ ადამიანების მხრიდან შეიძლება შეცვალოს არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ სამყაროც კი. ჩეიერმა აღნიშნა, რომ iPhone 4S-ის გამოშვებიდან ექვსი თვის განმავლობაში Apple-ის ღირებულება გაიზარდა.
ჩეიერის რეკომენდაციით, პროდუქტის დიზაინერებმა უნდა აითვისონ არა მხოლოდ მისი შექმნის ტექნიკური ნაწილი, არამედ ეცადონ, ტექნოლოგია გადააქციონ ჯადოქრობად და შექმნან ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც სარგებელთან ერთად ხალხს ბედნიერებასაც მიანიჭებს.












