„A Life in Sound“ ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც ემის ჯილდო მფლობელმა რეჟისორმა, კიმ გერიგმა გადაიღო. სიუჟეტი ახალგაზრდა გოგონას ამბავს მიჰყვება, რომელიც სტუდიაში ცეკვავს. მუსიკის ცვლილებასთან ერთად კი, პერსონაჟიც იცვლება — მოზარდი ხდება, ხოლო შემდეგ ზრდასრულობის სხვადასხვა ეტაპს გადის. ერთადერთი, რაც რჩება, მუსიკისა და ცეკვისადმი უცვლელი სიყვარულია.
რეალურად, ეს SiriusXM-ის რეკლამაა — პლატფორმის, რომელიც ყველანაირი ჟანრისა და სტილის მელოდიას აერთიანებს. აქ ნებისმიერი ტიპის მსმენელისთვის მოიძებნება ადგილი, რაც ვიდეორგოლში სიმბოლურადაა გამოხატული.