in

როგორ იქცევა გამოწვევა შესაძლებლობად? — ბეთჰოვენის მაგალითი

ხშირად ადამიანები „პოზიტიურ აზროვნებაზე“ დაფუძნებული მოწოდებებით ძალიან ღიზიანდებიან — არ უნდათ თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგადაა, როცა რეალურად ბევრი პრობლემა ახვევიათ გარს. თუმცა ერთი რამ ავიწყდებათ: პოზიტიური აზროვნების შესაძლებლობად ქცევის უნარი, რაც სირთულეებისგან თავის დაღწევას და წარმატების მიღწევას, განვითარებას გულისხმობს.

„მამაჩემი ნაცისტური გერმანიის პერიოდში ლტოლვილი იყო. მან დაკარგა დედა და ყველაფერი, რაც კი გააჩნდა. შემდეგ ინგლისში ჩამოვიდა, რათა ცხოვრება ნულიდან დაეწყო, თუმცა ომმა აქაც „მიაგნო“, რამაც მენის კუნძულზე გადასახლება აიძულა, 2000 მამაკაცთან ერთად. ყველას შიში, შფოთვა და დანაკარგი აერთიანებდა. მიუხედავად ყველაზე საშინელი მდგომარეობისა, მამამ განაცხადა: „აქ ბევრი ინტელექტუალი ვართ. უნივერსიტეტი უნდა დავაარსოთ“. და ასეც მოიქცნენ. ყოველკვირეულად 46 გაკვეთილს ატარებდნენ. არც ქაღალდი ჰქონდათ, არც ფანქარი, დაფა ან ცარცი. უბრალოდ, ხალხი ერთმანეთში საუბრობდა. აი, ეს არის შესაძლებლობა“, — ჰყვება ბენჟამინ ზანდერი, ინგლისელი დირიჟორი.

სწორედ ბენჟამინი გვარწმუნებს იმაში, რომ შესაძლებლობა მკაცრი დისციპლინაა, შევინარჩუნოთ ამბავი, იდეები და არსებობის გზა. ამის ნათელ მაგალითად კი ბეთჰოვენს ასახელებს — ის ყრუ იყო, ავადმყოფობდა და თვითმკვლელობის შეგრძნებებსაც ებრძოდა, მწვავე დეპრესიას განიცდიდა. მიუხედავად ამისა, ისტორიას შემორჩა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი. „არაჩვეულებრივია იმის წარმოდგენაც კი, რომ ვიღაცას, ვინც ასეთი სასოწარკვეთილი იყო, მეცხრე სიმფონიის დაწერა შეეძლო“.

ასე ბეთჰოვენი გვასწავლიდა, რომ ტრიუმფის გზა ყოველთვის არსებობს, თუნდაც მძიმე მომენტებში. პრობლემებზე ფოკუსირების ნაცვლად კი, უმჯობესია, მათი სწორად გამოყენება შევძლოთ — „ჩიტებს არ აინტერესებთ ღობეები, რომლებიც ცხვრების შესაკავებლადაა შექმნილი“. ლეონ ფლეიშერმა, დიდმა ამერიკელმა პიანისტმა, თქვა: „კლასიკური მუსიკა ანტი-გრავიტაციის აქტია“. ასე ვთქვათ, აკეთებ იმას, რაც თითქოს ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება და მიდიხარ შედეგამდე, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა.

ბენჟამინის თქმით, შესაძლებლობების აღქმასაც ამ კუთხით უნდა მივუდგეთ. თუკი გვსურს, აქამდე მიუღწეველ წარმატებას მივაღწიოთ და იქ აღმოვჩნდეთ, სადაც არასდროს ვყოფილვართ, ნებისმიერი სირთულე შესაძლებლობად უნდა ვაქციოთ. საკმარისია, ერთი არაორდინალური კითხვა დავსვათ — ასე ვთქვათ, როგორ შეგვიძლია წარმოუდგენელი რაღაცის მიღება და აუცილებლად გამოსავალსაც ვიპოვით.

რატომაა მნიშვნელოვანი Fitpass-ისთვის სფოთლაითის მხარდაჭერა

ბუნების ინსპირაციით შექმნილი ლიქიორის შეფუთვა