4
Sep
2019

სიტყვა სიტყვაში – მექი გიორგაძის ნამუშევრები

4 Sep 2019

გიფიქრიათ, რომ ქართული სიტყვები ზოგადი მნიშვნელობის გარდა მიღმიერ შინაარსსაც ატარებენ? სწორედ ამის გადმოცემა სურდა გრაფიკულ დიზაინერ მექი გიორგაძეს, როდესაც თავის ახალ პროექტს ქმნიდა. სიტყვა სიტყვაში – ასე ჰქვია მას და ქართულ სიტყვებს სულ სხვა კუთხით წარმოგვიდგენს. მის შესახებ მექის პირადად გავესაუბრეთ:

M: რა გახდა “სიტყვა სიტყვაში-ს” შექმნის ინსპირაცია?

სიტყვებთან თამაში ოდითგანვე მიყვარდა, მას შემდეგ, რაც დოჩანაშვილის მოთხრობა წავიკითხე “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, მახსოვს, როგორ დავიწყე ახლებურად ფიქრი.. იქიდან მოყოლებული სიტყვებს ვეთამაშები და თავს ვირთობ..

M: როგორ მოვიდა ეს იდეა და ეს სიტყვები?

იდეეები ყოველდღიური რუტინიდან მოდის.. არის მომენტები, ადამიანთან საუბრობ და “წკაააპ” განათდა..

M: რა არის ამ სიტყვების მთავარი მესიჯი?

ქართული ენა განსაკუთრებული და მრავალფეროვანია, მიზანი მარტივი მაქვს – ვეძიო უბრალოება განსაკუთრებულში და განსაკუთრებულობა უბრალოში. ვიზუალური სტილიც აქედან გამომდინარეობს.

M: როდის დაიწყე სიტყვებზე მუშაობა?

ხშირად, როცა დრო არ მაქვს, იდეებს ვინიშნავ ხოლმე ბლოკნოტში, იმ იმედით, რომ მოგვიანებით ჩავუჯდები და რამე საინტერესოს ვიპოვი. ამასაც ბლოკნოტის ფურცვლის დროს გადავაწყდი – მაისის თვეში მქონია ჩანიშნული და ვიფიქრე, დროა გავაცოცხლო ეს იდეები-თქო..

M: როდის დაიწყე სიტყვებზე მუშაობა?

ხშირად, როცა დრო არ მაქვს, იდეებს ვინიშნავ ხოლმე ბლოკნოტში, იმ იმედით, რომ მოგვიანებით ჩავუჯდები და რამე საინტერესოს ვიპოვი. ამასაც ბლოკნოტის ფურცვლის დროს გადავაწყდი – მაისის თვეში მქონია ჩანიშნული და ვიფიქრე, დროა გავაცოცხლო ეს იდეები-თქო..

M: გაგრძელებას თუ აპირებ?

დიახ, გაგრძელებაც ექნება და განვითარებაც. ახლა უფრო გავართულებ საქმეს და წინადადებებს შემოგთავაზებთ..

განხილვა