in

შესაძლოა, მერკურზე სიცოცხლისთვის საჭირო სივრცე არსებობდეს — კვლევა

მზესთან სიახლოვის გამო, რაც 800 გრადუს ტემპერატურას გულისხმობს, მერკურის პლანეტა საცხოვრებლად არ გამოდგება. თუმცა ახლა ეს მოსაზრება ეჭვქვეშ შეგვიძლია დავაყენოთ — ახალი კვლევის თანახმად, მზის სისტემის ყველაზე პატარა პლანეტასაც კი აქვს ისეთი რეგიონები, რომლებშიც ბიოლოგიური ცხოვრებისა და გადარჩენისთვის საჭირო პირობებია. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, Planetary Science Institute-ის (PSI) მეცნიერებმა მარილის მყინვარების კვალს მიაგნეს, რეგიონებს, რომლებიც დედამიწაზე არსებული მარილით მდიდარი გარემოების მსგავსია.

M2
M2

კონკრეტული მარილის შემადგენლობები დედამიწაზე საცხოვრებელ ნიშებს ქმნის ძალიან მკაცრ გარემოშიც კი, როგორიცაა, მაგალითად ჩილეს ატაკამას უდაბნო. ამგვარად ფიქრს მერკურის ზედაპირის ქვეშ არსებულ სივრცეებამდე მივყავართ, რომელიც იმაზე უფრო სტუმართმოყვარე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე თავად მისი მკაცრი ზედაპირია, — განმარტავენ მკვლევრები.

Messenger-ის ზონდმა ისიც გამოავლინა, რომ პლანეტა ისეთ აორთქლებად ნივთიერებებს შეიცავს, როგორებიცაა ნატრიუმი, კალიუმი, გოგირდი და ქლორი. არადა, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ისინი, თუნდაც მზესთან სიახლოვისა და ატმოსფეროს ნაკლებობის გამო, აღარ იარსებებდა… უახლესი კვლევა კი პლანეტის ორ ნაწილზე იყო ფოკუსირებული, Raditladi-ს კრატერსა და Borealis Chaos-ის რეგიონზე. სწორედ მათი შესწავლით მიაგნეს მიწისქვეშა მყინვარების მსგავს ფორმებში აორთქლებადი ნაერთების მნიშვნელოვან რაოდენობას.

მეცნიერების თქმით, მარილის ეს ფენები შორეულ წარსულში ჩამოყალიბდა, როცა ვულკანები წყლის ორთქლს გზავნიდა… შემდეგ მზე აორთქლებდა წყალს და ნატრიუმს ტოვებდა, რომელიც მილიარდობით წლის მანძილზე გროვდებოდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მალე კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს მოჰფენენ ნათელს. BepiColombo-ს ზონდის გამოყენებაც სურთ, რომელიც პლანეტაზე 2025 წელს მოხდება და მონაცემების შეგროვებას დაიწყებს… 

SOLO მომხმარებლები „გალერია თბილისის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით სავაჭრო ცენტრში სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

„სიცარიელისა“ და იდუმალების მნიშვნელობა რეკლამაში