in

მეცნიერებმა სიცოცხლის ხანგრძლივობის 23%-ით გაზრდის გზას მიაგნეს!

პირველი ექსპერიმენტი თაგვებზე ჩატარდა

ისრაელში მეცნიერებმა  250 თაგვზე წარმატებით ჩაატარეს ექსპერიმენტები, რის შედეგადაც მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის 23%-ით გაიზარდა. როგორც ირწმუნებიან, ამ შედეგის მიღწევა ადამიანებზეც შეიძლება.

მეცნიერებმა ამ წარმოუდგენელი შედეგის მიღწევა SIRT6 პროტეინის მარაგის გაზრდით შეძლეს, რომელიც ასაკის მატებასთან იწყებს შემცირებას. “ეს შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ SIRT6 ოპტიმიზირებს ენერგეტიკულ ჰომეოსტაზს სიბერეში სისუსტის მოსახსნელად და ჯანმრთელი დაბერების შესანარჩუნებლად” – ნათქვამია კვლევის აბსტრაქტში.

კვლევა გვიჩვენებს, რომ SIRT6 ცილის მომატებულმა დონემ არამარტო გაზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა სუბიექტებში, არამედ მათ შედარებით ახალგაზრდული ორგანიზმი შეუნარჩუნა და კიბოს მიმართ უფრო მდგრადი გახადა. პროფესორმა ჰაიმ კოენმა, რომელიც სამეცნიერო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ მსგავსი შედეგის ადამიანზე გამოყენებას მისი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობის 120 წლამდე გაზრდა შეუძლია.

საგულისხმოა, რომ წინა კვლევაში მამრი და მდედრი თაგვების შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებული იყო. SIRT6 პროტეინის გაზრდილი რაოდენობის მქონე მამრები 30%-ით დიდხანს ცოცხლობდნენ, ხოლო მდედრი – 15%-ით. თუმცა ამჯერად მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა გენდერით არ შემოიფარგლებოდა.

კოენის ლაბორატორია გეგმავს, რომ წარმატებული ექსპერიმენტის ადამიანებზე ჩასატარებლად ინოვაციური მეთოდები გამოიყენოს. გამომდინარე იქიდან, რომ კვლევაში მონაწილე თაგვები გენეტიკურად მოდიფიცირებული იყო, ადამიანებსაც დასჭირდებათ გარკვეული პრეპარატების მიღება. “ჩვენ მცირე მოლეკულებს ვავითარებთ, რომლებსაც SIRT6-ის დონის ამაღლება ან არსებული ცილის გააქტიურება შეუძლია” – აცხადებენ მეცნიერები, რომლებიც რეალურ შედეგს ორ-სამ წელში ელიან.

ნახეთ: ყველაზე უცნაური ფოტოსურათები გინესის მსოფლიო რეკორდების არქივიდან

მანქანა გულწრფელი დიზაინით – პორშეს შექმნის ისტორია