in

Situation Stockholm-ის სოციალური კამპანია

ახალი წელი, შობა და დღესასწაულები კი კარგია, მაგრამ ყველას ერთნაირად არ ახარებს ზამთრის მოსვლა.  სტოკჰოლმში ზამთრის სიცივის გამო ძალიან ბევრი ადამიანი 6 თვის განმავლობაში უმუშევარი რჩება.

სტოკჰოლმის ყინვაში დარჩე უმუშევარი და იყო უსახლკარო ორმაგი უბედურებაა. ის, რაც მარკეტერის მკითხველს ყველაზე მეტად უყვარს სოციალური რეკლამაა, რომელიც პრობლემის გადაჭრისკენ კი არ მოგვიწოდებს, არამედ კამპანიის მეშვეობით პრობლემას აგვარებს.

სწორედ ასეთი სოციალური კამპანიის ნაწილია ჟურნალ Situation Stockholm წამოწყება. უსახლკაროებს ჟურნალის გაყიდვა შესთავაზეს. მეტროს სადგურებში ბანერები დაამონტაჟეს, სადაც უსახლკარო და უმუშევრად დარჩენილი ადამიანების რეალური CV იყო დაბეჭდილი. ჟურნალის გაყიდვასთან ერთად, მყიდველს CV-ს ატანდნენ, სადაც მათი სამუშაო გამოცდილება და მოკლე ისტორია იყო მოთხრობილი.

შედეგი: დასაქმებული უმუშევრები, სამომავლო დასაქმების პერსპექტივა და ჟურნალის გაყიდვების 101% ზრდა.

ალდაგის ახალი გზავნილი და 5 რეალური ადამიანის შეცვლილი ახალი წელი

Intel Inside უკვე საფეხბურთო კლუბ ბარსელონის ფორმის შიგნით