2021-2022 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია ქართულმა ბრენდმა, SITUATIONIST პარიზის მოდის კვირეულზე სვანეთსა და საქართველოს სხვადასხვა მთიან თუ ზღვიან რეგიონში გადაღებული ვიდეოკადრების მეშვეობით წარადგინა.
წითელ, მწვანე, შავ… სამოსში გამოწყობილი მოდელები თოვლით გადათეთრებულ გარემოში გზას ნიკა მაჩაიძის რიტმების ფონზე მიიკვლევენ…
ვიდეონამუშევარი დავით გიორგაძისა და სალომე ფოცხვერაშვილის ავტორობით შეიქმნა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „სიტუაციონისტმა“ 2021 წლის გაზაფხულის კოლექცია თბილისის ქუჩებში გადაღებული ვიდეოკადრებით შემოგვთავაზა.